ჰარი რედნაპი შიშობს, რომ „ტოტენჰემიდან“ ლუკა მოდრიჩის წასვლა გუნდის დაშლას გამოიწვევს
ჰარი რედნაპი შიშობს, რომ „ტოტენჰემიდან“ ლუკა მოდრიჩის წასვლა გუნდის დაშლას გამოიწვევს. მწვრთნელის თქმით, მას მერე, რაც „ჩელსიში“ გადასვლა აუკრძალეს, 25 წლის ხორვატს მოსვენება დაეკარგა. რედნაპმა თქვა:

„ბიჭი თავს აღარ ჰგავს. მისი შეძენა სხვა გუნდებს უნდათ, მაგრამ ჩვენ ის გვიყვარს და გვინდა მასზე დაყრდნობით ძლიერი „ტოტენჰემი“ ავაშენოთ. მის გაშვებას და ნაწილებად დაშლას კი არ ვაპირებთ, გაძლიერება გვაქვს გეგმაში. მოკლედ, ლუკა „სფურზში“ დარჩება“.

მოგეხსენებათ, მოდრიჩში „ჩელსი“ 22 მილიონ ფუნტს იხდიდა, მაგრამ „დეზებმა“ თავიანთი გამორჩეული ვარსკვლავის გაყიდვა არ ისურვეს. თავად ფეხბურთელს კი, მიუხედავად იმისა, რომ „უაით ჰართ ლეინზე“ ექვსწლიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, წასვლა უნდა. ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილიდან დასავლეთით გადაბარგება მოდრიჩმა „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლივის სთხოვა, მაგრამ მან კაბინეტიდან ცივი უარით გამოისტუმრა. ლივიმ თქვა, რომ არ არსებობს თანხა, რომელიც მას აცდუნებს და ხორვატს გააყიდინებს. თავმჯდომარესთან დაძაბული და უსიამოვნო ლაპარაკის მეორე დღეს მოდრიჩი ვარჯიშზე მივიდა, სადაც რედნაპს შეხვდა. მოგვიანებით კი რედნაპმა ჟურნალისტებს ასე უთხრა:

„რომ გითხრათ, ლუკასთან შეხვედრით კმაყოფილი დავრჩი და გახარებული გელაპარაკებით, მეთქი, ტყუილი იქნება. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ბიჭს დარჩენა უნდა. პირიქით, აღელვებულია. აშკარაა, რთული მომენტის წინაშე დგას. მოკლედ, ჩვენს გუნდში დაძაბული ვითარებაა და, მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველმ კარგად ვიცით, ამ დაძაბულობის სათავე სადაც არის. მეორე მხრივ კი, მოდრიჩმა ჩვენთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, ჩვენ ის გვიყვარს და მასთან მუშაობა გვინდა“.

გუშინ მოგახსენეთ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ არ შეიძლება არ გავიმეოროთ: ინგლისურმა პრესამ გაიგო, რომ „ჩელსი“ ხორვატს კვირაში 150 ათას ფუნტს სჭირდება, ეს კი თითქმის ოთხჯერ მეტია იმაზე, რასაც „ტოტენჰემში“ უხდიან. გარდა ამისა, „ლურჯები“ სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ.

„ტოტენჰემის“ კიდევ ერთი ვარსკვლავი, 28 წლის ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი კი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მოდრიჩი „უაით ჰართ ლეინზე“ დარჩება. ის ამბობს:

„მან გვითხრა, რომ ჩვენთან ერთად თამაში უყვარს და დანარჩენ „დეზებთან“ ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა