ხვიჩას შინ და გარეთ მრავალი მოშურნე ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო, უცხოურ მედიაში დიდი აჟიოტაჟია. ამჯერად ქართველის შესახებ სკეპტიკურ-ცინიკური წერილი "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა, რომელიც ტრანსფერს თავიდანვე აქტიურად აშუქებდა. ზოგიერთი, ალბათ, გვისაყვედურებს, რუსული პრესის აზრი რა მოსატანიაო, მაგრამ მკითხველმა ყველას დამოკიდებულება უნდა იცოდეს, ხვიჩამ კი ყველას უნდა დაუმტკიცოს, რა შეუძლია და ყველას ხმა ჩააკმენდინოს.

ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა

გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს.

"ნეაპოლური გუნდი აპენინებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია.

ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში.

ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება.

საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები.

Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად.

ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !"

და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი".

+Xishnik.
Aჰა. გახდა თუ არა ჩემპიონი პირველივე სეზონში და ადუღდა თუ არა ნეაპოლი საჩემპიონო ზეიმში? ისე ადუღდა თქვენი ჯიში და სისხლი მ. ### ან
Rima
ზიზი არა ჩისქეიქი . რა ასეთი გამოუთქმელი გვარი აქვს. თუ სრულ გვარს ვერ ამბობენ თქვან მოკლედ, კვარა და დამთავრდა. რაღაც მგონია იტალიელებს მეტად თქვენ გსურთ მისი გვარის შეცვლა.
zizio?
ფრანგულიდან არ გადმოთარგმნონო ზიზი თორემ თავი მოგვეჭრება...! :)
კაპიტან გარდენბურგი
რატის- შენთან თავისმართლება მაკლია ვიღაცა ხარ :)) მამარდაშვილი - დინამო თბილისიდან უყურადღებოდ დატოვებული, იმ გადასარევ კაცს, აგენტს რომ არ წაეყვანა, ფაქტიურად პირადი დამსახურებით , დღესაც ლოკოში იქნებოდა. როცა ვალენსიაში ხვდება ნიჭიერი კაცი ეს სხვაა, და სხვაა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში სინჯებზე რომ აყავთ, როგორც აბუ, კაკაბაძე და ბევრი სხვა ყველანაირი რეკომენდსციის გარეშე. მერე ქრებიან ეგენი უმეტესობა, დანარჩენები თუ ნაკრებმა გადაარჩინა სადღაც საშუალოზე დაბალ კლუბებში ხვდებოდნენ. ეხლა რაც შეეხება ანანიძეს - გინდა დამარწმუნო რომ ჯანო რუსებმა ქართველების ჯინაზე თავისივე სპარტაკში დაამტვრიეს , რადგან ჩვენი ნაკრები აირჩია ხო? ანუ თუ ხვიჩაზე რატომ არ უნდა მოუარონ ფულს აკეთებენო, აქ სხვა ლოგიკაა, აქ საკუთარი ფული ფეხებზე ეკიდათ. ეგეთი რა შურიანი გგონიათ, რომ მთელი ლიგა, თავად კლუბი და მედია ჯანოს დალეწვას ოცნებობდა? ჩაკვეტაძე რომ ასე დაიმტვრა ესეც რუსების ბრალია? იქნებ ბელგიელებსაც გაუტყდათ რომ ქართველი მაგრად თამაშობს? მოკლედ ქაოსში ცხოვრობთ და ლოგიკის ნატამალი არაა თქვრნ მსჯელობაში, მარტო აგრესია. მე კი ის ვიცი, რომ სლუცკისთან მოხვედრით ხვიჩას გაუმართლა და იმაშიც, რომ დროზევე დატოვა რუბინი. ეს ფაქტია, მარა ეს წლები რომ დადებითად წაადგა დიდი ფეხბურთისთვის , ჩემთვის ესეც ფაქტია! ურა პატრიოტიზმი კიდევ არ მიყვარს. აგერ ფიფია რას უშვება ქართულ ფეხბურთს, ასეთ კლუბს და ესენი რუსებიო. ჩაკვეზეც იგივეს გეტყვი და საერთოდ ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ვერ გაიქაჩა სათანადო დონეზე ევროპაში. რადგან ევროპა ზუსტადაც რომ არ ექცევა ისეთი ყურადღებით. ფეხებზე კიდიათ საერთოდ. მე ვცხოვრობდი ევროპაში დიდ ხანს და კარგად ვიცი მიდგომები მასებში ქართველების მიმართ. ერთადერთი ნდობა რუსეთში ქონდათ ზუსტად ამ ბიჭების უმრავლესობას, რადგან იქ კლუბებში პოლოტიკა 80% კიდია და თუ ურალზე უკეთეს გუნდში უნდა ითამაშონ, სადაა ხარაიშვილი, სადაა არაბიძე, ჟანტურია, იგივე ლობჟანიძე რით ვერ შეამჩნიეს შენმა კეთილმა გრანდებმა, მაგათ ხომ არ უშლის ხელს რუსეთი? სადაა შენგელია? სადაა ზარანდია. იფიქრეთ ხოტა იფიქრეთ , სულ რუსეთი და რუსეთი. ჩვენ ჩვენი საკეთებელის გაკეთება გვეზარება და გაუნათლებელი ბრბო გავხდით და ლანძღეთ ისინი და იყავით. ხვიჩას კითხეთ აბა ეგრე ვერ იტანს ისიც რუსებს და მათ აბრალებს ქართული ფეხბურთის პრობლემებს? კაცი შრომობს და უყვარს ადამიანები. თქვენ რატომ ამდენი ზიზღი და ყველაფერში რუსებს როგორ აბრალებთ ყველაფერს? ყველაფერს ? თქვენი გენტი და ზულტე ვერეგემი არ გაიშვას მაგათი კაცთმიყვარეობით და ქართველებისადმი სიყვარულით!:)))
გიო
გაფუჭებული ის არის ვინც მსგავს კომენტარებს წერს როგორსაც შენ ასეა ეს ..
გიო9
კვარო დიდ ფეხბურთს ითამაშებს და ჩვენ ქართველ გულშემატკივრებს ამისი გვჯერავს თუმცა ბოღმიანი და არა ადეკვატური საზოგადოება ყოველთვის იარსებებენ ამ სამყაროში ასე რომ კვარო წარმატებები და ყველაფერი კარგად იქნება it's coming...
დრაივა
აქ კიდევ ყველაფერი არ წერია კვარას ნაპოლში ჩასვლის მოლოდინში თუ როგორი აღზნებულნი არიან არა მარტო იტალიერი ტიფოზები არამედ მთელი იტალია,ამბობენ უკვე მასიურად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ნეაპოლის სამშობიარო კლინიკებში ახალშობილ ბიჭებს კვარას ან ხვიჩას არქმევენ.
Spain
აქ რომ წერთ რუსები კარგად ექცეოდნენ ხვიჩასო, ჯერ ერთი ცუდად რატომ უნდა მოქცეოდნენ, რაღაც ჩამორჩენილ ყაზანურ გუნდში, ევროპული დონის ფეხბურთს თამაშობდა და გააგიჟა მაყურებელი. ევროზონაში მოახვედრა შარშან გუნდი და 18 მილიონამდე ავიდა მისი სატრანსფერო ღირებულება. ამის მერე ცუდად როგორ უნდა მოქცეოდნენ, თან ყვებოდნენ და მიზეზიც ჰქონდათ ამისი. ასევე მის გაყიდვას აპირებდნენ 20 მილიონად და რა ცუდად მოქცევაზეა საუბარი. დამსახურებისამებრ ექცეოდნენ ვარსკვლავივით და არა იმიტომ რომ ქართველი იყო და რაღაც სადღეგრძელოებს რომ ყვებით აქ რუსეთ საქართველოს სიყვარულზე უბრალოდ წარმოუდგენელია.

კი დღესაც რუსეთში იქნებოდა და ყოველ წელს გვექნებოდა შარშანდელის მსგავსი სცენარი. ყოველ დღე რომ ტრანსფერს ველოდით და მერე რუსებმა რომ დაგვცინეს, ერთი დოლარიც კი არავის შემოუთავაზებია და თქვენ უკვე მილანებში და ტოტენჰემებში გადაიყვანეთო. ახლა ხომ გამოჩნდა რომ შეთავაზებებიც იყო მოლაპარაკებებიც,მაგრამ არ გაუშვეს. ყოველ წელს ამას გვეტყოდნენ, მერე დალეწავდნენ რომელიღაც თამაშზე და თუ ვერ აღიდგენდა ფორმას გაუშვებდნენ ურალში. ეგ იყო მისი მომავალი რუსეთში.
Skeleton
რუსები ვისაც არ გვინდა ნაცები ვართ? რატომ ვერ ცდებით ამ ვიწრო, პრიმიტიულ ლოგიკას? ასე დაგაზომბათ ტელევიზიებმა, რომ მხოლოდ ნაცებს უნდათ დასავლეთი და დანარჩენი რუსეთუმეები ხართო? არ გიტყდებათ ამის გაჟღერება? თქვენდა გასაოცრად ვართ ადამიანები, რომლებიც ვართ პროდასავლურები და არ ვართ ნაცები. იქნებ ასე პრიმიტიულად ახსნილი მაინც გაიგოთ. არ გვჭირდება ბელადი იმისთვის, რომ დასავლური აზროვნება გვქონდეს.
მალაქია
ჯანო?
კახასს
შენ რამდენს გაძლევენ ნაცსექტანტები?
იკაკუნიას
ნაცებს რა???
იკა
რუსებს რა?????
ქ. გ.
რუსეთში ყოველი თამაშის შემდეგ ფეხები ყინულში ქონდა. სლუცკიმ აღიარა, რომ დალურჯებული ფეხებით თამაშობდა. სანქციები რომ არა, დღესაც რუბინში იქნებოდა. მამუკა ჯუღაევმა რუსეთში რომ წაიყვანა, ფაქტიურად დაღუპა მისი კარიერა, მაგრამ FIFA-ს და UEFA-ს გადაწყვეტილებამ გადაარჩინა.
B
და ცუდი რა ეწერა ამ სტატიაში ვერ გავიგე ისეთი სათაური აქვს მეთქი მიწასთან გაასწორა ხვიჩა თქო
რატი
ვინც ხარ და რომელი ადამიანების ჯგუფშიც უნდა მომეკიხე, კარგად ჩანს, ამიტომ თავისმართლება-კომენტარი არ გინდა. ხომ დაწერე, რომ ევროპაში (სეპანეთი და ა.შ.) ვერაფერს მიაღწევდა (არაბიძეს და ჭანტურიას შეადარე), რაზეც მამარდაშვილის მაგალითზე პასუხი გაგცეს, მე კი რუსული ,,სპორტ-მზრუნველობის'' ნათელი მწარე მაგალითი - ჯანო ანანიძე შეგახსენე (ამისთვისაც მადლიერები ხომ არ უნდა ვიყოთ?!). ამიტომ ყველაფერი ცხადია და არ გინდა ეს თავისმართლება-კომენტარი.
კაპიტან გარდენბურგი
რატის და სხვებს - მისმინეთ ნუ დამაბრალებთ იმას, რაც არ მითქვამს! მე არ გეუბნებით რუსეთს მადლობას უნდა უხდიდეთ ზოგადად თქო და აფხაზეთის დაკარგვისთვის მადლობელი უნდა იყოთ თქო! მე ვამბობ რომ იგივე ზურიკოს და ხვიჩას თვითონ კითხეთ აბა რა აზრის არიან , როგორ ექცეოდნენ რუსეთში და ნაწყენები არიან თუ არა იმათზე... კაცს ნამდვილად თავზე გადაყვნენ , როცა ბევრი რამ უნდა ესწავლა, მათ შორის დისციპლინა, ხასიათი გამოემჟღავნებინა, შვილივით ექცეოდნენ და კომენტატორებიც და პრესაც გვერდში ედგა თავიდან, ასევე ჯერ სიომინი, მერე სლუცკი და მთელი რუბინი. ეხლა თქვენ გამოდიხართ და თურმე დაღუპვას უპირებდნენ. ყველაზე ძალიან მე გამიხარდა ხვიჩა რომ რუსეთიდან წამოვიდა, თან ნაპოლიში, მაგრამ დაუნახაობა დაუნახაობაა და აფხაზეთი აქ რა შუაშია საერთოდ??? შენ რუსები გეზიზღებოდეს და ხვიჩას ცუდად ექცეოდნენო ეს რა კავშირშია საერთოდ. ლოგიკა სადაა? ამიტომ ვამბობ ნუ გადავიქცევით ბრბოდ!! და რუსეთუმეები თქვენკენ მოიკითხეთ!
ვაჟა მასწავლებელი
რეებს მიედ-მოედებიან. შემოგვაპარეს სახელი "ზიზი". ეს სახელი თქვენს დზიუბას დაუძახეთ. ხვიჩა და იტალიელები სახელზე თვითონ შეთანხმდებიან!
სოსო
მუდამ ვცდილობდი,მეყურებინა რუბინისათვის,როცა ხვიჩა თამაშობდა.მერე თამაშის შემდეგ,ტელევიზიაში თამაშის განხილვებიც იყო ხოლმე და თითქმის ყოველთვის ხვიჩას დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ.წავიდა რუსეთიდან და ზოგიერთი გამწარდა,ამის გამო.მერე რა?ძაღლი ყეფს,ქარავანი მიდის.არც საქართველოდან დააკლეს ყეფა და ტალახი,მაგრამ ქარავანი ყურსაც არ აპარტყუნებს და თავისი გზით მიდის.ნუ ნერვიულობთ,მეგობრებო!თუ მტერი გაავებულია,ესე იგი ყველაფერი სწორი გზით მიდის.
Sommer
როგორ მიყვარს და როგორ მთელი გულით ვგულშემატკივრობ, ელემენტარულად ნეგატიურ კომენტარს ვერ ვიტან მასზე და ვცდილობ პასუხი გავცე, უბრალოდ რატომ, რატომ იმსახურებს ვინმესგან ნეგატიურ რეაქციას არმესმის, გინდ ქართველისგან და მითუმეტეს რუსისგან. რაც მე მის გამო საკუთარ თანამოაზრეებს ვეჩხუბე და ვეკამათე, ახლა კი ხვდებიან, რომ მართალი ვიყავი და ძალიან ბევრი ნანობს კიდეც იმ კომენტარებს... უბრალოდ ვთხოვდი მოეთმინათ წამოსვლამდე და არ ელანძღათ, არ მიენიჭებინათ რუსებისთვის ეგ სიამოვნება. თავად არანორმალურად მინდოდა ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან, ხელს მიშლიდა ბოლომდე გულშემატკივრობაში, ოკუპანტ ქვეყანაში მისი ყოფნა. მაგრამ იმდენად კარგია და იმდენი გააკეთა საქართველოსთვის უკვე, ასეთ პატარა ასაკში, სულ მცირე უმადურობა იქნებოდა ცოტა ხნით დაგვიანების გამო საგინებლად მივდგომოდით. იდეოლოგიურად რომელ მხარესაც არ უნდა იდგე, ამის დანახვას და დაფასებას სულ მცირე შეგნება ჭირდება. მიხარია, რომ იმ ხეპრეებს პასუხი გაეცათ, ასევე მიხარია, რომ იმ ბოროტების ქვეყანას მოშორდა და აწი ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. გულშემატკივარს მხოლოდ ერთი რაღაც ევალება , მხარი დავუჭიროთ და გავამხნევოთ. ჰეითერებს აქ ნორმალური გულშემატკივრები მივხედავთ :)) რუსების დასაყვედრებელი მაინც რა გვაქვს, მადლობლები იქეთ უნდა იყვნენ, საერთოდ რომ იყო მაგათ ჩემოიონატში ასეთი მოვლენა!
dato
და რა საჭიროა ამ სტატიების თარგმნა და ვიღაც რუსი ექსპერტის აზრის გაზიარება, ასე სხვა სტატიაც წავიკითხე სადაც ჟურნალისტები მისულები იქვნენ რუბინის ბაზაზე და გამოგვეგება კვარაო, კი ვიფიქრე რა კვარა გამოეგებათ, რა უნდა მანდ კვარასთქო და თურმე სლუცკის ყოლია ძაღლი და ხვიჩას საპატივსაცემოდ დაურქვევია კვარა. სლუცკის მაგრად უყვარდა კვარა და მაგრად ევასებოდა და მისი იქიდან წამოსვლის ამბავში მგონია რომ მისი წილი აგური ექნება დადებული. ხო ნუ ეგენი მთელი 2 წელი იმას ამტკიცებდნენ შემოთავაზება არ ყოფილაო და როგორც ახლა გაირკვა შემოთავაზებაც იყო და არ უშვებდნენ, თავად დირექტორმა თქვა არ ვფიქრობ არასწორად მოვიქეცით კვარა რომ არ გავუშვითო. მეტი ფული უნდოდათ რომ გაეკეთებინათ.
კახა
ნერვებს ნუ იშლით ამათ პრორუსულ კომენტარებზე. ისინი ამაში ხელფასს იღებენ.
Skeleton
ალტ ინფოს ნარატივზე რა კომენტარი გავაკეთო აბა? თქვენ გადაუხადეთ მადლობა რუსეთს და მე (ჩვენ) ნუ გამრევთ ამ საქმეში. მე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე თუმცა ისტორია ძალიან კარგად ვიცი. რომ არ შემოსულიყო "სიკვდილი ცელით" 1921 ში, გაცილებით მეტს მიაღწევდა ეს ქვეყანა. თან დაგიპყრეს და თან დაგაჯერეს თავიანთ უძლეველიბაში, ზუსტად ასე ხდება ანექსია არამარტო ტერიტორიის არამედ გონების. რა რუსეთი რომ არ ყოფილიყო გავქრებოდით? პირდაპირ კრემლის პროპაგანდას მივრცელებთ ჩემი კომენტარის ქვეშ? რას გვანან ქართველები ჩვენს გარეშეო ეგრე რომ იძახდნენ? კარგით რა! ზუსტად ეგაა რაც რუსეთს უნდა, დაარწმუნოს თავიანთი ქვედევრდომები, რომ მის გარეშე დავიკარგებოდით...
რატი
დიდი თურქობის დროსაც ღრუსებმა გადაარჩინეს ქართველი ერი გაქრობას?! თუ მეცამეტედან მეთვრამეტე საუკუნემდე ღრუსები გვიცავდნენ, ვანია?! გეორგევსკის ტრაქტარტატის დარღვევა (ომში რამდენჯერმე მიტოვებულ ერეკლე მეორეზე არაფერს ვამბობ, მიზეზი ისედაც ნათელია), ქართული სახელმწიფოებრივობის გაუქმება, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი ძარცვა (ნიკოლოზ დურნოვო - ,,ქართული ეკლესიის ბედი''), მოსახლეობის ძარცვა, შეურაცხყოფა და მათზე ძალადობა. როგორი ,,დიდსულოვანი'' საქციელია, არა?! როდის უნდა მოშორდეთ თქვენნაირები? მართლა სამარცხვინოა.
zura222
ან რომ ამბობ რუსეთი რომ არა ევროპაში ვიქნებოდითო ! საინტერესოა როგორ ვიქნებოდით ?? მე-18 საუკუნის ბოლოს 200 ათასიც რომ არ იყავით დარჩენილი და ეხლანდელი ტერიტორიის ნახევარსაც რომ ვერ ვაკონტროლებდით დაქცეული და გაუბედურებული "ქვეყანა " რომ ვიყავით და ჩვენი "ქართველები" ყოველდღე ასობით ბიჭს და გოგოს რომ ყიდდნენ თურქებზე და და ქართლ-კახეთს ლამის ყოველდღე რომ აოხრებდნენ ჩრდილო კავკასიელი ტომები და კიდე 10-15 წელი და საერთოდ რომ გავქრებოდით ?? ეგეთ მდგომარეობაში დავცხებდით თურქებს გადავუვლიდით და ჩვენ საზღვარს ბულგარეთის საზღვართან მოვაწყოდით ? ან როდის ვიყავით "ევროპული ცივილიზაციის წევრი" ??
zura222
რუსეთი რომ არა ეხლა საერთოდ არ იქნებოდი ! ან იქნებოდი ვიღაცა ალი აშრაფ იბნ ბეის მონა და გერქმეოდა მუსტაფა ხალილ ოღლი ან რამე ეგეთი PP რუსებმა თურქებს და სპარსელებს რომ გადაუარეს მე18- მე-19 საუკუნეებში და ჩრდილო კავკასიერი ქისტები და ლეკები რომ დააშოშმინეს საქართველო სულაც არ აინტერესებდათ თავისი მიზნები ქონდათ მაგრამ ხომ აესიომააა რომ იმ თავისი მიზნების განხორციელებით მისდა უნებურად საქართველო გადაარჩინეს მინიმუმ გამუსულმანებას და თურქეთ-სპარსეთის ვალაიეთებად ქცევას და მაქსიმუმ საერთოდ საქართველოს და ქართველი ერის გაქრობას !
muro
როდის აქეთ გახდნენ კუდინოვები რუსები? და კიდევ, საიდან მოიტანეთ რომ ეს ვიღაც გეორგიი კუდინოვი არის ჯურნალისტი? სპორტ-ექსპრესში მოიხსენიება როგორც მოწვეული ავტორი. ეს მისი ერთადერთი სტატიაა. სადმე შეგხვედრიათ მისი სტატიები?
zura222
სკამზე ჯდომა კიდევ არაფერია იმ წუწურაქებს ფული დაენანათ და არ წაიყვანეს ისრაელში ან გერმანიაში უმაგრეს კლინიკებში და უმაგრეს ექიმებთან და იქვე ჩვეულებრივ კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია მერე ჯერ ბოლომდე მორჩენილი არ იყო და ათამაშებდნენ და ქრინიკული ტრავმა აკიდეს და დაღუპეს @ არადა მაგალითად ისრაელში რომ გაეკეთებინა ოპერაცია 2-3 თვეში ჯანმრთელი იქნებოდა და იმ ტრავმის ნასახიც არ ექნებოდა ! მე თვითონ ვიცნობ ისეთებს ვინც ისრაელის კლინიკაში გაიკეთა ოპერავია და ამბობენ თითქოს ახალი ჯანმრთელი ფეხი გამომებაო !
ასეა.
გიორგი ჩაკვეტაძეც რუსეთმა გააფუჭა? სათადარიგო სკამზე ჯდომით წაახდინეს გიო, ისე, რომ არც ევროპაა ნამეტნავი ფრთიანი ანგელოზი.
Zel
Da sąd aris aq bogma da boroti shuri
რატი
ჯანო ანანიძე - აი შენი ღრუსეთის სპორტული განვითარების სახე. არ მოგეწონა, არა?! ხვიჩას და ზურიკოს იმავეს გაუკეთებდნენ, იქიდან დროზე რომ არ გამოესწროთ. ბრბო და ნახირი მონობისგან ხდებიან, ყველა თქვენნაირ ,,რუსეთის მადლიერები უნდა ვიყოთს'' ვუსურვებ, ეს გაიაზრონ. და კიდევ, აქ არაფერს ვამბობ იმ სპორტსმენებზე, ვინც ,,ველიკი სოვეტსკი საიუზის'' დროს იმიტომ კნინდებოდნენ და იჩაგრებოდნენ, რომ რუსები არ იყვნენ, მათ შორის ბევრი ქართველი. უბრალოდ სამარცხვინოა. გასკდნენ ბოღმით რაშისტები, მშვენიერია, ძალიანაც კარგი! დანარჩენი სათქმელი კი დევნილმა და Skeleton ჩემზე უკეთესად გადმოსცეს.

რა ზიზი, კვარას დაუძახებენ, არამგონი არსებობდეს ერი რომელსაც კვარა-ს თქმა გაუჭირდება, ასე რომ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა
Skeleton
"ობიექტური" ს მივმართავ, ვახო სანაია და ნანუკა, ასევე სხვა ჟურნალისტები როგორც ჩაიჭრნენ ხვიჩასთან, ჩემზე უკეთ არავინ იცის, რუსულ პროცოკაციას წამოეგენ ესენიც და ეგონათ რომ იქ რჩებოდა სამუდამოდ. არავის გვინდოდა მისი იქ ყოფნა, უბრალოდ ეს უაზრო ლანძღვა რომ არასწორი იყო თავად უკეთესად იციან, იმიტომაც წაშალეს ყველა პოსტი და ვეღარც იღებენ ხმას. ვერ ვხვდები იმათი დანაშაული რაშუაშია აქ, იმათი ცუდი კომენტარებით იფარება რუსების ამაზრზენი ქმედება? ქართველებიც ლანძღავდნენთქო და ამით რუსების დანაშაული უნდა გადავფაროთ? ხვიჩას ფსიქოლოგიურად დანგრევას ცდილობდნენ და ცდილობენ დღემდე რუსები, მოტივაციას უგდებდნრნ და ვერ იტანენ რადგან მათ გარეშე აღწევს წარმატებას. ქართველებს რომ ზედმეტი მოუვიდათ ეგ ხვიჩას მიმართ სიყვარულის და გადამეტებული ინტერესის გარდა, ასევე გაუნათლებლობის დანსახურებაც არის. არავის უნდოდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს რუსეთში ეთამაშა. თუმცა ის ვერ მოტვინეს, რომ ბიჭი უკვე რუსეთიდან მოდიოდა და დროში იწელებოდა ეგ ამბავი, კი მიხვდნენ ახლა რის გამოც იწელებოდა. ნაპოლიში მიდიოდა თურმე, ვინც ეგრევე დატოვა რუსეთი (გაგნიძე, წულუკიძე) კი ვხედავთ, რომ ისევ დაბრუნდნენ ... არამგონია ვახო სანაიას ან ერაძეს ეწყინოს ხვიჩა თუ წარმატებას მიაღწევს, ვიცი როგორც უყვართ ფეხბურთი და როგორც გულშემატკივრობდნენ ხვიჩას აქამდეც. უბრალოდ როგორც ყველა ქართველი ეგენიც წამოეგენ იმ პროვოკაციებს, რაც რუსებმა მოგვიგდეს. ბანერი რომ დააჭერინეს ხვიჩას ხელში, არსად მივდივარო, თან მაგ ფოტოს გავრცელებიდან ერთ საათში უკვე კონტრაქტის გაწყვეტა გამოაცხადეს. აგვიგდეს და ჩვენც ავყევით, ვახოც ნანუკაც და ყველა. მაგის გამო ყველა ტელევიზია დავტოვე და ყველა მაგ ჟურნალისტის გვერდი, ხვიჩას ლანძღვა რომ ვერ ავიტანე.. ერთ გვერდზე მარტო მე ვიცავდი ხვიჩას და ისეთები დამიწერეს აქ ვერ გავიმეორებ :)) მეცოდებოდნენ თან, რუსების პროცოკაცია პირწმინდად რომ შეასრულეს გაუცნობიერებლად. უბრალოდ მოდი რუსების დანაშაულს იმით ნუ გავამართლებთ, რომ სადღაც ქართველებიც ლანძღავდნენ ხვიჩას! წარმატებები
Skeleton
ვეთანხმები "დევნილი"ს კომენტარს 100% ით. რა გვაქვს რუსებისთვის სამადლობელი ხალხო? რუსეთმა უდიდესი ნაბიჯი გადაგვადგნევინა უკან, რუსეთი რომ არა ევროპაში ვიქნებოდით და ევროპული გუნდებისთვის ასე უცხო არ იქნებოდნენ ჩვენი ფეხბურთელები. დასავლური კულტურაც და სპორტიც რუსეთის გავლით რატომ უნდა შემოსულიყო ჩვენთან, ან ჩვენ რუსეთის გავლით რატომ უნდა გავდიოდეთ დასავლეთში, როცა თავად ვართ დასავლური კულტურის ნაწილი და ბერძნული მითოლოგია კოლხეთის და აქური ამბების გარეშე უბრალოდ არარსებობს. ჩვენი ფესვები დაგვავიწყა რუსეთმა და ტვინს ჩაგვიბეჭდა, რომ ჩვენ ვართ ველური, გაბურძგნული, მოძალადე კავკასელები, რომლებშიც კულტურა რუსებმა შემოიტანეს, წერა-კითხვა გვასწავლეს და ადამიანებად გვაქციეს.(წაიკითხეთ "მგზავრის წერილები") სად იყო რუსეთი, ჩვენ რომ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით? ყველაზე მეტად მეზიზღება ურაპატიორიზმი, მაგრამ რასაც ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით არის და არა ინფანტილური სადღეგრძელოებით. ვერ იტანს რუსეთი, როცა მის გარეშე აღწევს წარმატებას ქართველი. ხვიჩა თუ გახდა მსოფლიო დონის ფეხბურთელი, დაყვედრებები მაშინ ნახეთ, რუსეთი რომ არა ვერაფერს მიაღწევდაო ასე დაგვიწერენ, ისედაც ეგრე ფიქრობენ და ნუ უწყობთ ამაში ხელს! ჩვენ რომ უკან დახეული ვართ ყველა სფეროში, უდიდესი წვლილი მიუძღვის ამაში რუსებს. ჩვენი სახელოვანი საბჭოთა დროინდელი ფეხბურთელები, ვინ იცოდა მსოფლიოში რომ ქართველები იყვნენ? საკუთარი ქვეყნის სახელით ვერაფერი გაგვქონდა და ჩვენს ნიჭიერ ხელოვანებს თუ სპორტსმენებდ რუსებად თვლიდნენ, ამაზე მეტი ტრაგედია რაღა უნდა იყოს!! ამიტომაც ვერ მოვიკიდეთ ფეხი ამდენი ხანი დასავლურ სფეროში და კიდევ არსებობს ხალხი, ვინც რაღაც გამოგონილი შიშების გამო ისევ უკან, რუსეთისკენ მიგვათრევს!!
დევნილი
მამარდაშვილმა კრილიადან "გაქაჩა" თუ რასტოვიდან? ხვიჩას საპირისპიროდ რამდენი ჩარჩა და ჩაიკარგა რუსეთში, ისიც ჩამოთვალე. და საერთოდაც რუსეთის სამადლობელი ნამდვილად არაფერი გვაქვს ბოლო 33 წელია მაინც. ზუსტად რუსეთის დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ არ ვართ ევროპის სრულფასოვანი წევრი და ქართველ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ მარტივად წასვლა ევროპაში, ამიტომ მოხვდნენ რუსულ ჭაობში ხვიჩაც და ზურიკოც! სხცა თუ არაფერი აფხაზეთის და სამაჩაბლოს პატრონი არ შეიძლება მადლობას უხდიდე რუსეთს რამისთვის. ისიც ხომ დავინახეთ, რომ არც პოლიტიკა და სპორტია გამიჯნული და არც პოლიტიკოსების და ხალხის პოზიცია.
ემიგრანტი
როგორც ოთარ მამასახლისმა შეარქვა კვარადონა მშვენიერი მეტსახელია და ნეაპოლელებისთვისაც გამარტივდება კვარადონა კვარადონა კვარადონა
ობიექტური
ჟურნალისტი ვახო სანაია, მისი დანი და ძმანიც, რეებს წერდნენ ხვიჩაზე? ისე, რომ აქედან დაიწყეთ და სხვას ნუ მიახტებით!
kapitan gardenburgss
მართალი ხარ ძმაო! რუსეთში გახდა პოპულარული ხვიჩა, თორე აქ, რომ ყოფილიყო ერთი რიგითი მოთამაშე იქნებოდა, რომელსაც არავინ მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ "დაუნახავების ურა პატრიოტებს" შეაგნებინენ რამეს? ასეთებემა ოღონდაც იგინონ და ილანძღონ ეგ არის ასეთების საქმე.

რუსების შურიანობის შესახებ რომ დავწერე აქ საკუთარმა თანამემამულებმა მომაყენეს შეურაცხყოფა, დაბოღმილი ხარო. რუსებზე და ჩეჩნებზე თუ ვინმე იბოღმებოდა არვიცოდი... რუსები იყვნენ რომ გვეუბნებოდნენ, ქართველებმა გააფეტიშეთ თორე ისე დიდი არაფერი ფეხბურთელიაო, სლუცკიმ არ თქვა პირდაპირ ეთერში? ერთი დოლარიც არავის შემოუთავაზებიაო და არავის უნდაო :) ტყუილად დაახვიეთ თავბრუ და ასე თუ გააგრძელა რუბინის სასტარტოშიც ვეღარ მოხვდება, არათუ დიდ გუნდშიო. ნუთუ ვერ ხედავთ როგორ უგდებდნენ მოტივაციას? ერთი ჩაგდებული თამაშის მერე რუბინის გვერდზე საშინელი დამამცირებელი კომენტარები იწერებოდა... მაგათი ჭაობი ჩემპიონატი ცოტა ხნით მაინც რომ გახადა ყურებადი მისი მადლობლები უნდა იყვნენ. კარგად ექცევიან ქართველებსო აქ ვიღაცა შემეპასუხა, კარგად ბატონიც ექცევა მონას, თუ მისგან სარგებელს ელის. როცა ხედავს, რომ მის გარეშე აპირებ წარმატების მიღწევას და აღწევ, მერე უკვე აღარ გექცევა კარგად. რუსეთ საქართველოს ურთიერთობას ძალიან ჰგავს ხვიჩას და რუბინის ურთიერთობა:)) კიდე ბევრს დაწერენ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხვიჩამ ნაპოლიში თამაშები ჩააგდოს. როგორ ბაყაყებივით აყიყინდებიან... ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ არამარტო რუსეთში. თუმცა ქართველები იმით მაინც იმართლებენ თავს, მისთვის კარგი გვინდა და იმიტომ ვლანძღავთო :))
Temo
მე ვერცერთი ქვეყნის ჟურნალისტების დამცველად ვერ გამოვდგები, მითუმეტეს რუსების, მაგრამ აქაური ჟურნალისტების მართლაც და შეუფერებელ საქციელებს, რომ ვუყურებ, რომლებიც ყოველგვარ ზღვარს გადადიან და არეულობას და ქაოსს იწვევენ, ვიზე რა გვაქვს სალაპარაკო?
კაპიტან გარდენბურგი
კოდევ ერთი, რამდენიც გინდა იმდენი დისლაიქი დამიწერეთ, უმადურიბა არ მიყვარს! ხვიჩაც და ზურიკოც რუსეთში გახდნენ ისინი, ვინც არიან. რადგან იქ მოთხოვნაც და ყურადღებაც და დახმარებაც დიდი იყო თავიდანვე. წასულიყო ბელგიაში ან უნგრეთში ან ესპანეთში და გვეყოლებოდა კიდევ ერთი არაბიძე და კიდევ ერთი ჭანტურია. 1 გრამით არ ცაკნინებ თვითონ ხვიჩას და ზურიკოს უდიდეს თავდადებას და მონდომებას! მაგრამ დაუნახაობა სანამ გვექნება ვიქნებით ასეთი ბრბო მეგობრებო! აბა ან ბლოკი ან დისლაიქების არმია :)
კაპიტან გარდენბურგი
ნუ გადავაქცევთ ქართველ გულშემატკივრებს ბრბოდ! არ გვიხდება მეგობრებო, ღირსეულად დავიჭიროთ თავი, სტატიის მთარგმნელსაც ეხება წაქეზებისთვის , რადგან უკვე წინასწარ ისე ვოყავი საგინებლად მომხადებული, გეგონება რაღაც საზიზღრიბა ეწერა და ზოგი კომწნტარის ავტორსაც. არაფერი ასეთი ჭკუიდან გადასასვლელი აქ არ ყოფილა. თუ დაბლოკავთ ცხადი არ გამიკვირდება
კახა
აქ რომში ყველა დიდი თუ პატარა,მიუხედავად იმისა ის ლაციოს,რომას,თუ იუვენტუსის გულშემატკივარია ყველა ხვიჩაზე საუბრობს,ნეაპოლის ფანები საერთოდ ჭკუაზე არ არიან,მოლოდინი დიდია!წარმატებები ჩვენო იმედო!
დდდ
თამაში ნიშნავს მსოფლიოს მერვედფინალს მინიმუმ.
ატსს.
სხვისი ქვეყნის ჟურნალისტებზე როცა ქილიკობ, ჯერ აქაური ნაცების "ვაი ჟურნალისტების" საქციელებს შეხედე და მერე ისე ილაპარაკე. სამი აგრესიული ტელევიზიის: უმეცარი, უზრდელი, გაბოროტებული, შიზოიდების ჟურნალისტებს, ყველა ქვეყნის ჟურნალისტები ჯობიან! ველურებიც არ იქცევიან ისე, როგორც ეგენი ექცევიან ხალხს!
მალაქია
იმბეცილების ფედერაციის იმბეცილი ჟურნალისტი, ამათ არ შეუძლიათ სხვანაირად ცხოვრება. იქ სადაც ძიუბა ყავდათ "ვარსვკლავი" აბა ხვიჩა რა მოსატანია. ამხელა ქვეყანაა, ამხელა ფინანსები იხარჯებოდა ფეხბურთში და კოკორინზე "დიდი" ფეხბურთელი ვერ აღზარდეს და ყველამ ნახა როგორ ხეხა სკამი ფიორენტინაში.
რეზო
რატო მარტო მაგათ? გაგნიძე, ქავთარაძე, ბერიაშვილი და რამდენი "ჯიგრები" ახარებენ რუსის დედის გულს.
არტ
ამ დაკომპლექსებულ, ჩამორჩენილ, ნახევრადველურ ქვეყანაში ჟურნალისტების დონეც შესაბამისია ბუნებრივად. ვითომ ანგლობს თავის ჭკუაში. კვარა ამათი დასაცინი ყოფილა, ამ უნიჭოების. 120 მილიონში 11 კაცი ვერ შეურჩევიათ ფეხბურთი რომ ითამაშოს ნორმალურად. თუმცა ახლა აღარც ჭირდებათ. ისხდნენ ახლა იმ თავის მუხასრანსკებში და სხვის წარმატებაზე გულზე გასკდნენ!
ქ. გ.
პირველი კომენტარის ავტორს -> გენიოსი ხარ. ყოჩაღ.
roma bejanidze
100 % გეთანხმები. 4 დიზლაიქი ვინც დაწერა (შემთხვევით დაწერილს არ ვგულისხმობ) რუსეთუმეა. გადაშენდით რუსებო და მსოფლიო დამშვიდდება. რაც შეეხება ხვიჩას მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. მინდა იტალიელებს მარადონა დაავიწყო და რუსები შურისგან დახეთქო. ჩვენ ხომ 4 მილიონი პატარა ერი ვართ. შენ ამ 4 მილიონში კაშკაშა ვარსკვლავი ხარ. უბრალოდ შენი თამაშით გვასიამოვნე. საქართველოს უყვარხარ. ღმერთი შენსკენ.
zura222
ისე ჩვენში დარჩეს და მე ამ სტატიაში შური ბოღმა და დაცინვა ვერ დავინახე ! ნუუ ოდნავ წაკბინეს საქართველოს ჩემპიონატის დონეს მაგრამ ჩვენთან უარესებს იძახიან ჩვენ ჩემპიონატზე ! და კიდევ ნაკრების მეტოქეების დონეზე (ისე საინტერესოა თვითონ როდის მოუგეს სტუმრად ზიდიზედ ასეთი ანგარიშებით ძლიერს თუ არა საშუალო დონის გუნდებს მაინც ? DD) მაგრამ არაუშავს ჯანდაბას მაგათი თავი P არც ისაა გასაკვირი რომ რუსები ყურადღებას აქცევენ ხვიჩას და წერენ ბევრს ბოლო ბოლო ხვიჩა მაგათი ჩემპიონატის მშვენება და ყველაზე ყურებადი ფეხბურთელი იყო და არაფერია აქ გასაკვირი ! ჩვენც ხომ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენგან წასულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს მაგალითად ჩისკოს და სხვებს P
kane
იმედია კომენტარს გამოაქვეყნებთ. როდის უნდა დაანებოთ თავი ქართულმა სპორტულმა სიტებმა, championat.com, sports.ru და სპორტ ექსპრესის თარგმნას? ელემენტარულ პატარა ინფოსაც მანდედან იღებთ. საერთოდ ვის რაში აინტერესებს რუსი ხვიჩაზე რას წერს, თავის ჯიქიას და ზახარიანს მიხედონ რა
zura222
ეგენი ვერ არიან რა ზიზი და რის ლულუ ესვა სახელი ვერ მოუძებნეეს ?? ზიზი ფილმებში ე.წ. მსუბუქი ყოფაქცევია ქალებს ქვიათ DDD
Mamuka
კიდევ თავი შეუკავებიათ. მე უფრო აგრესიულად უარყოფითი სტატიებიც მინახავს კვარაცხელიაზე. ეს კიდევ ისე რა, უფრო იტალიურ პრესის კრიტიკაა. ესენი რომ ვინმეს ობიექტურობას დაუწუნებენ!
Mdaa.
ჰმ. ჯერ საერთოდ ვინ გაბედავს ვინ დაწერს ასეთ სტატიას სხვა ეროვნების ფეხბურთელზე ასეთ რამეებს რუსების გარდა არავინ აკეთებს. და აზრზე ხართ რა გაბედეს ამ წკვინტლიანებმა პრიმატებმა რუსული პრესა იტალიურ პრესას აკრიტიკებს. რუსებმა როგორც იქნა გაბედეს და ეხლა უკვე იტალიელებს დაუწყეს დაგესლვა ისე როგორც ქართველებზე იგესლებიან. რაო, კბილს უსინჯავენ იტალიელებს?)) და ეს ყველაფერი ქართველი გულზე, რადგან ფაქტია მთელი იტალია აქებს და დადებითაე ახასიათებს. სხვა გზა არა აქვთ დამპალ რუსებს, ქართველის დასაკნინებლად ეხლა უნდა გაბედონ და იტალიურ პრესასაც დასცინონ (თითქოს დანარჩენი მაოგლიო არ აქებს ხვიჩას). ხოდა უნდა ეს ეხლა უნდა გადათარგმნო და ნეაპოლელებს წააკითხო. მაგათ ისედაც არ ევასებათ ჩრდილოელები სტადიონზე სულ NODRDI BASTARDI!!! ს გაყვირიან (ჩრდილოელო ნაბი### ვრებო!!!) და ამ რუსებს სულ ამოუტრიალებენ ალბათ ჯოშს და ჯილაგს რა უნდოდათ ამ უბედურებს ჩვენ ქართველები არ ვყოფნიდით. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის სადაც წერენ რომ... "ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში," მაკედონია რომელმაც იტალიას მოუგო ეხლახან და საქართველოს ჩემპიონატი როცა ქართული გუნდმა მოსკოვის დინამო გამოაგდო საკვალიფიკაციოდან ესეც ეხლახან. მაგის გარდა შვედეთს რომ 2:0 მოვუგეთ ხვიჩას დუბლით მაგას საერთოდ ვერ ბედავენ მაგის ხსენებას სისხლს ფსავენ დღემდე როგორც ეტყობა. ასე რომ, ... Молчать. Суки. თქვენი წამება ეხლა იწყება.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ