საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო პერიოდში შესანიშნავად გამოიყურება, განსაკუთრებით ერთა ლიგაზე, სადაც მეტოქეს ერთიმეორის მიყოლებით ანადგურებს. ბუნებრივია ამგვარი პროგრესი მხოლოდ თაობათა ცვლას არ უკავშირდება. მწვრთნელი, რომელიც სათამაშო ტაქტიკას რადიკალურად ცვლის და ფეხბურთელებს ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად განაწყობს, ცალკე აღნიშვნის ღირსია, რა თქმა უნდა, "ჯვაროსნების" ბოლო 3 თამაშამდე ფეხბურთს ფედერაციამაც ძირეული ცვლილებები გაატარა, გულშემატკივარსა და სპორტსმენებს დამატებითი მოტივაცია მისცა, შეიცვალა ჰიმნი, დროშა, გერბი და გულშემატკივარიც მოედანზე სულ სხვა ემოციით მივიდა. დღევანდელ ბლოგში მინდა გესაუბროთ ვილი სანიოლზე, როგორც ფეხბურთელსა და მწვრთნელზე.

საფეხბურთო კარიერის დასაწყისი

სანიოლის კარიერა ფრანგულ "სენტ-ეტიენში" დაიწყო, სადაც მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, ახალგაზრდა ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურდა, ამიტომ მარჯვენა მცველმა თამაში იჯარის წესით "მონაკოში" განაგრძო. მისი მენტალიტეტი და მებრძოლი ხასიათი შემადგენლობაში ლიდერობის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში გაუგო გემო ვილიმ ევროტურნირებზე ასპარეზობას, იმ პერიოდში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ბრძოლას "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთიშა. სანიოლი მაშინ ისეთ ამომავალ ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც იყვნენ: ტიერი ანრი და დავიდ ტრეზეგე. "მონაკოში" გატარებული 2 წლის შემდეგ ახალი გამოწვევის დროც დადგა. 2000 წელს ვილი სანიოლი მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდა, გუნდს, საიდანაც იგი ფართო საზოგადოებამ გაიცნო და ლეგენდად იქცა. ყველა ვთანხმდებით, რომ "რეკორდმაისტერს" განსაკუთრებული ხასიათისა და მონაცემების მქონე ფეხბურთელები სჭირდება, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვარსკვლავურ ფეხბურთელებსაც კი ვერ გაუმართლებიათ და "ბაიერნში" მათი გვარები ოქროს ასოებით არ ჩაწერილა, თუმცა ვილის შემთხვევა სულ სხვა იყო.

როდესაც ორი ერთნაირი შეხვდა ერთმანეთს

პრესინგი, უბურთოდ სწორი გაადადგილება, რაც შეიძლება მეტი სირბილი, ეს ის კომპონენტებია, რომელიც სანიოლმა საქართველოს ნაკრებში დანერგა და ყოველ თამაშში კიდევ უფრო ავითარებს. შემთხვევითი არაა, რომ "ბაიერნში" ვილი ნამდვილ ლეგენდად იქცა. იდეალურად მოერგო ახალი გუნდის სათამაშო სტილს, რაც მისი სამწვრთნელო კარიერის ფილოსოფიაშიც ასახა. ფრანგის კარიერა გერმანიაში სულ სხვა ეტაპზე გადავიდა, მალევე ძირითადის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა, სოლიდურად გამოიყურებოდა არამხოლოდ დაცვაში, არამედ შეტევაშიც, რაც ფლანგის მცველისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა. სანიოლმა "რეკორდმაისტერში" ხუთი ბუნდესლიგის ტიტული მოიპოვა, გასახდელში ნამდვილ ლიდერად იქცა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა შემდგომ პროფესიაში განვითარებისთვის. 2001 წელს კი ჩემპიონთა ტრიუმფატორიც გახდა. სანიოლის მიუნხენურმა კარიერამ 8 წელს გასტანა, 32 წლის ასაკში აქილევსის ტრავმის გამო, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

სანაკრებო კარიერა

ვილის სანაკრებო კარიერა შესაძლოა არ იყო იმდენად წარმატებული, რამდენადაც საკლუბო, რადგან მისი კონკურენტი ძირითად შემადგენლობაში ბრძოლისთვის ლილიან ტურამი გახლდათ. თუმცა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა მცველმა მარსელ დესაიმ კარიერა დაასრულა, ლილიანმა მოედნის ცენტრში მისი ადგილი დაიკავა, სანიოლი კი პირველი არჩევანი გახდა. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გამარჯვებული საბერძნეთის ეროვნული ნაკრები გახდა, მუსიე ვილი საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე იყო. ასე გაგრძელდა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის შვიდი თამაშიდან შვიდივე ძირითადში დაიწყო. ფინალისკენ მიმავალ გზაზე სანიოლმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხა და ვიცე ჩემპიონობას დასჯერდა. ყველას გვახსოვს ეს დაუვიწყარი ფინალი, ზიდანის გაძევება, ვილი დიდი ხნის განმავლობაში ვერ პატიობდა "ზიზუს", იგი თვლიდა რომ "რეალის" ვარსკვლავმა გუნდი დააღალატა. "საპირფარეშოში წავედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. ამის შემდეგ მე და ზიდანი ორი წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. 2008 წელს ქორწილი მქონდა და ჩემმა ცოლმა მირჩია მისი მოწვევა. მე მას დავურეკე ერთად ვისადილეთ. ჩვენს შორის კარგი საუბარი შედგა"- იხსენებდა სანიოლი. მომავალი მწვრთნელის უკანასკნელი საფეხბურთო ფორუმი ორი წლის შემდეგ შედგა, ევროპის ჩემპიონატზე ფრანგმა გულშემატკივრებმა ვილის ახალი მხარე იხილეს, იმ დროისათვის 31 წლის ფეხბურთელი შეტევებში ძალიან აქტიურობდა, ახორციელებდა შორიდან დარტყმებს, მისი ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ტიერი ანრიზე გაკეთებული საგოლე გადაცემაა შოტლანდიის წინააღმდეგ.

სამწვრთნელო კარიერა

ვილი სანიოლმა სამწვრთნელო კარიერა საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში დაიწყო. მან იმუშავა ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან:კინგსლი კომანი, ენტონი მარსიალი, კორენტინ ტოლისო, სებასტიან ალე, ადრიენ რაბიო და სხვა. ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა დიდხნიანი არ გამოდგა. მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. დადგა ახალი გამოწვევის დროც და ლიგა 1-ის ბინადარ "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის თანამდედობა დაიკავა. პირველი სეზონი არც ისე ურიგო გამოდგა და გუნდი მე-6 პოზიციას დასჯერდა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები ახალი სეზონისთვის იმედიანად იყვნენ განწყობილი, თუმცა სტარტი იდეალური არ გამოვიდა. "აეკთან" დამარცხების შემდეგ, "ბორდომ" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო 2016 წელს სანიოლი დაითხოვეს და ახალი გუნდის ძებნას შეუდგა.

დაბრუნება მშობლიურ გუნდში, ვილი და კარლო

"ბაიერნის" ლეგენდის უქმად ყოფნა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, 2017 წელს, დაბრუნდა იქ, სადაც გულშემატკივრები ძალიან დიდ პატივს სცემენ და უყვართ. მიუნხენურ გრანდში ფრანგი ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდა, მიიღო უდიდესი გამოცდილება, განსაკუთრებით ფეხბურთელებთან ურთიერთობაში.

"ის, რომ კარლო ანჩელოტიმ, ერთ-ერთმა საუკეთესო და გამოცდილმა მწვრთნელმა დამხმარედ მე ამირჩია, დიდი პატივია ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ვიმუშავებ".

ერთად მუშაობა დიდ ხანს არ გამოუვიდათ, რადგან პაპა კარლო გუნდიდან დაითხოვეს, სანიოლი კი 8 დღის განმავლობაში გუნდის მთავარი მწვრთნელობა შეითავსა და 1 მატჩში გუნდს გაუძღვა, "ჰერტას" წინააღმდეგ (2:2) გამართულ შეხვედრაში. მას შემდეგ რაც "რეკორდმაისტერის" დროებითი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გახდა, ვილიმ გუნდი დატოვა.

შემდგომი ეტაპი

სანიოლიმ გარკვეული დროის მანძილზე ოჯახური პრობლემების გამო სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. თუმცა ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა და დადგა ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც საქართველოს ნაკრები ჰქვია.

"ქართველები ამაყობენ თავიანთი ქვეყნით, ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ახლა იწყებენ გამოსვლას ევროპულ ასპარეზზე და მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვილებების შეტანა გუნდის თამაშში".

2022 წელს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას ეროვნულ გუნდში. უამრავი სკეპტიკური კომენტარი კეთდებოდა გულშემატკივრების მხრიდან, რადგან დიდი ხნის განმავლობაში სანიოლი უგუნდოდ იყო, ზოგიერთმა მათგანმა კი არც იცოდა, თუ როგორი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს ყოფილ მცველს. ფრანგმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კატეგორიული უარი განაცხადა სასტუმროში ცხოვრებაზე, რადგან სურდა ქართული მენტალიტეტი უკეთ შეეცნო. უამრავ ფეხბურთელს მისცა შანსი ეროვნული ლიგიდან, რაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გახდა როგორც ახალგაზრდა, ისე ვეტერანი ფეხბურთელებისთვის, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ როგორი რადიკალური ცვლილებების ჩატარებას აპირებდა. როგორც აღვნიშნე, მისი ფილოსოფია პრესინგსა და აგრესიულ ფეხბურთზეა აგებული, რომელსაც სჭირდება დრო... დასაწყისი იდეალური არ გამოდგა. მარცხი შვედეთის ნაკრებთან, თითქოს კიდევ ერთი შავი ფურცელი გადაიშალა და გულშემატკივარს გაუჩნდა მოლოდინი, რომ სანიოლიც იმ უცხოელ მწვრთნელთა სიაში შევიდოდა, რომლებმაც ჩვენს გუნდს ვერაფერი მოუხერხეს და უძლურები გამოდგნენ. შემდეგი თამაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გაიმართა, მატჩი სტუმრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მოედანი სავსე იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო "ფურია როხას" ფეხბურთელების სანახავად მივიდნენ, ვიდრე თავისი ქვეყნის საქომაგოდ. ვფიქრობ, ეს ის მატჩი იყო, სადაც გულშემატკივარმაც და ფეხბურთელებმაც ირწმუნეს, რომ მწვრთნელის იდეები და ხედვები იყო ის, რაც იდეალურად მიესადაგებოდა ჩვენს ფეხბურთს. გვყავს უამრავი კარგი შემტევი, რომლებიც იდეალურად თამაშობენ კონტრ-იერიშების დროს. მართალია დავმარცხდით, თუმცა დაიწყო დიდი გზა, რომელიც ახლაც გრძელდება...

ვილის იდეების მოედანზე გადატანას, კიდევ უამრავი მარცხი მოჰყვა, შემადგენლობის როტაცია, ცვლილებები, თუმცა ნელ-ნელა ყველა გუნდმა ძვრა დაიწყო, ნელი ტემპით, თუმცა ზუსტად იმ მითითების შესრულებით, რომელსაც სანიოლი ავალებდა. დღევანდელ ეროვნულ ნაკრებში, რა თქმა უნდა, ამინდს ხვიჩა კვარაცხელია ქმნის, მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი გუნდის პროგრესისა არის სტანდარტულები, რაც უამრავი წლის განმავლობაში უდიდეს თავის ტკივილად ითვლებოდა, დღეს კი ამ კომპონენტში იმდენად მოვუმატეთ, რომ თითქმის ყველა სტანდარტული მდგომარეობიდან უდიდეს ხიფათს ვქმნით. საქართველოს ნაკრებს გააჩნია რესურსი, უამრავი კარგი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე და რაც მთავარია ისეთი შეკრული გუნდი როგორიც არასდროს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ჰარმონიის შექმნაში სამწვრთვნელო შტაბს უდიდესი როლი აქვს. რა თქმა უნდა, ჯერ საქმე ბოლომდეა მისაყვანი და კიდევ უდიდესი გზაა გასავლელი, მაგრამ წარსულისგან განსხვავებით, სადაც ვხედავდით პროგრესს მაგრამ ბევრ უარყოფითს, ახლა უარყოფითი თითქმის აღარ არსებობს. ახალმა მწვრთნელმა ახალი ტაქტიკა დანერგა, ნაკრებს ამ ტაქტიკით არასოდეს უთამაშია. ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებენ, ეს ხომ ერთი შეხედვითაც ჩანს. უკანასკნელი 8 შეხვედრა 7 გამარჯვება და მხოლოდ 1 ფრე. მომავლის იმედი აწმყოდ იქცა. ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებთან 2 დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა. ფეხბურთი გულშემატკივარს კვლავ ერთ მუშტად კრავს. ვისი დამსახურებაა ეს? იქნებ ერთ დღეს ვილი სანიოლის სახელობის ქუჩაც კი გაიხსნას. დრო გვიჩვენებს...

მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა

ILIA
არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ბოლო 8 თამაშმა ის სიამაყის გრძნობა დამიბრუნა, ოდესღაც, 40 წლის წინ რომ მქონდა.
უბრალოდ ქართველი
ქართველი რომ 7 წაუგებელი მატჩით გახარების ნაცვლად ბოღმაობს და ხვალინდელი მატჩის წინ ამ სიბინძურეს დაწერს, ეს არის ლუსტრაცია, რომ შენი კომენტარი უფრო არის დაკვეთა :)
Inkvizitori.-ს
რამ გაგაბოროტა?
uiiiii
ძმობას გაფიცებ ნუ ეწევი ამდენს
გოგა
პირველი და უმნიშვნელოვანესი, შექმნა გრძელი სათადარიგოთა სკამი,რომლებსაც აქვთ სანაკრებო დონე და უმატებენ კიდევ, მეორე ტაქტიკოსია აშკარად და ეფექტური შეცვლები ბევრი შემოგვთავაზა, მესამე ირწმუნეს ბიჭებმა, რო გუნდურობა პირველ რიგში საჭირო და ეხლა მარტო ხვიჩას არ გაქვს გოლები, 1:0 ზე და არც 2:0 ვჯდებით დაცვაში, ეს ყველაფერი მწვრთნელის დამსახურება რათქმაინდა
Inkvizitori.
პედერაციის დაკვეთით გაპიარებული ვილი სანიოლი. შეიძლება ცუდი ადამიანი არ არი მაგრამ არაფერი მწვრთნელი არ არი გაუმართლა ჩვენი ბიჭები მიათრევენ და კარიერას ვუწყობთ საქართველოში თავიდანვე უმუშევარი და გამოუცდელი რომ ჩამოათრიეს. და კიდე აგრძელებს დეგენერატულ ექსპერიმენტებს დიდი ნაზირ-ვეზირი ხიზანა ყურში რაღას ჩასჩურჩულებს(!) მაგისი ჩამოთრევა და კახა ცხადაძის არ დანიშვნა არ შეგრჩებათ და ამ პიარ *ოპალეზ სტატიასაც დაგახსოვრებთ თავზე გადაგახეთ
roma bejanidze
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ კაცზე. ისე მირჩევნია პლეიოფში პირველივე შეხვედრაში თურქეთი შეგვხვდეს. ვიდრე ფინალში თუ რამის თავი გვაქვს. ჯერ თურქეთი და მერე საბერძნეთი დავტოვოთ ევროპის ჩემპიონატის გარეშე.
333
ალბათ თქვენ ვერ ხედავთ პროგრესს
gurulo
რაც სამ თამაშში გავიტანეთ,სამ წელიწადში ვერ გაგვქონდა ამდენი გოლი.გუნდი მართლა გუნდს დაემსგავსა.მადლობა ვილის და ბიჭებს,წარმატებები,ღმერთი თქვენთან.
Superman
ძალიან ჭკვიანურად მართავს ყველაფერს სანიოლი და ძალიან მადლიერი ვარ მისი. არც იმის მჯერა, ვიღაცეები რომ წერენ, შემადგენლობის არჩევაში ფედერაცია ერევაო. რა ფედერაცია, ტიპი ბაიერნის ლეგენდაა და ოლივერ კანს კეფაში წამორტყმით ელაპარაკებოდა და მაგის ჩიტია ვიღაც მუჯირმა და კობიაშვილმა რამე მოუთითოს :) ერთს დავამატებ: პლეი ოფში სავარაუდოდ თურქეთს შევხვდებით, რომელიც პირდაპირ ვთქვათ და ჩვენ ნაკრებზე 2-3 თავით მაღლა დგას. 350 მილიონია ფეხბურთელების ღირებულება (ჩვენი 55) და უპირობო ფავორიტები იქნებიან ჩვენთან და თუ მოგვიგეს სანიოლზე აუგის თქმა არაფრით შეიძლება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ წინასწარ ყურები ჩამოვყაროთ. აგერ იტალიას და მაკედონიას შორის ბევრად დიდი სხვაობა იყო და კი ვნახეთ რაც მოხდა

ყოველთვის მესმოდა, ფეხბურთელები არ გვყავს და მწვრთნელმა რა ქნასო. გულშემატკივარს ყოველთვის ჩვევია ქართველი ფეხბურთელების დამცირება. თუნდაც ახლა, ამხელა შრომა ჩადეს ბიჭებმა და მაინც ღლიცინებს ზოგიერთი. თუ მუდმივად იმას იძახებს მწვრთნელი, ფეხბურთელები არ მივარგა თორე მე კი ვარ კარგიო, ის ფეხბურთელი მართლა არ დაიხარჯება ბოლომდე ასეთ გარემოში. ამ კაცში რაც მომწონს, ბიჭებს რწმენა დაუბრუნა და თქვა რომ მათით ამაყობს. აქამდე ეგ არ გამიგია, სულ ფეხბურთელების ლანძღვა მესმოდა ბავშვობიდან. რანაირად ითამაშებს შენთვის ასეთი ფეხბურთელი.
tngh
ბულგარეთთან მძიმე თამაში გველის... წინ ფლეი/ოფებია. წარმატებები საქართველოს ნაკრებს. პირადად მე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს... რეალურად ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა მირჩევნია... საბედნიეროდ, ესეთი ბევრია.
უბრალოდ ქართველი
მინიმუმ პირველი ნაბიჯები წარმატებული ხომ არის? რა თქმა უნდა ნებისმიერი წარმატება გუნდის შედეგია, ხოლო გუნდის მთავარი მოტივატორი ყოველთვის მენეჯერი ამ შემთხვევაში კი მწვრთნელია და ზედმეტი სკეპტიციზმით ნუ გავაუფერულებთ ამ წლობით მივიწყებული სიხარულის განცდას! წარმატებები სანიოლის! მადლობა მას ჩვენი ბიჭების რესურსის გამოვლენისთვის! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
ქართველი
ჯერ არ ავაგდოთ ცაში. ცოტახანი მოვიცადოთ და ვნახოთ პლეიოფში რასიზამს.
ბესო
ვფიქრობ ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა და ეიფორია. პლეი ოფებში საბერძნეთი და თურქეთი გველოდება და აი მანდ გამოჩნდება ჩვენი ნაკრების და მწვრთნელის შესაძლებლობები. 22 წელია ველოდები მომენტს, როცა ნაკრები ევროპაზე ან მსოფლიოზე გავა.. იმედია ეს დროც დადგა!
ika
ყველაზე მაგარი მწვრთნელია სანიოლი ქეცბაიასთან ერთად. ქეცბაიაც მაგარი იყო.
123
საქართველოს ნაკრები კვარაცხელიასთან ერთად რაც სანიოლამდე იყო ისევ ის არის. სანიოლია გენია.
იკა
ჯერ მწვრთნელია სანიოლი და მერე ნიჭიერი ფეხბურთელები.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია