ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

”რომა” აღარ ხუმრობს

”რომა” აღარ ხუმრობს

“რივერ პლეიტის” 19 წლის ტალანტი ერიკ ლამელა უკვე იტალიის დედაქალაქშია და “რომას” მესვეურებთან მოლაპარაკების დასკვნით ფაზაშია ჩაბმული
იტალიური სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რივერ პლეიტის” 19 წლის ტალანტი ერიკ ლამელა უკვე იტალიის დედაქალაქშია და “რომას” მესვეურებთან მოლაპარაკების დასკვნით ფაზაშია ჩაბმული.

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ არგენტინელი გამთამაშებელი “ჯალოროსისთან” ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წლიური ჯამაგირის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობილია ისიც, რომ იტალიური გუნდის მესვეურებს “რივერის” ბიუჯეტში 12 მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევთ. მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებულია და თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, ტრანსფერი უახლოეს დღეებში შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას “რომას’ სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ადასტურებს:

“დიახ, ლამელა რომშია და მოლაპარაკების დასკვნით ფაზაში ვართ გადასული. ერიკმა “ტრიგორიაც” მოინახულა და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი დარჩა. ორმხრივი სურვილია, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს, ამიტომ, ძალზედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ინფორმაციით, მისი გაშვების წინააღმდეგი არც “რივერ პლეიტია” და ეს მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შანსებს კიდევ უფრო ზრდის. ლუის ენრიკეს სურვილია, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდეს, რასაც ვითვალისწინებთ კიდეც. ლამელა მხოლოდ 19 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს, შესაბამისად, ხელშეკრულება ხანგრძლივვადიანი იქნება”.

ერთი სიტყვით, ლამელას საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ “რომამ’ უკვე ორი ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხა.

როგორც იცით, ორიოდე კვირის წინ, “ჯალოროსის” რიგებში ესპანელი შემტევი ბოიან კრკიჩი ჩაეწერა.

აქვე ვთქვათ მათ შესახებ, ვისაც გუნდიდან წასვლა მოუწევს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ “რომა” ბრაზილიელ მეკარეებს: ალეშანდრე დონის და ჟულიო სერჟიოს შეელევა. პირველი მათგანი უკვე დიდი ხანია, რაც “ლივერპულთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს და ალბათ წარმარტებითაც დაასრულებს. მართალია, ერთხელ უკვე უარი შეუთვალა მერსისაიდელებს, აქაოდა დაბალი ხელფასი შემომთავაზეთო, მაგრამ შემდეგი მისივე ინიციატივით აღადგინა მოლაპარაკებები და ამჯერად, წესით ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ჟულიო სერჟიოს, მისით ესპანური “მალაგაა” დაინტერესებული და როგორც იტალიელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამ ცნობას თავად კიპერი ნაწილობრივ ადასტურებს:

“ჩემი სურვილი “რომაში” დარჩენაა და ჯერ კიდევ არ გადამიწურავს იმის იმედი, რომ ლუის ენრიკეს გეგმებში ჩავჯდები. თუმცა, უფრო

რეალურია, რომ დავტოვო “ჯალოროსი” და კარიერა ესპანეთის პრიმერადივიზიონში გავაგრძელოთ. ჩემი გადაბირებით ორი გუნდია დაინტერესებული, რომელთა შორის უფრო აქტიური “მალაგაა”. პირენეებზე ძალების მოსინჯვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ესპანელებს ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, ჩემპიონატი აქვთ მსოფლიოში. ვნახოთ, უახლოეს დღეებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე