ლადო ვარძელაშვილმა და ბესიკ ლიპარტელიანმა ვაკეში მდებარე "აკადემიას" ახლახან გარემონტებული დარბაზი მოინახულეს
გუშინ, 8 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ეწვივნენ ვაკეში მდებარე "აკადემიას" დარბაზს, რომლის რემონტი ახლახან დასრულდა.

ეს სპორტული ობიექტი ნამდვილი საკალათბურთო კომპლექსია: ორი ახლგარემონტებული დარბაზით, საშხაპეებითა და დიდი სატრენაჟორო ოთახით.

გავესაუბრეთ ბესიკ ლიპარტელიანს.

- გარემონტდა ორი დარბაზი, შესაბამისად, თუ აქამდე "საკალათბურთო აკადემიაში" 100 ბავშვი ვარჯიშობდა, ამიერიდან 200-ს დაიტევს, ეს კი კალათბურთის განვითარების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია. შეიქმნა კომპლექსი, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის აუცილებელია: ორი დარბაზის გარდა კეთილმოეწყო სატრენაჟორო ოთახი, გასახდელები, საშხაპეები. დამონტაჟდა ახალთახალი ფარები და გათბობის სისტემა. ასე რომ, ახალგაზრდებს ზამთარში გაყინულ დარბაზში აღარ მოუწევთ ვარჯიში.

- სარემონტო სამუშაოები ვინ შეასრულა?

- კომპანია "აკადემიამ" დარბაზის იჯარით აღებისას იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაოებისთვის გაიღებდა 150 ათას ლარს. როგორც ხედავთ, ყველაფერი წესრიგშია.

- რადგან სპორტის სასახლეს კიდევ ერთი სრულყოფილი დარბაზი მიემატა, შეგვიძლია ახალგაზრდულ ასაკში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ვუმასპინძლოთ?

- სამწუხაროდ, ჯერ მასპინძლობის განაცხადს ვერ შევიტანთ, რადგან "აკადემიას" დარბაზი ტევადობით საჭირო სტანდარტებს არ შეესაბამება. ვიდრე ვერის ბაღის არენა არ შეკეთდება, საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობაზე განაცხადს ვერ შევიტანთ.

- ვერის ბაღის დარბაზის რემონტთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, სასიხარულოა, რომ "სოხუმი" აპირებს კარგი დარბაზის აშენებას, რომელიც 5 ათას გულშემატკივარზე უნდა იყოს გათვლილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა