თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები ავტოავარიაში მოჰყვა. ბულგარული მედიის ცნობით, მათი ეროვნული გუნდი აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად ორი ავტობუსით მიდიოდა, ერთ-ერთის მძღოლმა გვირაბში მკვეთრად დაამუხრუჭა და შეჯახება მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი დაშავდა. მას მინის ნამსხვრევები სახესა და ხელზე მოხვდა და დაუსისხლიანდა. ის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად და გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს და მასთან ერთად გუნდის ექიმი იმყოფება.

ნედელევის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო გუნდის სხვა წევრები და პერსონალი არ დაზიანებულა.

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ კასაბოვმა ინციდენტის შესახებ საქართველოში ბულგარეთის საელჩო ჩააყენა საქმის კურსში, პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო.

"ბულგარეთის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩასვლის შემდეგ მძიმე ავარიაში მოხვდა. გზად სასტუმროსაკენ ორი ავტობუსიდან პირველის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა, რამაც სერიოზული ავარია გამოიწვია. შეჯახების შემდეგ ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საფუძვლიანი გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა დანარჩენი წევრი და პერსონალი კარგადაა", - ნათქვამია ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

tngh
სამწუხაროდ, ისტორიას არა ერთი კატასტროფა ახსოვს, როდესაც მთელი გუნდი დაიღუპა. კარგია, რომ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ყველა ფეხბურთელს!!!
tngh
სამწუხაროდ, ისტორიას არა ერთი კატასტროფა ახსოვს, როდესაც მთელი გუნდი დაიღუპა. კარგია, რომ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ყველა ფეხბურთელს!!!
odala
ეგ რად გინდა? ავტობუსის სურათს შეხედე და მიხვდები რა სიმძიმის ავარია იყო. ასე მარტივად არ იშლება მანქანა.
შევჩენკო
ბევრი იფიქრა რუსულმა კგბ-მ და გადაწყვიტა ქართული აღმაფრენა უბედური შემთხვევით შეეჩერებინა - რომ დაღუპულიყო ვინმე თამაში არ შედგებოდა!
სიმართლის მოყვარული
ჩემო ძვირფასებო! თავს ვალდებულად ვრაცხ ჩემი კომენტარის მეორე ზინადადებაზე ბოდიში მოვიხადო. როდესაც კაცს 2 საათიანი ოპერაცია ჭირდება და დაზიანებული აქვს თავის ქალა - ეს ნამდვილად არ არის იოლი შემთხვევა. კარგია, რომ ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა. დამაფიქრებელია, რომ სრულად გამოჯანმრთელებას 3 თვე დაჭირდება. ბ-ნ ტედორ ნედელევს სრულფასოვნად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ბულგარეთის ნაკრებს კი ვუსურვებ ამ ინციდენტზე რეაგირება მოეხდნოს შეკვრით და გაძლერებით. თამაშის არგადადებით ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს ვიძენთ ვიყოთ კეთილგანწყობილნი ჩვენი სტუმრების მიმართ.
მართალი
ნაცპრესა რომ ეხლა გახსენდებათ რასაც თქვენ უყურებთ ეგენი სად იყვნენ??))) ასე როგორ გაგბერათ ბოღმით რომ ავარიაზეც მიშა გახსენდებათ
რრრ
ნაცპრესა არ ვიცი სად იქნებოდა, მარა ნახევარი საპატრულო პოლიცია, რომ დახსნილი იქნებოდა, თუ არა დაჭერილი ნაღდია ეს, რომ მიშას დროს მომხდარიყო.
ნაზი ლმობიერი
კიდე ეს უნდოდათ ამ გაჭირვებულებს? რაღაცნაირი თანაგრძნობა გამიჩნდა, გოლის გასატანადაც მეცოდებიან. იმედია ჩვენი ფორვარდებიც იგივეს არ განიცდიან.
ჯუჯი
აბა მიშას,რომ თითი ტკენოდა მთელი ნაცპრესა იქ იქნებოდა.
სოსო
ღმერთს მადლობა,რომ უფრო უარესი არ მოხდა.არა მგონია,რომ ეს,სახუმარო თემა იყოს.ავტობუსის მძღოლად მუშაობის უფლება,მხოლოდ მაღალი კატეგორიის მძღოლებს აქვთ და წესით,უსაფრთხო სიჩქარით მართვის შემთხვევაში,არავითარი ხიფათი არ უნდა შემთხვეოდათ.რა თქმა უნდა იქნება მცდელობა,ეს შემთხვევა ცუდ საგზაო პირობებს გადააბრალოს,გადამყვანმა კომპანიამ.აუცილებელია სრულფასოვანი გამოძიება.შექმნილი მდგომარეობის გამო,ბუგარელები ვერ იქნებიან ვერც კარგად დასვენებულები და ვერც კარგ განწყობაზე,მაგრამ შესაძლოა ამ შემთხვევამ,მათი გუნდი უფრო შეკრას და დამუხტოს კიდეც.ამიტომ ჩვენი ნაკრები,განსაკუთრებით მობილიზებული უნდა გავიდეს,მოედანზე.ბრძოლაში მოსაპოვებელი, ბრძოლით მოიპოვოს,მაგრამ ამავე დროს,ხაზგასმით კეთილგანწყობილი იყოს,სტუმრების მიმართ.იგივეს გთხოვთ გულშემატკივრებსაც.მხურვალედ დავუჭიროთ მხარი ჩვენ ბიჭებს და ამავე დროს სტუმრების მიმართაც გამოვხატოთ თანაგრძნობა და კეთილგანწყობა.ძველი დინამოს მაყურებელი თურმე სწორედ ამითი გამოირჩეოდა სხვა ქალაქებისაგან,რომ მეტოქის კარგ თამაშსაც ტაშით ხვდებოდა.მთლად ამდენი შესაძლოა არა,მაგრამ თბილად დახვედრა,წუხანდელი განსაცდელის გამოვლის შემდეგ,ნამდვილად შეგვიძლია ბულგარელი ფეხბურთელების მიმართ გამოვხატოთ.თუნდაც ჰიმნის შემდეგ ტაშის დაკვრით.ეს მასპინძლის მიერ სტუმრისადმი პატივისცემის გამოხატვის საყოველთაო წესიცაა,რომელიც სამწუხაროდ მივიწყებული გვაქვს.კვლავაც კარგ თამაშს,ლამაზ გამარჯვებას და სიხარულს გისურვებთ თქვენც და საქართველოს ნაკრებსაც.
odala
ყველაფერში რაღაც კონსპირაციას როგორ ეძებთ?? ჰოო, ნაცებმა მოაწყეს და პუტინმა კიდევ. გაიხედე გარეთ და ნახავ როგორ დადიან. ან ყოველ წუთს როგორ არ ხდება ასეთები არ გიკვირს?

წუხელ შუაღამეს მოხდა და ქართულ მედიას ეძინა. ძალიან ცუდი ამბავია. დაგვემთავრებია კარგად და მიგვეყვანა ბოლომდე ყველაფერი, კარგით რა... ჩვენებს რომ ასეთი რამე მოსვლოდა რა ამბავს ავწევდით. ტრიბუნიდან თუ გაამხნევებს მაყურებელი კარგი იქნება.
გიზო
ფუ რა სამარცხვინოა ეს ფედერაცია ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო გადაადგილება,ეს რა არის დასახმარებლადაც დროზე არ მოვიდნენ გამვლელები ეხმარებოდნენ,ყველაფერს კადრულობენ მერია და ფედერაცია ფეხბურთის…ფედერაციის ვაკდდბულება იყო ის ტომ პოლიციის ესკორტით გაეცილებინათ გუნდი..
თემური
როგორ და რატომ მოხდა ეს შემთხვევა,ეს უკვე შესაბამისი სამსახურების გასარკვევია! გაგვიმართლა, უარესი მომხდარიყო შეიძლებოდა! კარგია, რომ სამივე თამაშში სამივეს მაგრა ვაჯობეთ და ხვალინდელ თამაშზე სალაპარაკო არავის არ უნდა ჰქონდეს (ხვალ ხვიჩამ რომ არ ითამაშოს იქნებ კარგიც იყოს!). ფეხბურთში, და არა მარტო ფეხბურთში წინ წავალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სწორ დასკვნებს გავაკეთებთ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! წარმატება ბიჭებს!
სიმართლის მოყვარული
ჩვენ ტრადიციულად პრობლემები გვექმნება სწორედ იქ და მაშინ, როდესაც ეს ნაკლებად მოსალოდნელად გამოიყურება. მადლობა უფალს, შედარებით იოლად ვართ გადარჩენილი. ეხლა გვეძლევა შესაძლებლობა: 1. სწრაფად და ხარისხიანად გამოვიძიოთ მომხდარი და ყველას მივუზღათ რაც დაიმსახურა. ანუ, დავანახოთ ჩვენი სამართალდამცველების პროფესიონალიზმი. 2. გამოვიჩინოთ ელემენტარული ადამიანური ყურადღება სტუმრების მიმართ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებებით: 2.1. მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით დაშავებული მოთამაშის მიმართ და აქ დავანახოთ ჩვენი სამედიცინო პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი. 2.2. ვაგრძნობინოთ სითბო და თავაზიანობა ტრიბუნებიდან. პირველ რიგში, პატივისცემა მათი ჰიმნის აჟღერების დროს და ამით დავანახოთ განსხვავება ჩვენსა და მათ მაყურებელს შორის (გველნაკბენივით მახსოვს მათი სტვენა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ პირველ მატჩზე სოფიაში ჩვენი ჰიმნის დაკვრაზე). იგივე განსხვავება ვაგრძნობინოთ ჩვენთვის ტრადიციულ ტრიბუნების რეაქციაზე არა მარტო ჩვენების, არამედ სტუმრების მიერ შესრულებულ ლამაზ ეპიზოდებზე. დავანახოთ, რომ ჩვენი მაყურებელი კარგად ერკვევა ფეხბურთში. 3. ვისაც ეს ევალება, მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას სტუმრებს მატჩისთვის მზადებისთვის. გაცილებაც ლამაზად ჩატარდეს. ამით აჩვენოს ჩვენი ადმინისტრაციის მაღალი პროფესიონალიზმი. 4. ფეხბურთელებმა ჯიგრულად, მაგრამ სუფთად ითამაშონ და მოედანზე შექმნილ ყველა ეპიზოდში გამოავლინონ მასპინძლისგან ბუნებრივი კეთლიგანწყობა სტუმრების მიმართ. როგორი დიდი ანგარიშიდაც არ ვიგებდეთ, არ დაუშვან მოწინააღმდეგისთვის დამამცირებელი ჟესტები. ამით ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩვენონ თავისი პროფესიონალიზმი და მაღალი ადამიანური დონე. 5. როცა მატჩი დამთავრდება, დარწმუნებული ვარ, ჩვენები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ, ჟურნალიტებმა კორექტული პიბლიკაციები მიუძღვნან ამ შეხვედრას. სათაურებში ნუ გამოიყენებენ არასაკადრის ტერმინებს, როგორიცაა "გაბითურება" და "განადგურება". ამით დავანახოთ ჩვენი მედიის მაღალი დონე. და, სულ ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, ყველაფერი ამისთვის მადლობა შევწიროთ უფალს და გვიყვარდეს ერთმანეთი!
Soso
ეტყობა მეკარემ ამოწია ხელის ტორმუზი არ მინდა დინამოზეო:)), კიდევ კარგი ყველაფერი კარგად დამთავრდა არავის არაფელი დაემართა ის ფეხბურთელიც მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს კარგად არი რამხელა სირცხვილი იქნებოდა ვინმეს რამე რომ მოსვლოდა, აწი კიდევ ერთ საპატრულო ეკიპაჟს დაამატებენ თავში და ბოლოში მოყვებოდათ შუაშიც იქნება ავტობუსებში
G.LA
გამოცდილი რომ ვარ მაგიტომ მივხვდი მძღოლის შეცდომას. მაგ ავარიაზე წერია მკვეთრად დამუხრუჭების შემდეგ მოხდა შეჯახებაო. ამდენ ხალხთან ერთად სამგზავრო ავტობუსი(სტუმრებით) ქალაქში ასე სწრაფად არ უნდა მოძრაობდეს რომ მკვეთრად დამუხრუჭების შემდეგაც შეჯახება მოხდეს ისეთი ძლიერი რომ ადამიანები დაშავდნენ. შეჯახება თითქმის ყველა მძღოლს მოგვსვლია. გამოძიებას ადევნეთ თვალი და ნახავთ, რომ მძღოლს სისწრაფის გადამეტებაში გაამტყუნებენ. სად წყალია და სად თოვლი ეგ გასასამართლებლად ვერ გამოდგება.
დათო
დამთავრდა საბჭოთა კავშირი, ყველაფერს უფროსი ძმა რო აკონტროლებდა... უბედური შემთხვევა ყველას შეიძლება მოუვიდეს, ნუ დავიყროთ თავზე ნაცარს...
odala
სუფთა გრუზინული ვარიანტი. კარგად დავიწყეთ, წინ მივდივართ, თამაშები შემტევ სტილში მოვიგეთ, ველოდებით ბოლო მატჩს და ამ დროს ეს ხდება. არ ვიცით ბოლომდე საქმე როგორ მივიყვანოთ პროფესიონალურად, ადამიანურად. ვინმეს გაუკვირდა ეს ამბავი? არ იცით როგორ დადიან? რამდენჯერ მომსვლია ჩხუბი ავტობუსის მძღოლთან, ძალიან ახლოს ნუ მიყვები და დისტანცია დაიჭირე-მეთქი. ვერ ფიქრობენ. სრული ინფანტილები. და კომენტარებში ვიღაც გვირაბს აბრალებდა. მეორემ - მძღოლი ავარიისგან არასოდეს არ არის დაზღვეულიო. წესიერად თუ ივლი შენ მაინც არ დაარტყამ, მაგრამ სად გესმით მაგდენი. ხურუშიანებივით დადიხართ. არ იცით ცივილური მოქცევა არც ფეხით მოსიარულემ და არც მძღოლმა. სულ დაუკარგეს ფასი ამ გამარჯვებებს. ამ გუნდისთვის გინდა მოგიგია ახლა და გინდა არა.
odala
სუფთა გრუზინული ვარიანტი. კარგად დავიწყეთ, წინ მივდივართ, თამაშები შემტევ სტილში მოვიგეთ, ველოდებით ბოლო მატჩს და ამ დროს ეს ხდება. არ ვიცით ბოლომდე საქმე როგორ მივიყვანოთ პროფესიონალურად, ადამიანურად. ვინმეს გაუკვირდა ეს ამბავი? არ იცით როგორ დადიან? რამდენჯერ მომსვლია ჩხუბი ავტობუსის მძღოლთან, ძალიან ახლოს ნუ მიყვები და დისტანცია დაიჭირე-მეთქი. ვერ ფიქრობენ. სრული ინფანტილები. და კომენტარებში ვიღაც გვირაბს აბრალებდა. ხურუშიანებივით დადიხართ. არ იცით ცივილური მოქცევა არც ფეხით მოსიარულემ და არც მძღოლმა. სულ დაუკარგეს ფასი ამ გამარჯვებებს. ამ გუნდისთვის გინდა მოგიგია ახლა და გინდა არა.
H
შენ სად ნახე ამათი დამალული რამე ? მაგაშიც ბედოვლათები არიან. დამალულში და მოდელირებულში კი ვცხოვრობდით მიშუშუს დროს.
Tete1234
არცერთი მძღოლი არაა დაზღვეული ავარიაზე მანქანასთან თუ გაქვთ შეხება არ უნდა ლაპარაკობდე ესე . ღმერთმა დაიფაროს ყველა ავარიისგან
პავლე
ეს არაა სახუმარო და საქილიკო ამბავი. მადლობა ღმერთს - მძიმე შედეგი არ დადგა. უეფა აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე. ის ბულგარელი ფეხბურთელი, რომელსაც სახე დაუზიანდა თუ იჩივლებს (და სავარუდოდ ასეც იზამს) ძალიან დიდ კომპნსაციას დაგვაკისრებს.
G.LA
სირცხვილია სტუმრები აეროპორტიდან სასტუმრომდე ვერ მიიყვანო ხიფათის გარეშე. სტუმრებთან მაინც გამოცდილი მძღოლები უნდა მუშაობდნენ და ეს უნდა კონტროლდებოდეს. ვიღაც რეოსავიკი არ უნდა მართავდეს ასეთ სტუმრების ავტობუსს.
რაბუ
მაგ გვირაბში გავლას ზვავში მოვყვე მირჩევნია
Emre
საშინელი გვირაბია, ყველაზე აუტანელი ადგილი თბილისში, მოუხერხეთ რამე, მაგრად ტეხავს, წვიმის დროს საერთოდ როგორ ცურავს სავურავები მაგ ადგილას ეგ არ უნდა იცოდეთ მძღოლებმა? ან ღამე ცარიელ მოძრაობაში რა ჯანდაბა გინდა მარცხენა სანაპიროზე? გადადით რა თქვე დალოცვილებო და გაიარეთ ძველი თბილისი მაინც დაანახეთ სტუმრებს ...
მოქალაქე
ბულგარული მედიის ცნობით,რომ ამბობთ და მათი ენით რომ საუბრობთ ჩვენი სად იყო ან სად არის....როგორც ჩვევიათ საქმეს ფარავენ ხოლმე...რიგორც მთავრობა ვითომ მალავს და ასე უაზრობებს აკეთებენ
dato
გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ... მე იმას ვჯავრობდი თბილისური საღამო არ ჩაგვმწარებოდა რადგან ანშლაგი იქნება და კაი მოგებაც .
გიო
თბილისში,ავარიის რამოდენიმე მიზეზია გამო საძიებო, ავტობუსის მძღოლის უყურადღებობა, ქვეყნის მავნებლობა თუ სხვა მანქანების მძღოლთა მიზეზით შეჯახება
ზ.მ.
საჯაროობით,სიმართლის თქმით,დაუმარცხებლები,სულ ,ყველაფერში, გამარჯვებულები ვიქნებით,უდამ.დაბეჭდეთ,ამის წინა მესიჯი,ჩემი.
ზ.მ.დიდი ვაშლიდან
მძღოლი ჩვენია?სატრანსპორტო სერვისი ქართულია? გამოსაძიებელია უსწრაფესდ,რა მიზეზით მოხდა ავარია,ობიექტური ჩვენი შედეგით,ბევრი მტერი ჰყავს ჩვენს ქვეყანას,შიგნითაც და გარეთაც.მეხუთე კოლონა ჰყვავის დღეს, ქვეყანაში,გვაქვს კი შნო და თავო სწრაფად ჭეშმარიტების დადგენის,ამდენი შეცდომების შემყურეთ შეგნებულად თუ შეუგნებლად მთავრობისა თავისი მმართველი ხელსაწყოებით,ყველაფერში.ვაჭრობს გაათმაგებულად ვისთანაც ვაჭრობა მავნებლობაა ჩვენთვის.ქვეყნისთვის. დიდი ცვლილებების მოლოდინში,არაპროფესიონალურ,სავალალო ნაბიჯებს დგამს ქვეყნის შიგნითაც და საგარეო პოლიტიკაშიც,სპორტი,კულტურა,საერთოდ სოციალური ყოფა ხალხისა,პოლიტიკა განუყოფელ კავშირშია კუპეში არასასიამოვნო ინციდენტია გუშინდელი ავარია თბილისში,არა კეთილის მსურველი შიგნითაც და გარეთაც ბევრი ჰყავს ქვეყანას.სსაქრთველოს წინსვლა ბევრს არ სურს,არც ერთ სფეროში,მუდმივი სიფხიზლე გვმართებს ყველა წვრილმანშიც კიი,თამაში კი მოსაგებია გვძალუძს,ძლიერი ქართული სპორტი კი ყოველთვის წინ წაგვწევს ევრო ქვეყნების ოჯახში დამკვიდრებაში,თუმცა ბევრ მოქმედებებში უდროოდ დანაშაულებრივად ჭაკობენ დღევანდელიხელისუფალნი ქართველი ხალხისა უვიცობითა თვისით...
zura222
აუუ კიდე კაი უფრო უარესი რამე არ მოხდა და გადავრჩიით ! აუცილენლად უნდა გამოიძიონ რა მოხდა ხომ არ იყო დივერსია (ქვეყნის მტრებისგან ნაცებისგან ყველაფერია მოსალოდნელი@) მე მახსოვს შარშანწინ გავრილოვის ღამის მერე ევროთასების თამაშზე ჩამოსულ გუნდის ავტობუსს ლურსმნების ზღარბები დაუყარეს @@@
hahaha
ტიტანიკის მუსიკა ჩაურთეთ, მაკედონია და ბულგრეთი როგორც ლეო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი და დაბლა აისბერგი ქართული
Titanic.
მაგათი გემი ქართულ აისბერგს შეასკდა ესეიგი მიდით ერთი გააკეთეთ მიმები დაასხით ბოლომდე
სიმართლის მოყვარული
ამათ კიდევ ეს უნდოდათ?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია
კობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა
"ძალიან მიყვარხარ, გული მწყდება, რომ...!" - ნედელევის მეგობარი გოგონა თბილისში მომხდარ ავარიას ეხმაურება
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ბრწყინვალე ამბავი საქართველოდან" - ბულგარელები ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
დაშავებულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა საქართველო დატოვა
ტოდორ ნედელევი: პროფესორმა ინგოროყვამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა