15-17 ივლისს ბათუმი საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც სამივე ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება
15-17 ივლისს ბათუმი საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც სამივე ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება - ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში როგორც ვაჟებში, ასევე - ქალებში.

ჭიდაობის ეს სახეობა შედარებით ახალია და ცხოვრებაში უფრო გასართობ საშუალებად შემოდის, რადგან არც ისე მკაცრადაა რეგლამენტირებული და მონაწილეობა ყველას შეუძლია. ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ის მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას მსოფლიოს პირველობის ჩატარებისკენ უბიძგა და ნელ-ნელა ისიც მწყობრ სახეს იღებს.

ჩემპიონატის სამასპინძლოდ ბათუმი უკვე მზადაა - არენაც და სასტუმროებიც სტუმართა მისაღებად. სადღეისო მონაცემებით, ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე ათმა ქვეყანამ დაადასტურა. მათ შორის, შვედეთმა, ნორვეგიამ, საფრანგეთმა, თურქეთმა, ირანმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ხოლო ბოლო წლებში ბათუმ-საქართველოს შემოჩვეული ყაზახები უკვე იქ არიან და ადგილზე გადიან შეკრებას. მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობა ბაქოშია, სადაც ხვალიდან `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალური ტურნირი იწყება. იქ საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც მოასწრეს საქმიანი შეხვედრა და FILA-ს პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის დარწმუნებით უთქვამს, რომ ბათუმში 25-მდე ნაკრები ჩამოვაო. მაგალითად, თავისი სამშობლოს - შვეიცარიის გუნდის წამოყვანა მას პირადად უვალდებულია.

ბათუმშია და შეკრებას გადის საქართველოს ნაკრებიც ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით. ჩემპიონატში ჩვენი გუნდი დაახლოებით 35 კაცით იასპარეზებს - ყველა ასაკში, თუმცა ჯერჯერობით მწვრთნელის ხელში 150-მდე ფალავანია, რადგან უმეტესობა ბაქოშია წასული საჭიდაოდ. ისინი ნაკრებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეუერთდებიან. მწვრთნელები კვოტებს ძირითადად სრულად გამოიყენებენ, ანუ წონაში 3-3 მოჭიდავით წარსდგებიან. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ ნაკრებში, სადაც შემადგენლობა ლამის ბოლომდეა გარკვეული, გელა საღირაშვილი, მარად ზოიძე, რამინ ფევაძე (სამივე - 80), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი, ირაკლი მარსაგიშვილი (90), ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე, გიორგი ნიკურაძე (+90) ნამდვილად იასპარეზებენ.

ჯერჯერობით გასარკვევი მხოლოდ 70 კილოგრამის საკითხია, სადაც 3 ვაკანსიაზე პრეტენზიას 6 კანდიდატი აცხადებს: კობა კაკალაძე, გიორგი ლობჟანიძე, მამუკა ხოზრევანიძე, არჩილ თურმანიძე, პაატა ნოზაძე და მარადი სურმანიძე. მათ შორის საუკეთესოები 11 ივლისს საკონტროლო შეხვედრების შემდეგ გადაწყდება. უფროსებში მედლები აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც გათამაშდება, მაგრამ მისი მონაწილენი უშუალოდ შეჯიბრების დაწყების წინ გუნდის წევრთაგან შეირჩევიან, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.

ქალთა ტურნირში შორენა შარაძე, დარინა აბულაძე, დარინა ცინცქილაძე (სამივე - 60), მალვინა ლორთქიფანიძე (70), ირინა ლეონიძე და ლია გვიანიძე (+70) იჭიდავებენ. 20-წლამდელ გოგონათა შორის ცირა აბულაძე (50), სოფიო ბერიძე და ნათია დიასამიძე (ორივე - 60) გამოვლენ, 17-წლამდელებში - გურანდა შოთაძე (50), თუმცა თუ რომელიმე წონაში მონაწილენი არ მოგროვდებიან, მაშინ იქ შეჯიბრება საერთოდ ჩაიშლება და ჩვენებიც პლაჟზე მხოლოდ გასარუჯად გავლენ.

15 ივლისს ჭაბუკები იჭიდავებენ. შეჯიბრება საღამოს, 17 საათზე დაიწყება, ორ საათში კი ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. 16 ივლისი უკვე ახალგაზრდებს დაეთმობათ, 17-ში კი ტურნირს უფროსები დახურავენ. ასპარეზობები სამივე დღეს 17 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა