"დიდი სლემის" ტურნირების რვაგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში დღეს შეიყვანენ
"დიდი სლემის" ტურნირების რვაგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს ანდრე აგასის დღეს შეიყვანენ ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში, - წერს სააგენტო AFP.

41 წლის აგასი ერთ-ერთია იმ შვიდი ჩოგბურთელიდან, რომლებსაც "კარიერული სლემი" აქვთ მოპოვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა წელს მან "დიდი სლემის" ყველა ტურნირში გაიმარჯვა. 20-წლიანი კარიერის განმავლობაში ანდრე ჯამში 101 კვირა ედგა სათავეში ATP-ის კლასიფიკაციას.

აგასი კიდევ ერთი ლეგენდარული ჩოგბურთელის, "დიდი სლემის" ტურნირების 22-გზის ჩემპიონის შტეფი გრაფის მეუღლეა. გერმანელი ჩოგბურთის დიდების დარბაზში 2004 წელს შეიყვანეს.

"ჩემთვის უდიდესი პატივია დიადი ჩოგბურთელების გვერდით ყოფნა. ეს კარიერაში ყველაზე დიდი აღიარებაა. ჩოგბურთმა ყველაფერი მომცა, მაჩუქა შესანიშნავი მეუღლე. ჩემმა კარიერამ სხვა ადამიანების ბედზეც ჰპოვა ასახვა", - აღნიშნა ანდრემ.

დიდების დარბაზში შეყვანის საზეიმო ცერემონია ნიუპორტის ტურნირის ნახევარფინალური მატჩების დროს გაიმართება.

"შესანიშნავი უქმეები მელის, რადგან ერთად ვიზეიმებთ დიდების დარბაზში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჩოგბურთელის შეყვანას", - განაცხადა ნიუპორტის ტურნირისა და დიდების დარბაზის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ სტენინგმა.

ანდრეს კარიერაში 60 ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის ავსტრალიის ღია პირველობა (1995, 2000, 2011, 2003), როლან გაროსი (1999), უიმბლდონი (1992) და ამერიკის ღია პირველობა (1994, 1999). მანვე 1996 წელს ატლანტას ოლიმპიადაზე ერთეულებში ოქროს მედალი მოიპოვა. 1990 და 1992 წლებში ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასის მფლობელი გახდა.

აგასიმ პროფესიული კარიერა 1986 წელს, 16 წლის ასაკში დაიწყო. თამაში ოფიციალურად 2006 წელს მიატოვა, როცა ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გერმანელ ბენჯამინ ბეკერთან დამარცხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ აგასის გარდა "კარიერული სლემი" მოპოვებული აქვთ: ფრედ პერის, როდ ლეივერს, როი ემერსონს, დონალდ ბაჯს, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა