ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 5:2 გაანადგურა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

9 ივნისს "ჯვაროსნები" სკოპიეში ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდებიან. ჩვენს გუნდს განწყობა ამაღლებული აქვს და გამარჯვების გემოც დიდი ხანია იგრძნეს.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა ბულგარელების დამარცხების შემდეგ გააკეთეს:

გურამ კაშია

"ეს გამარჯვება გულშემატკივარს გაუხარდებოდა, იმიტომ, რომ ბულგარეთთან რაღაც ცუდად მიეწყო წარსულში თამაშები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რაღაცის დასაწყისი იყოს. 1 კვირაში კიდევ ვეთამაშებით თბილისში. იმედია, მოედანი გაივსება და თქვენ როგორც იტყვით, რევანშს ავიღებთ. როდესაც გასვლით თამაშზე დროშას ვხედავ, სიამაყით ვივსები. ამდენი გულშემატკივარი როდესაც ვნახე, ძალიან, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ გულშემატკივარი გასვლით თამაშზე თითქმის არასდროს არ გვყოლია. დიდი მადლობა მათ. მივესალმები, თუ კიდევ სადმე შეიძლება წამოვიდნენ. ძალიან დიდ მოტივაციას და დახმარებას გვიქმნიან გუნდს".

ხვიჩა კვარაცხელია

"მოხარული ვარ, რომ შევძელი და ჩემს ნაკრებს დავეხმარე, საგოლე გადაცემით თუ გოლით, მნიშვნელობა არ აქვს ამას. მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ. მათთან ძალიან დიდი რაღაც გვაქვს დარჩენილი, რაც უნდა მოვიპოვოთ და უკან დავიბრუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად მოვხვდეთ".

ნიკა კვეკვესკირი

"მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება იყო, თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ისტორიაც გვაქვს ბულგარეთის ნაკრებთან საერთოდ და მით უმეტეს, გასვლით თამაშებში. ეს დღევანდელი ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო, იმიტომ, რომ ყველას კარგად მოგვეხსენება ბოლო 3 თამაშის რეზულტატი, როგორც დავამთავრეთ ბულგარეთში და მართლა დამატებითი იყო ეს ყველაფერი. რაც შეეხება ნაკრების ბოლო თამაშებს, ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო შტაბმა მიაგნო ოპტიმალურ ტაქტიკას გუნდისთვის, რომელიც ყველაზე კარგად შეესადაგება ჩვენს გუნდს, ჩვენს სათამაშო სტილს, ფეხბურთელების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პლუს ამას ემატება ის, რომ მართლაც ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, იგივე სასტარტო და სათადარიგო შემადგენლობაში. ეს ყველაფერი, დამატებით ის უდიდესი მოტივაცია, რაც ამ ბიჭებს გააჩნიათ და სათამაშო დისციპლინამ საბოლოოდ გამოიღო ასეთი შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ დამთავრებულა და საქმე კიდევ გასაკეთებელია".

ვაკო ყაზაიშვილი

"დავრწმუნდით, რომ ყველასთან თამაში შეიძლება. ჩემს გოლს რაც შეეხება, ძალიან გახარებული ვარ. მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვიგეთ და უარყოფითი ისტორია გამოვასწორეთ. გახარებულები ვართ, პირველივე წუთებიდან მონდომებულები გამოვედით. დავიმსახურეთ გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო".

ბუდუ ზივზივაძე

"პირველ რიგში, მთლიანად საქართველოს მივულოცავ ამ გამარჯვებას. ასევე მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ. რაც შეეხება თამაშს და გამარჯვებას უშუალო კონკურენტთან, სასიხარულოა და ყველანი ბედნიერები ვართ. პირადად მე ჩემი თანაგუნდელებით და გუნდით ვამაყობ, იმიტომ, რომ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ძალიან ორგანიზებულები ვიყავით. გავიმარჯვეთ დიდი ანგარიშით და ვფიქრობ, ამ შედეგს დამსახურებულად მივაღწიეთ. რაც შეეხება ჩემს პირველ ოფიციალურ გოლს, ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე. წინ რთული თამაშები გვაქვს. ძალების აღდგენა სწრაფად უნდა მოვახერხოთ, რათა შემდეგი თამაშებისთვის მოვემზადოთ".

ზურიკო დავითაშვილი

"პირველ რიგში, ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს მივულოცავ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ რაც უნდა იყოს, ანგარიშიდან გამომდინარე მაინც რთული იყო. თავიდან სწრაფი გოლი გავიტანეთ. სასიხარულოა, როდესაც გოლს იტან, მაგრამ პირველი, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესებია. რაც შეეხება ასეთ ანგარიშს, ძალიან სასიამოვნოა, როცა დიდი ანგარიშით იგებ. შეგვეძლო კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება და არ გაგვეშვა ის დასანანი 2 გოლი, მაგრამ მთავარი მიზანი დღეს აქ გამარჯვება იყო და გავიმარჯვეთ. ბულგარეთთან რევანში გვქონდა ასაღები, ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 დავმარცხდით. კარგია, რომ მოვიგეთ. შემდეგ თამაშში ვეცდებით, რომ იგივენაირად და ამაზე მეტად ვითამაშოთ. ყველამ ვიცით, ჩვენთვის მაკედონია რა მეტოქეა და რას წარმოადგენს".

შეგახსენებთ, ერთა ლიგის 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მეორეადგილოსან ჩრდ. მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთი 1 ქულით მესამე ადგილს იკავებს, გიბრალტარი კი 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

წყარო: Nakrebi

გიზოგ
ეს არ იქნება უბრალოდ 3 ქულა, ეს იქნება 100%-იანი შანსი გავიდეთ პლეიოფში და კვლავ ვიბრძოლოთ ევრო ტურნირზე გასასვლელად. საერთოდ ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ მომავალს, ეს მეტ ენერგიას მოგვცემს გამარჯვებისთვის და არა მარტო ფეხბურთში.
beqa
მაკედონიას ხვიჩა რევანშს ვერ ავუღებთ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს.იქიდან გამომდინარე,რომ ქართული და მაკედონიური ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და ისტორიული ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო მნიშვნელობის მათი გამარჯვებით დამთავრდა. მოგების შემტხვევაში ეს იქნება უბრალოდ სამი ქულა.
roma bejanidze
მილიონი პროცენტით გეთანხმები ძმობილო. 3 მილიონიან ქვეყანაში 4 მილიონი ადამიანი ბოღმით იხრჩობა. ცოტა მეტი ენთუზიაზმი, ცოტა ერთმანეთის დახმარება (ლანძღვის და ბოღმის გარეშე). ოდნავი სიყვარული, ადამიანური თანაგრძნობა და ოდნავი პატრიოტიზმი. (ფსევდოპატრიოტებო გადაშენდით). ხომ შეიძლება ჩვენც ვიყოთ ამაყი და თავმდაბალი ერი? ღმერთო დაიფარე საქართველო. ღმერთი ჩვენსკენ. ხვიჩა გენაცვალე. მადლობა რომ გაალამაზე ქართული ფეხბურთი და ახალ საფეხურზე აიყვანე ქართული ფეხბურთი.
X
არანაირი "გასეირნება" მაკედონიასთან!!! უკომპრომისო ბრძოლისთვის მოემზადეთ კილერები უნდა გახვიდეთ მოედანზე. მანდ უკვე აბურჯანიები და ესეთი ტურისტები არა სერიოზული ხალხია საჭირო
GEGE
ეს შესარჩევი ევროპისსაა თუ მსოპლიოსი მითხარით რაა?
Skeleton
ყველა ქართული ტელევიზია პროტესტის ნიშნად გადალაიქებული მაქვს გარკვეული მიზეზების გამო. დღეს შევიხედე და ჩავსქროლე. ნაკრების მოგებაზე ედოთ ერთი პოსტი და ჰქონდა ორი კომენტარი. იქვე ედოთ ორი პოლიტიკოსი რომ ერთმანეთს სცემს და ჰქონდა ასობით კომენტარი. სამაგიეროდ ომი რომ დაიწყო და ხვიჩას ცოტა დააგვიანდა რუსეთიდან წამოსვლა, ყოველ დღე დებდნენ "ნიუსებს" , ბავშვები იხოცება და ჩვენი ფეხბურთელი ჯერ კიდე რუსეთშიაო. მაიეყენებდნენ და აგინებინებდნენ ბრბოს. იმის მაგივრად, რომ რთულ დროს ახალგაზრდა ტალანტისთვის მხარი დაეჭირათ. ყველაფერი რომ ბინძურ რეიტნგზე გათვლილი აქვთ. ევროპაში ვიცხოვრე და არსად მინახავს, ავარიის დროს ჟურნალისტი მივარდნილიყოს, მიცვალებულისთვის ფოტოები გადაეღოს და ეთერში გაეშვას, ან მშობლისთვის, რომელმაც ეს ესაა შვილის დაღუპვის შესახებ გაიგო კამერა მიეშვიროს და ბევრი რეაქციის დაგროვების მიზნით სოც. ქსელში დაედოს. წარმოუდგენელია უბრალოდ ეგ. მართლა არვიცი როდის გვეშველება. ჩვენს ხალხს ძალიან უყვარს სეირი და თვითგვემა. ესენიც ზუსტად იმას აძლევენ რასაც მასა ითხოვს. დარწმუნებული ვარ, ნაკრები თუ წააგებს ასობით კომენტარი დაიწერება, თან ერთმანეთს შეეჯიბრებიან, ვინ უფრო ენაკვიმატურად დაამცირებს საკუთარ ნაკრებს. ასეთი პატარა ეგოს მქონე და ამდენი კომპლექსით გაძეძგილი ხალხი სხვაგან თუა კიდე არვიცი...
Thomas
პირველი და მეორე გოლი ხომ უშუალოდ მისი ასისტით გავიდა ბულგარეთთან მაგრამ მესამე გოლს ვინც კარგად დააკვირდა, როგორ არ მიიღო შეგნებულად კვარამ ბურთი და როგორ გაიყოლა ორი ბულგარელი, სივრცე გაუნთავისუფლა აზაროვს და რა ლამაზი კომბინაციური გოლი გამოვიდა ამით. მისი დამსახურებაა ეგ მესამე გოლიც. ნუ მეოთხე გოლი მთლიანად მან გამოიმუშავა და ეგ არაფერი მაგრამ ვინც წერდა კვარას გარეშეც მაგრები ვართო იმათ გასაგონად მინდოდა მეთქვა უბრალოდ. პირველი გოლი იმდენად ლამაზი იყო აღარც მახსოვს მერამდენედ ვუყურებ. ისეთი ლამაზი ასისტი გაუკეთა ზურიკოს და იმანაც რა მაგრად შეასრულა. აი ბავშვობიდან ვოცნებობდი რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ლამაზი თამაში აღმენიშნა და აქამდე ამის შესაძლებლობა არ მქონდა, სანამ კვარა არ გამოჩნდა. დღეს გავიდა ზუსტად სამი წელი, რაც პირველად გამოიძახეს ნაკრებში. მემორიმ ამომიგდო და კომენტარებს გადავხედე, ხალხი როგორ სკეპტიკურად იყო განწყობილი. რა უნდა ქნას განსაკუთრებული ამ ბავშვმაო. ქართველებს უკვე შექმნილი პროდუქტი უყვართ, სანამ გაიზრდება მანამდე არც მხარს უჭერენ და ცუდი კომენტარეითაც ავსებენ :))
ლაშა
მადლობა ბრძოლისთვის მადლობა მონდომებისთვის მადლობა შედეგისთვის მადლობა იმედის დაბრუნებითვის უფალი გფარავდეთ ჩვენ ყველას გვჯერა თქვენი

მთელი გულით გისურვებთ მაგ თამაშის მოგებას. მეც მაქვს ანგარიში გასასწორებელი ჩემს მაკედონელ მეგობრებთან. წინასწარ ნუ ილაპაკებთ გთხოვთ! კვარა რა ემოციური ხარ!
გოჩა
ბიჭებო, ჯიგრები ხართ მაგრამ სალაჰივით ნუ დაიწყებთ ეხლა. მერე ილაპარაკეთ.
G.LA
მადლობა ბიჭებო. ჩვენ გვჯერა თქვენი და გვეიმედებით. ჩვენ მაკედონიაზე კარგი გუნდი ვართ და აუვცილებლად მოვიგებთ. წარამტება საქართველოს!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა