სვენ გორან ერიქსონმა YouTube-ს უყურა და, „ბაიერნში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში თამაშით ცნობილი, ტრავმებით დატანჯული ვეტერანი ნახევარმცველის, 30 წლის ოუენ ჰარგრივზის აყვანა გადაწყვიტა
ცნობილმა შვედმა მწვრთნელმა სვენ გორან ერიქსონმა YouTube-ს უყურა და, „ბაიერნში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში თამაშით ცნობილი, ტრავმებით დატანჯული ვეტერანი ნახევარმცველის, 30 წლის ოუენ ჰარგრივზის აყვანა გადაწყვიტა. ერიქსონი „ლესტერ სიტის“ მწვრთნელი გახლავთ, „მელიებს“ კი ახალი მდიდარი პატრონი ჰყავთ, რომელსაც კლუბის აღორძინება სურს.

„ლესტერის“ პატრონი ბანგკოკში მდებარე კორპორაცია „კინგ პაუერი“ გახლავთ, რომელიც ჩემპიონშიპის მეათე გუნდს სატრანსფერო ბაზარზე კარგად აფინანსებს. ამის დასტური გახლავთ ის, რომ ამ დღეებში „ლესტერმა“ ფეხბურთელში იმდენი ფული გადაიხადა, რამდენიც ამ საქმისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში ვერ გაემეტებინა - 5,2 მილიონ ფუნტად „რედინგისგან“ ცენტრალური მცველი მეტ მილსი იყიდა. აღსანიშნავია, რომ მილსის ყიდვა პრემიერლიგის „ვულვზსაც“ უნდოდა. შემდეგი, ვისაც ერიქსონი იყიდის, წესით ჰარგრივზი და „ბრისტოლ სიტის“ თავდამსხმელი ნიკი მეინარდი უნდა იყვნენ.

მოგეხსენებათ, ჰარგრივზი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 42 თამაში აქვს ჩატარებული, გასული სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაათავისუფლა. ასე დარჩა ფეხბურთელი უგუნდოდ და გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის მიეხედა - თავისი ვარჯიშები გადაიღო და YouTube-ზე „დააგდო“. ამით ჰარგრივზმა სცადა მწვრთნელებისთვის ეჩვენებინა, რომ ის ჯანმრთელად არის. ერიქსონმა თქვა:

„მე მისი ვიდეოჩანაწერები ვნახე. თუ ოუენს ჩვენთან თამაში უნდა, „ლესტერის“ კარი მისთვის ღია იქნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა