მექსიკურმა ტელევიზიამ Azteca Deportes, გვიან ღამით, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ადვოკატზე დაყრდნობით, გამოაცხადა, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვის შესახებ.

პრობლემა, სავარაუდოდ, ეკვადორელი ფეხბურთელის პასპორტშია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

ინფორმაცია სამხრეთამერიკულმა მედიამ გაავრცელა და ადვოკატმა ედუარდო კარლეკომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ჩილე ისარგებლებს.

კერძოდ, ჩილელებმა ფიფას წარუდგინეს მტკიცებულება, რომ ბაირონ კასტილომ ეკვადორში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ყალბი პასპორტით ითამაშა.

კარლეზო ამბობს, რომ კასტილომ, ეკვადორის სამოქალაქო ხელისუფლებისა და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, გააყალბა ყველა დოკუმენტი და რომ ის საერთოდ არ არის ეკვადორელი. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი კოლუმბიაშია დაბადებული, მისი თითის ანაბეჭდები საერთოდ არ არის ეკვადორის რეესტრში.

"ბაირონ კასტილოს მშობლები დაიბადნენ ტუმაკოში, კოლუმბია. ბაირონი დაიბადა ტუმაკაში და იქ მოინათლა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მას რაიმე კავშირი აქვს ეკვადორთან და მტკიცებულებები ძალიან ნათელია", - თქვა ჩილეს ფეხბურთის ასოციაციის ადვოკატმა.

Azteca Deportes-ი წერს, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის მუნდიალიდან გარიცხვის შესახებ, ანუ მატჩები, რომლებშიც მან ითამაშა, მეტოქეებთან ანგარიშით 0:3 წაგება ჩაეთვლება.

ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ხდება, თუ ვინ ჩაანაცვლებს ეკვადორის ნაკრებს. დიდი ალბათობით, ეს ჩილეს ნაკრები იქნება. იტალიის ნაკრების გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ შანსი "სკუადრა აძურასაც" მიეცემოდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორს ისევ სამხრეთამერიკული ნაკრები ჩაანაცვლებს.

ერიჰააა
მიანიჭეს საკუთარი მოქალაქეობა და ათამაშეს რა პირველი შემთხვევაა თუ დხვაგან არ ხდება მსგავსი რამ, რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადა და რა თითის ანაბეჭდები აქვს :), უბერავენ ამ ფიფაში ;)
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
რა მნიშვნელობა აქვს თუ სად დაიბადა? ეკვადორელი ვარო ამბობს კაცი, თან იმათ ნაკრებში ითამაშა მერე რა, რომ იქ არ დაბადებულა? ვერ ვხვდები, თურქი უზულთი ამასწინათ ბათუმში რომ დაიჭირეს, საქართველოს მოქალაქე ყოფილა, მაგრამ დაბადებით პორტოკარებინას სახელით მცურავ საკრუიზერო გემზეა დაბადებული, რა ვქნათ ახლა დელფინად ჩავთვალოთ, სელაპად, თუ რადგან გაჯგიმული სიარულის პინგვინად მოვნათლოთ?
მ.მ
ქართველები ტენიან ამ იტალიას და ვერ შეტენეს…
გუგა
არადა ასეთი კარგი ნაკრები ეკვადორს კარგი ხანია არ ჰყავდა, საკმაოდ კარგად თამაშობდა.
gg
ხოდა უყურეთ ეკვადორს, ისლანდიას, ყატარს, ავსრალიას.... და ისიამოვნეთ .....
კახა ქ.
სად ეკვადორი და სად იტალია
zura222
ისე რაღა ბაირონი დაირქვა მაგ დურაქმა ? ყურადღება მიიქცია მაგ სახელით P რომ აერჩია სახელი პერდო ან ხუანი ხომ ჩაივლიდა წყნარად ყველაფერი P ისე სახით არაფერი უგავს ბაირონის და კი გავს ეკვადორელს PP
zura222
არანაირად არ მოხსნიან ეკვადორს ! იმიტომ რომ იციან რა ქვეყანაა ეკვადორი (კოლუმბია ვენესუელა ნიკარაგუა და ეგეთები) ეგრევე მოხდება შავი(მწვანე ყვიათელი წითელი)პოლკოვნიკების ბუნტი და მთელი ეკვადორი დაერევა იმათ ვინც ის პასპორტი გააყალბა და მოხდება არეულობები და მკვლელობები ! ალბათ დააჯარიმებენ ეკვადორს და მთავარ დამნაშავეს დაიჭერენ და ამოიწურება საკითხი
ფეხბურთელს
ინგლისის გულშემატკივარო გამოდი, გიცანით)))
დინამოელი
ნერვებს ნუ იშლით მეგობრებო. იქ, იმ ორგანიზაციაში ისეთი მზეების ხროვაა არ გაგვიკვირდეს ბოლოს რუსეთი რომ დაუშვან მსოფლიოზე.
gio
სამართლიანი იქნება , რომ საქართველომ ჩაანაცვლოს
ფეხბურთელი
როგორ უნდათ რო იტალია რამენაირად შეკვეხონ მსოფლიოზე ამათი დედა მო.... ჯერ ირანს მოუგონეს რაღაც ეხლა ეკვადორს. იტალია არანაირად არ იმსახურებს ამ მსოფლიოზე თამაშს ღლე გუნდია...
დათო
თუ ჩანაცვლებაზე მიდგა საქმე, სამართლიანი იქნება, ისევ სამხრეთ ამერიკულმა გუნდმა ჩაანაცვლოს. იტალია ან ეგვიპტე რა შუაშია?!
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე