თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე კადეტთა ევროპის ჩემპიოანტში ტაეკვანდოში საქართველოს ვერცლის მედალი არშაკ კირაკოსიანმა მოუტანა
საქართველოს ჭაბუკმა სპორტსმენებმა ტაეკვონდოში ორი წლის წინათ ევროპის პირველობაზე ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თბილისის სპორტის სასახლეში კი ჩვენებმა მსგავს წარმატებას ასპარეზობის პირველ დღეს მიაღწიეს - როგორც გაუწყეთ, მესამე ადგილი ბექა ქავთარაძემ დაიკავა.

გუშინ ჩვენი ნაკრების წევრმა არშაკ კირაკოსიანმა კვარცხლბეკზე ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა. 41 კილოგრამი წონითი კატეგორიის პირველ წრეში არშაკმა ერევნელ სურენ ენგიბარიანს სძლია დამაჯერებლად - 1:5, მერე ბულგარელი ალექსანდრ გეორგიევი დაამარცხა, ნახევარფინალში ფრანგ ალექსანდრ ფჩამს აჯობა და გადამწყვეტ პაექრობაში რუსეთის გუნდის წევრ მიხეილ ცქიმანაურს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ესპანელი ადრიან ხიმენეს დოს სანტოსი დაჯაბნა. ოქროსთვის პაექრობაშიც იგი უძლეველი აღმოჩნდა და თბილისელი კირაკოსიანი ვერცხლის მედალს დააჯერა.

ახლოს იყო მედალთან სოსო ქვარცხავაც (45 კგ), რომელმაც ზედიზედ ორი ორთაბრძოლა მოიგო: ჯერ გერმანელ მეჰმეთ იორულმაზს დააყრევინა ფარ-ხმალი, მეორე წრეში სომეხ ჰენრიკ ბადალიანს აჯობა. ნახევარფინალში გადასასვლელი დაძაბული პაექრობა კი დათმო პოლონელ ალბერტ მილერთან, რომელმაც შემდეგ ფინალშიც გაიმარჯვა ბულგარელ დანიელ ტურნოვთან და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

გუშინ სპორტის სასახლის ტატამი გოგონებმაც მოსინჯეს ორ წონით კატეგორიაში. 37 კილოში საქართველოს სპორტულ ღირსებას ლიკა ტორონჯაძე იცავდა. მისი პირველი წრის სამრაუნდიანი პაექრობა ინდრა გრიინთან, ფაქტობრივად, სახელბურთო ანგარიშით დამთავრდა: 21:19 გაიმარჯვა გრიინმა, რომელმაც შემდეგ ყველა მეოქე იოლად დაჯაბნა და ოქროს მედალი დაიმსახურა. 41 კილოში ხატია მეჩითიშვილი სტარტზევე დამარცხდა ფინელ ლოთა ლინასთან და შეჯიბრებას გამოეთიშა. ამ წონაში უძლიერესი იყო პოლონელი პატრიცია ადამკიევიჩი. ფინალში მან ხორვატ ანამარია პეტროვიჩს მოუგო.

კვარცხლბეკი

37 კგ (გოგონები)

1. ინდრა გრიინი (ბელგია)

2. ჩერალდ ლუნგერშაუსენი (გერმანია)

3. ოლგა კოშელიოვა (რუსეთი)

3. გიგდემ სისეკი (თურქეთი)

41 კგ (გოგონები)

1. პატრიცია ადამკიევიჩი (პოლონეთი)

2. ანამარია პეტროვიჩი (ხორვატია)

3. ემილი ვატსონი (დიდიბრიტანეთი)

3. იუდით ასენსიო როდრიგესი (ესპანეთი)

41 კგ (ბიჭები)

1. მიხეილ ცქიმანაური (რუსეთი)

2. არშაკ კირაკოსიანი (საქართველო)

3. ადრიან ხიმენეს დოს სანტოსი (ესპანეთი)

3. ალექსანდრ პჩამი (საფრანგეთი)

45 კგ (ბიჭები)

1. ალბერტ მილერი (პოლონეთი)

2. დანიელ ტურნოვი (ბულგარეთი)

3. ხავიერ ვისენტე რამოსი (ესპანეთი)

3. სერგეი ლუპეტა (რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა