საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების წინ "სპორტმედიასთან" კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა მილან რისტოვსკიმ გააკეთა.

"ჩვენი ახალი გმირი მილან რისტოვსკია, რომელმაც რაზგრადში ბულგარელებთან ქულა მოგვიპოვა. ის ახლა ამბობს, რომ ბულგარეთთან ფრე და გიბრალტართან მოგება ტრიუმფით უნდა დაგვირგვინდეს, ამჯერად არასასიამოვნო მეტოქესთან:

"გიბრალტარი ორი გოლით დავამარცხეთ, მომენტები კიდევ გვქონდა, მეტი გოლის გატანა გვმართებდა და ვფიქრობ, ჩვენს შესაძლებლობებს საქართველოსთან მატჩში ვაჩვენებთ. ქართველებთან ადვილ თამაშს არ ველი, პირიქით, რთული იქნება, რადგან ორივე შეხვედრა მოიგეს, რაც რა თქმა უნდა, მათ მოტივაციაზე აისახება. აქ, სკოპიეში, ქულების მოპოვების სურვილით ჩამოვლენ, რათა ლიდერობა შეინარჩუნონ და ეს ბუნებრივია.

თუმცა, ჩვენ ჩვენი თავისა უნდა გვჯეროდეს, უდავო კლასისა და მწვრთნელისა. პირველ რიგში, სურვილი და სიმამაცე უნდა გამოვავლინოთ. ჩვენ ვიცით, რაც გველის, უკვე მოკლედ განვიხილეთ მეტოქის თამაში, ვიცით მათი უპირატესობა, აგრეთვე - სუსტი მხარე. მატჩამდე დარჩენილი დრო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თამაშს უნდა დავუთმოთ, დავიჯეროთ წარმატების, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოვა, თუ მატჩს სწორად ჩავატარებთ".

გამწარებულზე ძალიან ბევრ უაზრო გადაწვეტილებას იღებ, როცა ცივ გონებას მიახმარ მაშინ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მიიღებ. ტონი კროოსი რომ ავიღოთ. არასოდეს ნერვიულობს და სულ ჭკვიანურად თამაშობს. გამწარებას ჭკუა არ ჯობია? მითუმეტეს ფეხბურთი მარტო გამწარებულების და უჭკუოების სპორტი არ არის. ჭკუა გვჭირდება და ჭკუას კიდე ცივი გონება.
1.
ჩრდილო მაკედონიელები გენეტიკურად რუსები არიან.
1
ცივი გონებით ვერ იბრძოლებ თუ არ გამწარდი ვერ იომებ
Winter
ამ კომენტარს ვიმახსოვრებ! გავგიჟდებით სიხარულით ეგ რო ახდეს :დ
თ.ქ
ხოდა ზუსტადაც ყველაზე რთულ პირობებში უნდა დაამტკიცო რომ მაშინა ხარ ძლიერი! წარმატებები ბიჭებო ღმერთი თქვენსკენ.

მოკლედ ყველგან წერია რომ ხვალ თამაშია და მგონი უთოც რომ ჩართო იქაც უჩვენებს ვის ვეთამაშებით და რა დროს. და მაინც 70% კომენტარების მოდის, თამაში როდის არისო? ხომ შეიძლება წაიკითხონ და მუდმივად არ იკითხონ ერთი და იგივე. ფეისბუქზე რომ შეხვალ და საფეხბურთო პოსტს 100 კომენტარი აქვს, გეგონება ვინმე რაიმეს განიხილავს, ამ დროს ასიდან ოთხმოცი კაცი კითხულობს თამაში როდის არის? ვის ვეთამაშებით? სათაურშივე წერია და მაინც კითხულობენ კარგით რააა!!!!

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ,ჯგუფს დავასრულებთ 16 ქულით,პირველ ადგილზე,მხოლოდ შინ,ბულგარეთთან დავკარგავთ ქულებს.

ჩვენს ბიჭებზე მეტად არავის უნდა ახლა ყველა თამაში მოიგოს და მაკედონიასთან რევანში აიღოს. მაგრამ ემოციებით არ უნდა ითამაშონ. რაც შეიძლება ცივი გონებით და ბოლომდე ბრძოლით! აბა თქვენ იცით!
ადეკვატური გულშემატკივარი
ამ თამაშების მოლოდინში წესიერად ვერაფერს ვუდებ გულს და ვერ ვაკეთებ. ნაკრების თამაშებზე ასე არასდროს მინერვიულია. :დ ბოლო ნერვიულობა მახსოვს 2010 წელს, როცა ესპანეთს ვგულშემატკივრობდი და ირგვლივ ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო. ისე აგვიხდეს ყველაფერი ჩვენს ნაკრებზე როგორც ესპანეთს აუხდა 2010 ში :დ მაკედონიასთან რთულ თამაშს ველოდები. სიმართლე გითხრათ ბულგარეთთან ასეთ თამაშს ნაღდად არ ველოდი. ისეთი ლამაზი გოლები გავიტანეთ ორი დღეა მაგას ვუყურებ:დ გახსოვთ როგორ უსახურ ფეხბურთს თამაშობდნენ ადრე, თითქოს ერთი სული ჰქონდათ დამთავრებულიყო თამაში და მაყურებელიც აქედან ლანძღვა-გინებისთვის ემზადებოდა. მახსოვს ზოგს სიამოვნებდა კიდეც წაგება რომ მერე ეგინებინა ბიჭებისთვის. იმედია ეგ დრო დამთავრდება. ჩვენც ვისწავლით ჩვენი სპორტსმენების დაფასებას და ისინიც ჩვენი გულშემატკივრობის. წარმატებები ურთულეს თამაშზე! ორი გასვლის მოგება მართლა არაა მარტივი!
გუსანი
უხეში თამაშის მოლოდინი დიდია, კვარაცხელიას ამოკეტვას ეცდებიან და ამით კი ჩნდება სხვა დერეფნები, მთვარია ვინ შესწევს უნარი ამით ისარგებლოს? მიქაუტაძეს, ლობჟანიძეს თუ ზივზივაზეს?გოლიადორის უნარების გააზრებით, სამწუხაროა რომ წლებია ნაკრებში არ გვყავს კარში ცოტა შორიდან დამრტყმელი,კალათბურთში კი 3 იანების სტაბილური ჩამგდები, ნუ მაქფადენის გარდა....ეს თამაში ღირსების საკითხია, გამარჯვება ბიჭებო!
გიზოგ
მე კიდევ მახსოვს, დიდი ახალკაცის დროს, დინამო თამაშს რომ დაამთავრბდა, იმდენად ძლიერ იყვნენ მომზადებული, მე-3 ტაიმსაც სიამოვნებით ითამაშებდნენ და სწორედ ამ მაღალი ფიკური მომზადებით მიღწიეს ევროპულ შედეგებს, თორემ ტექნიკა დინამოს ყველა თაობას ქონდა. აქვე აღვნიშნავ რომ სწორად განაწილებულმა ძალებმა ჩვეს ნაკრებს ფიზიკის პრობლემა არ უნდა შეუქმნას.
Herbst
არავინ იცის რა მოხდება და წინასწარ ლაპარაკი რა სისულელეა. არმომეწონა ხვიჩამაც რომ დაიწყო რევანშს ავიღებთო და ეგეთები, ეგრე არ უნდა ილაპარაკო. წაიღებდნენ მაგ ინტერვიუს მაკედონელებიც და მეშინია უხეში თამაში არ დაუწყონ განზრახ. ბულგარეთთან და გიბრალტართან არ ყოფილა უხეში თამაში და იფრინა კვარამ. ერთხელ წააქციეს და ისიც პენალი იყო. გვახსოვს რუბინში ზოგჯერ რასაც უშვებოდნენ და რომ ვეღარ თამაშობდა მერე როგორც ჩვევია. თვითონაც აქვს ნათქვამი, რომ უხეში თამაში ეზიზღება. მაკედონია ნამდვილად არის უხეში ნაკრები.
foodboll
გადაუარეთ....
GEO777
ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ მათ იციან რამხელა დატვირთვა აქვს ამ თამაშს.რევანშია ფაქტობრივად განვლილი ფინალის წაგებისა ერთა ლიგაზე...კვარას მუდამ ეუხეშებიან ეს 100 პროცენტით ვიცი და ეს კოზირად უნდა აქციოს რადგან შეიძლება საჯარიმოში ბევრი სიურპრიზი მოუწყოს!!!
ნუკრი
გიორგის-შტანგის დამტვრევას გოლებით ბადის თავზე დახევა ჯობია დაასეც იქნება.როცა კვარაზე ორი-სამი ბულგარელი გადადიოდა,მაშინ აზაროვი ან აბურჯანია იხსნებოდა და ცენტრში დიდი თავისუფალი სივრცეები რჩებოდა და ეს ბოლომდე უნდა გამოიყენონ ბიჭებმა.კიდე ბევრი კოზირი აქვთ შეტევაში და ეს მოგების დიდ შანსს გვაძლევს,რომელსაც წარმატებით გამოვიყენებთ,თუ დაცვაში მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ.ამ თამაშშიც და მერეც მრავალი წარმატება და გამარჯვება მოგველოცოს თქვენთვის ბიჭებო.გ ო ო ლ !!!
ნუგზარი
მოსაგებად ჩავდივართ ბაზარი არაა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ამ გუნდმა, ორი თვის წინ, ევროპის მოქმედ ჩემპიონს თავისივე მოედანზე, იტალიაში, ძალიან პრინციპული შეხვედრა მოუგო. მე ვფიქრობ, მძიმე თამაში იქნება, მაგრამ მოვიგებთ. ისეთ ხოდზეა გუნდი, ამათი გაჩერება ძნელია და სანიოლიც მაგარ ფორმაშია ჩვენი ჯიგარსონი ძმა!!!!!
დიმა
კვეკვესკირი კიტეიშვილი დააყენოს სანიოლმა ცენტრში და ამათი დედისწიოკი ნახეთ მერე.
ჯუმბერ ქირია
უკვე გეტყობათ, რომ წაგებულნი ხართ! ეს არ არის გამარჯვებაში დარწმუნებულის პოზიცია, პირიქით. თქვენ უკვე შეგუებულხართ დამარცხებას. ეს ფაქტია. ოღონდ, ამან ყურადღება არ უნდა მოუსუსტოს ჩვენს გუნდს. ბრძოლა უშაღავათო იქნება და ჩვენი ნაკრები ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს!
T.q
ბიჭებო აი მათ დ....ის ტ.....ას თუ არ დადეებთ შედეგად თქვენ კაცები არ იყოთ ოღონდ ესენი გულის პირზე აცურავეთ და მერე ხმის ამომღების რა! უდავო კლასიო რა თქვა ამათ ინტერვიუებს როცა ვკითხულობ აი ძაან მაგრად ვამსგავსებ რუსულ შოვინიზმს და ამპარტავნებას ამათში რა და ამოტენეთ ბოლომდე ყველაფერი ერთად გაუხსენეთ. თან უხეშ თამაშს თამაშობენ და ხვიჩამ აზარამ დავითაშვილმა და სატრანსფერო ბიჭებმა მაინც რამენაირად იფრთხილეთ ბოღმის გამო რამე არ დაგიშავოთ. ხო მართლა უზრდელები ნუ იქნებით სტუმრად მიდიხართ და მაწონი წაუღეთ საჩუქრად მასპინძლებს.
რა მაფიაა?
სრულად გეთანხმები და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სანიოლმაც იცის ეს ყველაფერი და ავარჯიშებს გუნდს ამ მიმართულებით, ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, იქნებ ესეც გამოსწორდეს... შესაძლოა ასევე ლუზერობის განცდა ქონდათ მეტნაკლებად ბიჭებს და ფსიქოლოგიურადაც მოიხოდნენ, ასე კი ნამდვილად არ გვყავს ცუდი გუნდი... მოუთმენლად ველოდები ხუთშაბათს
Butxa
შეშინებული კაცის საუბარია.
კაპიტან გარდენბურგი
აქ ბევრი რამე წერია, მაგრამ არ წერია მთავარი. ჩემი აზრით ეგენი შეეცდებიან მოედნის ცენტრის სრულ წართმევას და ბურთის კონტროლს ცენტრში. ამ შემთხვევაში დაგვიტოვებენ ფლანგებს და კვარას ეყოლება სამი კაცი ფეხზე და აქეთ ფლანგზეც შეტევების შეცერება გაუადვილდებათ. ამიტომ მთავარია მაკედონიასთან მოედნის ცენტრი არ წავაგოთ ასე მგონია. მაგათ უნდა თამაშის ჩაკვლა. რომ დაბალ ტემპში და უაზრო უხეშობებში მერე უცებ რაღაც მომენტში, დათქმულ დროებში შემოგვიტიონ, როცა ნახავენ რომ ამოვწურავთ ტექნიკურ არსენალს და თავდაჯარება შეგვიმცირდება მაღალი ჩაწოდებებით ფონის ვერ გასვლის გამო. თუმცა დარმუნწებული ვარ სანიოლი ნახავს თამაშებს და ამჯერად მართლა აღარ ვნერვიულობ, ფეხებს მოგვჭამენ. თავზე უნდა დავახიოთ ბურთი. ოღონდ ასევე კონცენტრირებულად, როგორც ბულგარეთთან, ყურადღებით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, როგორც დაიწყეს ამ ბოლო მატჩში. წარმატებები. პ.ს. სულ ბოლოს კი იმ მეგრელ ბიჭის მინდა ვუთხრა ადრე რომ შეიგინა აქ, მეგრულს რატომ უკეთებთ დისლაიქებსო, მეგრულს არავინ არ ერჩის, პირიქით, მარა დედის გინება საკუთარი მოსახლეობისადმი, რომელსაც არ სიამოვნებს რომ წერია რაღაც რასაც ვერ კითხულობს, არის მარაზმი და საიტის ადმინისტრაციასაც მინდა მოვუწოდო, რომ ასეთი კომენტარები არ გაუშვან. თორემ ეგ გინებები უკან მოგიბრუნდებათ მერე ხალხისგან. რას ქვია ვიღაც ვიღაცეებს აგინებს და უშვებთ აქ. გამოფხიზლდით! საქართველოს ნაკრებს კი დიდი წარმატებები, მიდით მეგობრებო, წინ!
ვანჩოპე
ჩვენებმა უკვე ორი მწვრთნელი შეიწირეს. კოსოვოს და ბულგარეთის. ვფიქრობ ახლა მილევსკის დროა, თუმცა რომც ამოვტენოთ უკვე იციან რომ სერიოზული გუნდი გვყავს და გაგებით მოეკიდებიან განადგურებას
დათკა
ბიჭებო დედები აუფეთქეთ
ბათუმი
... დაიწყებენ უხეშობას და მეორე ტაიმის სტარტზე დარჩებიან 9 კაცის ამარა...
roma bejanidze
მართალია ეს კაცი იცის რომ გვაქვს სისუსტე, იცის როგორ მოგვიგოს. ერთადერთი შანსი რომ მოგვიგოთ უნდა გაგვქურდოთ და 29 ფეხბურთელი მოგვპაროთ. სხვა შანსი არ გაქვთ. თქვენ როგორ გგონიათ არ იციან ჩვენებმა როგორ უნდა დაგამარცხონ 0:3 ან 0:5? ზუსტად მაშინ გაგიტანთ როცა იფიქრებთ რომ მაგრები ხართ და შეგიძლიათ რომ მოგვიგოთ. 29 ფეხბურთელი და 29 კვარაცხელიას მსგავსი ჯვაროსანი გვყავს. მაკედონია გეშინოდეს. ილოცეთ რომ თქვენთვის ანტი რეკორდი არ დამყარდეს.
გიორგი-50
მეგობრებო, ახლა მოდით მიწაზე დავდგეთ და ალალად ვთქვათ, ხომ გვააქვს სუსტი წერტილები? რატომ არ სვამთ ამ შეკითხვაას? რამდენიც გინდათ იმდენია და ეს მაკედონიელებმაც იციან... მაგალითად: 1. თავით სუსტი თამაში. განსაკუთრებით, ჩვენი მცველების(გაიხსენეთ ბულგარელების მიერ გატანილი პირველი გოლი). და არაერთი მომენტი, როცა მეორე სართულებზე უსუსურად გამოვიყურებიიით... გვარებს არ ვასახელებ, გამგები გაიგეებს. 2. მაკედონიამ იციიის, რომ ორივე ტაიმს, უწყვეტად, მაღალ ტემპში საქართველო ვერ თამაშობს. ფიზიკურად ვერ, ეს ისტორიულადაც მასეა, გაიხსენეთ, უფროსი ახალკაცის დროინდელი ,,დინამო''. მაშინაც კი, გვიჭირდა. თუმცა გვყავდნენ: მაჩაიძე, ყიფიანი, დარასელია... რომელთაც შეეძლოთ 1-2 წუთი ბურთი ,,ეთრიათ'', რათა გუნდს ამოექაქანა...თან მაშინ მეკარისათვის უკან ბურთის დაბრუნება და ხელში აღება შეიძლებოდა...რაც ჩვენს წისქვილზე ასხავდა წყალს...შემდეგ მოკლედ, მაკედონია ეცდება, თავიდანვე არ ამოგვასუნთქოს ჩვენს მოედანზევე.... მუდმივი პრესინგიიი...ესა მათი სტრატეგია და ტაქტიკა.. და ამ დროს სწრაფი კონტრი იქნება ერთადერთი გადარჩენა... 3. ეცდებიან კვარას ნებისმიერი გზით(თუნდაც უხეშობით) გამოთიშვას, რადგან იციან მისი ფასი(ჩვენზე არანაკლებად). 4. და კიდევ არის სისუსტები, თუმცა არ მინდა ახლა გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი გავანაწყენო... ნეტა ვცდებოდე... წარმატებები ბიჭებს და საქართველოს... გავიგე, ამათ მწვრთნელსაც ლამაზი ქალიშვილი ყოლია და თურმე ტირილიც უხდებაოოო....
შოთა
აუ როგორ მინდა ამოვტენოთ ესენიიი!!! მჯერა ასეც იქნება! 0-4 საქართველოო
რაბუ
კარგად ნათქვამია გეთანხმები
nika
უკვე ეტყობათ რა მანდრაჟშიც არიან 4-0 და 2-5 მოქმედებს.
Grisha
ჩვენი სუსტი წერტილი პანდევი იყო, რომელიც თქვენ აღარ გყავთ, თქვენი სუსტი წერტილი კვარაცხელია კი ჩვენ არ გვყავდა მაშინ და აწი მოემზადეთ უარესისთვის :))) გაგანადგურებთ :))
გიორგი
ესენიც ამოტენეთ ბიჭებო !!!! შტანგა უნდა გადავამტვრიოთ თავზე )))
ლაშა
ხვიჩას დაუწყებენ უხეშ თამაშს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
"იმედი გვაქვს, ქართველები ქულებს დაკარგავენ" - მაკედონიელები თბილისში მოსაგებად მოდიან
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა