"ფიორენტინადან" "ჩეზენაში" გადასული ადრიან მუტუ თავს კარგად გრძნობს და ახალი სეზონისთვისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება
"ფიორენტინადან" "ჩეზენაში" გადასული ადრიან მუტუ თავს კარგად გრძნობს და ახალი სეზონისთვისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება. 32 წლის რუმინელი ფორვარდი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და საინტერესო საკითხებზე გააკეთა კომენტარი...

ახალი ეტაპი

ბევრი მიიჩნევს, რომ "ჩეზენაში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. "ფიორენტინა" დიდი გუნდია და ფლორენციაში ყოფნა ჩემთვის პატივი იყო, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც რაღაც უნდა შეიცვალოს. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდი და საბოლოოდ, არჩევანი "ჩეზენაში" შევაჩერე. გადამწყვეტი მომენტი კლუბის პრეზიდენტთან, იგრო კამპედელისთან შეხვედრა იყო, რომელმაც გამანდო გეგმები და დამარწმუნა, რომ მათთან გადასვლით სწორ ნაბიჯს გადავდამდი.

გაგახსენებთ იმასაც, რომ თავის დროზე დაახლოებით ანალოგიური ნაბიჯი ჩემზე დიდმა ფეხბურთელებმა გადადგეს და ვფიქრობ, საკმარისია რობერტო ბაჯოს მაგალითი მოვიყვანო. მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულმა ლეგენდამ "ბრეშაში" საუკეთესო წლები გაატარა და გულშემატკივრებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი. დიახ, ჩემი აზრით, ბაჯო სწორედ მოკრძალებულ “ბრეშაში” იყო საუკეთესო და მისი თამაშის ხილვა ერთ რამედ ღირდა. იგივე შეიძლება ითქვას ჯუზეპე სინიორიზე, რომელიც ერთ დროს "ბოლონიაში" ბრწყინავდა. სხვა არაერთი ფეხბურთელის გახსენება შეიძლება, რომლებმაც იდენტური ნაბიჯი გადადგეს და მხოლოდ მოგებულნი დარჩნენ.

სკანდალური წარსული

იყო დრო, როდესაც მართლაც ბევრ შეცდომას ვუშვებდი და ამისთვის მკაცრადაც დავისაჯე. აი შემდეგ კი განსაკუთრებული არაფერი მიქნია, თუმცა ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. ამის ახსნა მარტივია - როდესაც ერთხელ გაიტეხავ სახელს, შემდეგ შენი წვრილმანი შეცდომაც კი სკანდალად აღიქმება. ის, რაც სხვა ფეხბურთელმა ძეიძლება მშვიდად გააკეთოს, ჩემთვის კატეგორიულად აკრძალულია. მაგალითად, არაერთი მოთამაშე მინახავს ბარში ლუდის კათხით, ან კლუბში კოქტეილით ხელში, თუმცა ამისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. დარწმუნებული ვარ, მსგავს სიტუაციაში მე ლოთობაში დამდებდნენ ბრალს, შემდეგ კი ორგიის მოწყობასაც მომაწერდნენ, თანაც პირდაპირ ქუჩაში. მოკლედ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, მაგრამ წახდენილ საქმეს უკვე ვეღარ ვუშველი. მე ჩემს საქმეს ვაგრძელებ და ერთი მიზანი მაქვს, "ჩეზენას" წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

მიზანი

ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩემი მთავარი ამოცანაა "ჩეზენას' წარმატების მიღწევაში დავეხმარო - წარმატებად კი ევროსაგზურის მოპოვება ჩაითვლება. დიახ, გადარჩენისთვის ბრძოლაზე ნამდვილად არ მსურს საუბარი, რადგან გუნდს უფრო მაღალი ადგილებისთვის შეუძლია ბრძოლა. სატრანსფერო კამპანია ჯერ არ დასრულებულა, ამ ზაფხულს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით. კიდევ რამდენ ხანს დავრჩები ფეხბურთში? - მინიმუმ სამი წელი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ვაპირებ, შემდეგ კი ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

megreli
მუტუ მაგარია
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა