"ნაპოლის" ახალი შენაძენის ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა საქართველოს ნაკრებში, იტალიელ გულშემატკივრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. გუნდს მალე შეუერთდება მატიას ოლივეირა, ხვიჩასა და ურუგვაელ ფეხბურთელს დიადი მისია აკისრიათ, ერთმა ლორენცო ინსინიე, მეორემ კი ფაუზი გულამი უნდა შეცვალოს.

ოლივეირას კარგი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ესპანურ "ხეტაფეში" გამოდიოდა, კვარაცხელიას კი აუცილებლად მოუწევს აკლიმატიზაციის გავლა, რადგან გარემარბი ჯერ კიდევ პატარა ასაკისაა და "რუბინში" მხოლოდ რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა.

იმავეს ამტკიცებს ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო ბორდინი. იგი კარგად იცნობს როგორც ევროპულ, ისე ქართულ ფეხბურთსაც. ყოფილმა ნახევარმცველმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩაზე ზედმეტად ზეწოლა არ უნდა მოხდეს.

"ჩვენ ნამდვილად დიდ ნიჭზე ვსაუბრობთ, ძლიერ ფეხბურთელზე, რომელიც ძალებს ახალ ჩემპიონატში მოსინჯავს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გამორჩეული მოთამაშეა, ნეაპოლიტანელი გულშემატკივარი თავის ფეხბურთელს დიდ სითბოსა და მუხტს აძლევს, თუმცა ხვიჩას დრო უნდა მიეცეს, რათა იტალიურ ფეხბურთში დამკვიდრდეს" - განაცხადა ბორდინიმ

კვარაცხელიას რთული, მაგრამ მაინც პოზიტიური სეზონი ჰქონდა, მარტში რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ომის გამო, ქართველმა ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. 8 გოლი დინამო "ბათუმის" რიგებში და 3 საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგის 4 მატჩში, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფის პირველადგილოსნად აქცია და ახლოსაა B დივიზიონში ისტორიულ აღზევებასთან.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით

ლევანი
იტალიური რა პრობლემაა, ადვილად სასწავლი ენაა. მთავარი თამაშია. წარმატებები ხვიჩა, გენაცვალეეეეეეეეეეე!!!
გიორგი
კვარამაც დიდი სარგებელი მიიღო დინამოში თამაშით და დინამო ბათუმმაც
Skeleton
ჩემი აზრით ომი რომ არ დაწყებულიყო ხვიჩა ისევ იქ იქნებოდა და ყოველ წელს გვექნებოდა შარშანდელის მსგავსი სცენარი. გახსოვთ შარშან ხან მილანში რომ ველოდით ტრანსფერს და ხან ლიდლსში, გლადბახაში, იუვენტუსში და ასე შემდეგ? ყოველდღე იწერებოდა პრესაში ინტერესების შესახებ, საბოლოოდ რუსებმა გვითხრეს, ეგ ყველაფერი ჭორები იყოო, ტყუილად გააპიარეთ ეგ თქვენი ხვიჩა, სინამდვილეში არც არავის უნდოდაო, ერთი დოლარიც კი არავინ შემოგვთავაზაო და ზედმეტი წარმოდგენები შეუქმენით ქართველებმაო, დაგვცინეს კიდეც. ნუთუ არ გახსოვთ ეგ? ახლა ხო გამოჩნდა, რომ ინტერესიც იყო და შეთავაზებებიც მაგრამ არ გაუშვეს? ხოდა ასე იქნებოდა ყოველ წელს, დაველოდებოდით ტრანსფერს და მაინც რუბინში ვიხილავდით, მერე კი როცა ან დაიტრავმებოდა, ან ფორმას და მოტივაციას დაკარგავდა იტყოდნენ, არავის უდნდოდაო და ჩვენ რა გვექნა როცა ინტერესი არ იყოო, ადგებოდნენ და გაანათხოვრებდნენ სადმე როტორში. ასე ვუყურებდი მე პირადად მის მომავალს და წინასწარ მეშლებოდა ნერვები, სხვა დროსაც გვინახავს ეგ სცენარი... ომის დაწყებამ და რუსეთის დასანქცირებამ ყველაფერი შეცვალა. ფიფას დამსახურებაა, გუნდებიდან წასვლის უფლება რომ მიეცათ ლეგიონერებს. მართალია თავისან უაზრო კანონი მიიღეს მაგრამ საბოლოოდ კარგად დასრულდა ხვიჩასთვის.
კახა
მართალია ძალიან გაუმართლა ნუ იქ ბოლოს იმანაც ვითომ დაითანხმა რუბინი არადა ისე წამოვიდოდა რუბინი დარჩებოდა გვერდზე ხვიჩას ოჯახი კარგად უნდა დაფიქრდეს აწონ დაწონოს გაიხსენოს ყოველი სიტყვა თუ საქციელი. დღეს ისეთი ცხოვრება მოვუდა რომ ლორენს ოლივიე და ლუი დე ფიუნესი ვერ მოირგებდნენ ესე ნიღაბს როგორც ახერხებენ ესენი. სადაც ფული ერთვეა დიდი ალბათობით ყველაფერს ხაზი ესმევა 99%.
ისე მაინც
ძალიან ყოჩაღია კვარა და ენის პრობლემა არ ექნება. არ მგონია ასე რთული იყოს, კალაძემაც კი ისწავლა იტალიური. ;)))
ღმერთი გფარავდეს
ხვიჩას მაგრად გაუმართლა რომ რუსეთი გარიცხეს უეფადან თორემ მაგის ჭკუისკოლოფა აგენტი ისეთ ფასს ადებდა არავინ გადაიხდიდა და იქნებოდა იმ ფეხბურთის ჭაობში და გაფუჭდებოდა.რამდენი კარგი ქართველი ფეხბურთელი შეიწირა რუსეთის უაზრო ჩემპიონატმა.
N
აუუუ! სუპერ დიდი წარმატებები ხვიჩუნია კვარანიოს!!!
Winter
ზეწოლა ჯერ კიდე 18 წლის ასაკიდან აქვს. ამ ზეწოლამაც უდიდესი გამოცდილება შესძინა. იყო პერიოდები,როცა ვფიქრობდი რომ წნეხს ვერ გაუძლებდა და ჩაქრებოდა მაგრამ გაუძლო. საქართველოს ჩემპიონატშიც გაიბრწყინა და ნაკრებშიც. ჩემი აზრით მენტალურად ძილერიც ყალიბდება და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარია ახლა ენა ისწავლოს და ადაპტაცია სწრაფად გაიაროს იტალიაში.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის