ამიერიდან "ზოოვეტი" საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, ყოფილ ჩოგბურთელსა და ფეხბურთელს სერგო ქუთათელაძეს ეკუთვნის
პირველ ლიგაში გადასულმა "ზოოვეტმა" სეზონისთვის მზადება დაიწყო - პირველი საკონტროლო შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასთან" გამართა და 0:3 დამარცხდა. თუმცა უფრო საინტერესო სხვა ამბებია.

გუნდი სრულად განახლდა. მას კვლავინდებურად გამოცდილი სპეციალისტი ელგუჯა გუგუშვილი ავარჯიშებს, მაგრამ შეიცვალა მეპატრონე - ამიერიდან "ზოოვეტი" საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, ყოფილ ჩოგბურთელსა და ფეხბურთელს სერგო ქუთათელაძეს ეკუთვნის. სხვათა შორის, სწორედ მისი მონაწილეობით გადავიდა ლაშა ჯაკობია უჟგოროდის "ზაკარპატიეში".

"ცნობილ ჩეხ მენეჯერ დალიბორ ლასინას სურდა, საქართველოში მოეძებნა გუნდი, რომლის პარტნიორიც იქნებოდა. ის ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდა, იცის ჩვენი მოთამაშეების პოტენციალი და დარწმუნებულია, რომ საქართველოში დიდ ტალანტს აღმოაჩენს. სწორედ მან შემაგულიანა და ავიყვანე "ზოოვეტი", სადაც რამდენიმე ხნის წინ თავად ვთამაშობდი.

ლასინას საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენა და ევროპაში წაყვანა აინტერსებს. მისი კომპანია IFM "ზოოვეტის" პარტნიორი იქნება, საინტერესო ფეხბურთელებს კი უცხოეთში წაიყვანს. წარმოდგენა რომ გვქონდეს მისი საქმიანობის მასშტაბზე, გეტყვით, რომ ორი კვირის წინ ჩეხი ფეხბურთელი უიფალუში მადრიდის ‚ატლეტიკოდან" "გალათასარაიში" გადაიყვანა, ახლა კი ამავე თურქული კლუბთან "ჩელსის" ფორვარდ დიდიე დროგბას ტრანსფერზე მუშაობს. ძველ ტრანსფერებზე არაფერს ვიტყვი, სოლიდური პიროვნებაა და ქართული ფეხბურთით მისი დაინტერესება მახარებს. სხვათა შორის, ჩვენი ნაკრების წევრები, ბუბა დაუშვილი და აკაკი ხუბუტია მასთან თანამშრომლობენ.

გუნდის მწვრთნელ ელგუჯა გუგუშვილს დიდ პატივს ვცემ კვალიფიკაციისა და პიროვნული ღირსებების გამო. კლუბის მენეჯერი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი მამუკა წერეთელი იქნება, რომელიც, სამწუხაროდ, კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში არ იყო დასაქმებული, არადა, ვფიქრობ, თავისი კავშირებით დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ამჟამად კლუბს აქვს ის მინიმალური პირობები, რომელიც აუცილებელია პირველ ლიგაში სათამაშოდ. ვვარჯიშობთ ფიზკულტურის ინსტიტუტის მოედანზე.

ვფიქრობ, ჩვენში საკმაოდ უცნაური სასელექციო პოლიტიკაა - როდესაც დავინტერესდი, აღმოჩნდა, რომ ბევრი ნიჭიერი ბავშვია უგუნდოდ და უპატრონოდ, უმრავლესობას ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია, მაგრამ ახლა არსად იწვევენ. ზოგიერთს ხასიათს უწუნებენ და ამიტომაც იკარგებიან. ჩვენ მათ ვარჯიშის საშუალებას მივცემთ, რათა ფორმა აღიდგინონ და მერე უფრო ადვილად გაიკვლიონ გზა.

ჩვენთან, მაგალითად, ვარჯიშობს ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილი ნახევარმცველი ვალერი ბოლქვაძე, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. მას ფორმის აღდგენის შანსს ვაძლევთ, შესაძლოა, "გაგრაში" გადავიდეს. "ვიტ ჯორჯიასთან" ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა ლადო ბურდულმა. შევთანხმდით, რომ დავიმატებთ ბოლნისის "სიონის" ყოფილ მცველ გიორგი თარგამაძეს. მოვიწვიეთ კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა", - გვითხრა ქუთათელაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის