ერთ-ერთ მილანურ წვეულებაზე გასართობად მისულმა ადრიანამ ახალგაზრდა, რომელიც მისით დანახვისთანავე მოიხიბლა, იმედგაცრუებული დატოვა

ადრიანა ელენა ფოსა დო ბლანკო

დაბადების თარიღი: 1968 წლის 8 ივნისი

დაბადების ადგილი: კარაკასი, ვენესუელა

სიმაღლე: 1.76 სმ

თმის ფერი: მუქი ქერა

თვალის ფერი: მწვანე

არის: საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილი ფეხბურთელის პაოლო მალდინის მეუღლე

ადრიანამ სამოდელო კარიერა მაიამიში დაიწყო. პოდიუმზე პირველად პარიზში 1987 წელს ავიდა, ხოლო სამოდელო საქმიანობა მოგვიანებით მილანში გააგრძელა, სადაც საფეხბურთო კლუბ “მილანის” ამომავალ ვარსკვლავს პაოლო მალდინის შეხვდა.

ტრევიზო-ვენესუელა

ადრიანა ფოსას მამა, სტეფანო, წარმოშობით იტალიის ქალაქ ტრევიზოდანაა. ვენესუელაში ბედის საძიებლად ჩასულმა სტეფანომ ოქროს წარმოებას მიჰყო ხელი, თუმცა 1982 წელს ფაბრიკის დახურვა გადაწყვიტა. ადრიანას დედას, დიანორა ბლანკოს, სამხრეთ ამერიკული ფესვები აქვს. ფოსების ოჯახში ქალიშვილის გარდა, ვაჟი, ლუის ფელიპე აღიზარდა. 17 წლის ადრიანამ მამის მსგავსად ბედის საძიებლად ევროპას მიაშურა.

სამი უარი კაპიტანს

ერთ-ერთ მილანურ წვეულებაზე გასართობად მისულმა ადრიანამ ახალგაზრდა, რომელიც მისით დანახვისთანავე მოიხიბლა, იმედგაცრუებული დატოვა.

“იცეკვებთ ჩემთან?”, “ხომ არ დალევდით რამეს?, “ხომ არ გვესაუბრა? - არა, არა და არა - ამ სიტყვებით გაისტუმრა ადრიანამ პაოლო მალდინი.

ადრიანა ფოსა: “ნამდვილად არ ვიცოდი, რომ პაოლო ფეხბურთელი იყო. იმ პერიოდში წვეულებებს თითქმის ყოველდღე ვესწრებოდი. იმ საღამოს მეგობარ სუზისთან ერთად წვეულებაზე ვიყავი, როდესაც მეგობარმა უცნობი ახალგაზრდის გასაცნობად მიხმო. გაიცანი ეს პაოლო მალდინია.

- ვინ? ვიკითხე გაოცებულმა.

- მალდინი, “მილანიდან” - მიპასუხეს მეგობებმა.

პაოლომ საუბარი სუზისთან გააგრძელა. მოგვიანებით მან მითხრა რომ პაოლომ ჩემს შესახებ არაერთხელ ჰკითხა.

პაოლოს საცოლე ჰყავდა ფლორენციაში, მე საქმრო კარაკასში, რომელიც უკვე ქორწილზეც ლაპარაკობდა. ორივემ მივატოვეთ რჩეულნი”.

1988 წელს სრულიად შემთხვევით წვეულებაზე გაცნობილი მომხიბლელი ვენესუელელი გოგონასა და იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ურთიერთობა 1994 წლის 14 დეკემბერს მილანის ახლო პროვინცია კასანო დ’ადაში, უმშვენიერეს ვილა ბორომეოში ქორწინებით დაგვირგვინდა. 1996 წლის 14 ივნისს კრისტიანი, ხოლო 2001 წლის 11 ოქტომბერს დანიელი შეეძინათ. ბავშვის დაბადების შემდეგ ადრიანამ სამოდელო კარიერა შეწყვიტა, მაგრამ საზოგადოებას ბიზნესმენის როლში მოევლინა. შექმნა ტანსაცმლის ხაზი და საიუველირო მწარმოებლადაც იქცა.

სასამართლო

2010 წლის აპრილში მალდინების ოჯახი ცუდ ამბავში გაეხვა. ადრიანა და პაოლო კორუფციასა და ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებულნი. სამართალდამცველები მათ სატელეფონო საუბრებს ინტენსიურად უსმენდნენ. შედეგად ცოლ-ქმარს სახელმწიფო ხაზინაში ფულის შეუტანლობა ბრალდებოდათ. დამნაშავეთა შორის დაახლოებით 41 ადამიანი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი მნიშვნელოვანი პიროვნება მოიხსენიებოდა. ეჭვმიტანილთა თვალთვალი კარაბინიერებმა კარგა ხის წინ დაიწყეს.

იტალიურ სასამართლოში ამ საქმის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სასამართლო მორიგი სხდომა ბოლოს 2011 წლის აპრილში გაიმართა.

მესამე თაობა

2009 წლის მაისში პაოლო მალდინიმ “რომას” წინააღმდეგ სანსიროზე შინაურ შეხვედრაში გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გადავსებულ "სან სიროზე" ემოციური და სიამაყით სავსე გულშემატკივრები დიდი ფეხბურთიდან ლეგენდის გაცილებას უმზერდნენ. სიამაყით იყვნენ სავსენი კრისტიანი და მისი უმცროსი ძმა დანიელი.

მამის მსგავსად კრისტიანმაც მცველის პოზიციაზე თამაში არჩია. 2005 წელს “მილანის” მაისურით დებიუტიც ჰქონდა. პატარა კრისტიანის თამაშს ადრიანა და ბებია დიანორა ესწრებოდნენ. მილანელოზე ვარჯიშის გამო პაოლო ვაჟის თამაშს ვერ დაესწრო.

ადრიანა ფოსა: “არ მსიამოვნებს, როდესაც ჟურნალისტები ბავშვის მიმართ ამდენ ყურადღებას ავლენთ. ეს არის უბრალო, სახალისო მატჩი ბავშვების მონაწილეობით. ვარ თუ არა ემოციური? ეს მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთია და მეტი არაფერი”.

იმ შეხვედრაში პატარა კრისტიანს მწვრთნელმა ანჯელო კოლომბომ 10 ნომრიანი მაისური მოარგო.

ანჯელო კოლომბო: “კარგად მახსოვს მამამისი როგორ იწყებდა. კრისტიანი ამ შეხვედრაში უკლებლივ ყველა ბურთისთვის იბრძოდა. კრისტიანს გუნდურობა ახასიათებს, ყოჩაღი ახალგაზრდაა და უფრო მეტის კეთებაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანი დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგზე იყო გამწესებული, მამის მიბაძვის სურვილით შეტევის ხაზშიც აქტიურია.”

ბედნიერი წარსული

ადრიანა: "ბავშვობიდან მოყოლებული ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებდა, სპორტის სხვა საეხობა, კრივი, უფრო მიზიდავდა. პირველად, როდესაც პაოლოს მატჩის საყურებლად მოედანზე მეგობართან ერთად მივედი, მოდელისთვის დამახასიათებლად ვიყავით გამოპრანჭულები. მახსოვს პაოლომ გამიღიმა, ხალხი კი მე მიყურებდა. ამ დღის შემდეგ პაოლოს ცხოვრებით ვცხოვრობ. როდესაც პრობლემები აქვს, მეც ისე ვიტანჯები, როგორცი ის. არ ჭამს პაოლო, არც მე ვჭამ.

ჩვენი ქორწინებიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. მაშინ ბედნიერები ვიყავით. პაოლო ძალიან კარგი მამაა, მზრუნველი და ცდილობს ბავშვებს ბევრი დადებითი რამ ასწავლოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის