U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიების პირველ მატჩში, B ჯგუფში საქართველოს ნაკრები ტრევიზოში მასპინძელ თანატოლებთან 19:36 (12:21) დამარცხდა.

პირველ ტაიმში ლადო კილასონიას გუნდი ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ტაიმი 22:12 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და გაიმარჯვეს. "უმცროსი ბორჯღალოსნებიდან" მესამე ლელო შალვა აფციაურმა გაიტანა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 30 ივნისს, მეორე ტურში უელსს შეხვდება, რომელმაც შოტლანდიას 45:15 სძლია. თამაში 19:00 საათზე დაიწყება.

წარმატებული მორაგბე რომ არ ყოფილა და 19 წლიდან რომ მწვრთნელია, ეგ იმას არ ნიშნავს რომ გამოუცდელია. არ არის საჭირო დიდი მორაგბე იყო რომ დიდი მწვრთნელი გახდე, აქ კი არა ყველა სპორტში მასეა. სხვა ყველაფერში გეთანხმები მაგრამ კონკრეტულად ეგ არგუმენტი ძალიან სუსტია
დემე
სიცრუეს რატომ ავრცელებ? ნახევარზე მეტი 2002 წელს დაბადებულია და მხოლოდ ოდნავ ნაკლები ხალხია 2003 წლიანი. უბრალოდ სიცრუეს ამბობ
Sonigi-ს
მე ჩვენი ნაკრების წარუმატებლობს კი არ მახარებს ან ჩასაფრებულის პოზიციიდან ვლაპარაკობ. ვინც რაგბში ერკვევა ან დიდი ხანია უყურებს მაინც, მიხვდებოდა, რომ ეს ნაკრები სუსტია. მარტო ტექნიკაში კი არ მოვიკოჭლებდით, არამედ თამაშის კითხვაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. შერკინება დაგვიჩაგრეს, აუტის მოწოდება ცუდი, გაფუჭებული ბოჭვები, სადაც სისწრაფე და სწრაფი გადაწყობა იყო საჭირო დაცვაში, ზანტი მოქმედება. სუსტი ათი ნომერი, უფანტაზიო თამაში, დინამიკა არ იგრძნობოდა და რა ვიცი კიდევ. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ამ თამაშით სირცხვილი და თავს ლაფდასხმა არ აგვცდება. ბოდიში მომიხდია ყველასთან, თუ ვცდები!
გიორგი
აბსოლუტური სიმართლეა!!’
roma
ყველა ევროპელ გრანდს და არამარტო მათ ყავთ უამრავი ნატურალიზებული ოკეანეთიდან ჩვენ კი მხოლოდ ჩვენივე ძალებით ვთამაშობთ რაგბს და უფრო მაღალ დონეზე ასვლა თუ გვინდა ჩვენც უნდა დავადგეთ იმათ გზას.
ქომაგი
ზვიგენა თავიდანვე შეცდომას უშვებ რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს მიჯნავ და რაღაც მახინჯურ იდეებს აფრქვევ. ყველა ნაკრების (თამაშის სახეობის მიუხედავად) წარმატება და წარუმატებლობა უნდა გავიზიაროთ, ნაცვლად ერთმანეთზე ნიშნის მოგებით საუბრისა.
simartle
ვკითხულობა კომენტარებს და ვერავინ სწორ მიზეზს ვერ ასახალებს რარტომ არის გუნდი ასეთ დაბალ დონეზე. პირელი ყველა მწვრთნელი ლელოდან და 14 მოთაშე ლელოდა. სანამ Bათუ კევლიშვილის მაფიურ მიდგომას არ მოეღება ბოლო არაფერი შეიცვლება. მოთამაშეებს ვერ დავაბრალებთ ბერს. არის სხვა მიზეზებიც რის გამოც ეს გინდი ვერ ითამაშებს და ამას შეილზლება მთელი ფედერაციის და სამწვრღთნელო შთაბების დაქნევა დასჭირდეს. გარდა ამისა ყველა ქვეყანაში რაგბი იწყება 7 კაციდან რაც ეს პატარაობიდან უვითარებს ბავშვებს ხელით თამაშს, მოძრაობას, პასებს, ოფლოუდს, მოედნის ხედვას, ბურთზე რაქში დროზე ჩასვლას, რაქის დროულად დაყენებას, სტამინას, სისწრაფეს, ხვრელების ხედვას დაკიდული ბურთის დაჭერას და სწორად ახტომას და დაცვას. ჩვენთან რქბით არიან დამდგარი ზოგი შვიდკაცის ყოლა ფუფუნებააო ხურციძემ უტიფრად განაცხადა, ამ დროს ერთი უნიჭო სუსტი მოთამაშე იყო თვითონ და სკამი კარგად ახვს ნახეხი, სანმა ბათუმ არ გაჩხირა. ტყემალზე ზიან და ხალხს ხურმას აჭმევს ის "ფრენჩიზა" გალექსილი პრეზიდენტი კიდევ ლაყაფს უნდა შეეშვას და ნეპოტიზმს ებრძლოს. თუმცა როგორ? თვით ნეპოტიზიმ მობრძანდა ასეა დილეტანტებს რომ შეტენიან და უცოდინრებს და რაგბის უთამაშებლებ აბარებენ ნაკრებებს, ან კილასონიას რა აქვს ნათამშები? მამამისის გვარის და ღვაწლის გამო? 19 წლიდან მწრთნელია ბიჭი. აზრზე არ არის და სხვებს რა უნდა მოსთხოვო? ეყოფა ფედერაციას მაიმუნობა. გაჭირვებას გამოვლილი და აქამდე მოტანილი სპორტი ასე დაბლა დაეშვა არა და ყველაზე კარგად მაინც მთლიანობაში ირლანდიასთან თითქმის 20 წლის წინანდელი მათჩი არის ნათამაშები და ამ განვლილ დროს თურმე განვვითარდით... ერთი ადგილის ტკეპვნით შორს ვერ გავპრინდებით შერეკილები თუ არ ვართ. სანმა მთLიანად საქართველოში არ მორჩება ნეპოტიზმის და კლანური ცხოვრება, ვინ ვისი შვილია და ნათესავი თუ ასე შემდეგ არაფერი გამოვა არც რაგბში და არც იმ ევროპაში შესვლით. უნდა დაინახოთ რომ ჩვენსავე თავს ვნებთ და ვღუპავთ ყოველ მხრივ და საქართველოც დაცარიელდა და დაღუპვიდ დონეზეა დასული ამ პოლიტიკის გამო.
გიორგი
სამწუხაროდ ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს. ამ 3 წლის უკან აფრასიძის, აბჟანდაძის U20 ნაკრებით ირლანდიას, არგენტინას, შოტლანდიას, იაპონიას , სამხრეთ აფრიკას ,იტალიას ვუგებდით ან თანაბრად ვეთამაშებოდით. YouTube-ზე ყველაფრის ნახვა შეიძლება
ჟორა გაბრიჭიძე
სპორტის მინისტრის თ. წულუკიანის აღიარებით საქართველოს მთავრობის მიერ სპორტისთვის გამოყოფილი თანხის 30% რაგბს ხმარდება და რა შედეგი გვაქვს? მხოლოდ საპატიო წაგებები დიდ გუნდებთან. საქართველოს სპორტის მიერ წლიურად მოპოვებულ მედალთა 80%-ზე მეი ჭიდაობებზე მოდის, ჭიდაობას კი ამ თანხის 7-8% ხმარდება, უსამართლობაა? არა მარტო, ამას უყაირათობაც ჰქვია.
ჰაჰა
თუ ეგ სიმართლეა, მაშინ ნამდვილად სამწუხაროა.ესეთი იდიოტებები კომუნისტების დროს ხდებოდა. ჩვენ გვინდა რაგბის მომავალი და არა ერთ ტურნირზე წარმატება. ვინ მისცათ უფლება, რომ ადამიანს ასაკით ეკუთვნის მაგრამ არიქა 2 წლის მერე ვეღარ გათამაშებ და ამიტომ მას მომავალი წაართვა.
gia
გამარჯობა! ფეხბურთში 6-ჯერ მეტი იხარჯება + ფული მოდის უეფა და ფიფადან + მეტი სპონსორები ყავს ფეხბურთს. ერთ ადგილზე რომ ვბუქსაობთ მაგაში მართალი ხარ
zura222
5 წლის წინ ფედერაციაში მოსულმა უსაქმურებმა დაღუპეს ქართული რაგბი @@ იმის მერე სულ უკან უკან მიდის ჩვენი საქმეევი @@@
gavasha
არ გეწყინოს მეგობარო მაგრ ძაან უშინაარსო რამეს წერ. აგერ ეხლა 10 ივლისს არის თამაში და შევხედოთ აბა ბათუმში იტალიასთან რა თამაში იქნება. მე მაქვს იმედი რომ მოვიგებთ მაგ თამაშს. თუ შემოხვალ მერე დავაკომენტაროთ და ვნახოთ ვინ უფრო ახლოს ვართ სიმართლესთან შენ თუ მე.
Sonigi
მსოფლიოზე რაგბისტები ისედაც თამაშობენ და კონფერენს ლიგის დონეზე ჩვენი კლუბებიც არიან , ჩემპიონთა ლიგას კიდევ იქაც და აქაც კერძო მფლობელის ინვესტიცია სჭირდება თავის კლუბში .
Sonigi
არ არის ძალიან სუსტი ნაკრები , უბრალოდ იტალიაა ჩვენზე ძლიერი და შეთამაშებული . შოტლანდიასთანაც მოიგებენ და უელსიც არ ჩანს ჩვენზე ძლიერი . ერთი რაც არ მომწონს აია არ არის საკმარისად წარმოდგენილი ნაკრებში , თბილისელი ვარ ( აკადემიას ვგულშემატკივარი ) , მაგრამ ჩვენი რაგბის ნებისმიერ დონეზე წარმატება ქუთაისელი რაგბისტების გარეშე ვერ წარმომიდგენია .

გეთანხმებით. ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლიათ. კოჭებში ეტყობათ, რომ აქ თამაშით ნელ–ნელა მოუმატებენ ეს ბიჭები.
Zvigena
ერთი იცოდეთ რაგბის გულშემატკვრებო ჩვენ არვართ იტალის დონეზე და ძალიანაცბევრი გვიკლია იტალამდე გინდ უნცროსებში და გინდა უფროსებში ერთ ადგილზე ვბუქსაობთ ვერ ვითარდებით იმხელა ფულიდიხარჯა რაგბშიი ამხელა ფული და ინფრასტრუქტურა ფეღბურთშიბრო ჩაედოთ ეხლა მსოფლიოზეც ვიქნებოდით ევროპაზეც ლიგაზეც კონფერენს ლგაზეც ეს იცოდეთ
Rugby Fan
მთლიანობაში, აშკარა იყო იტალიის ნაკრების უპირატესობა, მაგრამ განსაკუთრებით დაგვჩაგრეს დაკიდულ ბურთებზე თამაშში, სადაც თითქმის ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ. ნუთუ არ შეიძლება გუნდის ცოტა უკეთ მოზადება ამ კომპონენტში?!
gavasha
მაინც მგონია ჩვენი ახალგაზრდები დაუმუშავებელი ალმასის შინაარს ატარებენ. მომენტებში დავინახე ძალიან მაგარი აფეთქებები. აი ამის სისტემაში მოქცევაა საჭირო სტაბილურობა და ცოტა ცივი გონება. ეს თუ სასწაული იტალია იყო მაშინ 6 ერი მართლა არა ყოფილა შორს ჩვენგან
r
წელს სამხრეთ აფრიკაში ტურნირზე ჩვენი 20 წლამდელთა ნაკრები სინამდვილეში 19წლამდე ნაკრებით იყო წარმოდგენილი - მოტივაციად მაშინ გაჟღერდა რომ მთავარი პრიორიტეტია 2023 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის მომზადება. ეხლაც ამ ტურნირზე ბორჯღალოსნები ძირითადად ერთი წლით უმცროსები არიან. ამ ასაკში ერთი წლის სხვაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოდის რომ მწვრთნელები ამ ტურნირს მოსამზადებელ მნიშვნელობას ანიჭებენ. არ დაგვავიწყდეს ჩვენი მოწინააღმდეგები ტიერ-1 გუნდებია საბრძოლო შემადგენლობით.
ზაზა
ნაკრები თავისთავად შეუთამაშებელია და ეს ტურნირი ბევრს ასწავლის ბიჭებს. ერთი რამე მაინტერესებს მხოლოდ, დავიჯეროთ, რომ აიაში სანაკრებო არავინ გამოჩნდა?, თუ ფეხბურთის სიტუაცია ინერგება რაგბიში.
პაატა
ადრე იყო კილასონიასთვის ნაკრების ჩაბარება! ვერ დააყენა შემადგენლობა!!! რა გაგვიხდა მაღალკვალიფიციური უცხოელი მწვრთნელების მოწვევა?! მოიყვანეთ რა და ჩვენებიც თანდათან ისწავლიან, ასეთი რეგრესით უმძინეს შედეგებს მივიღებთ! წლებია ჩვენი ეროვნული ნაკრების, და ზოგადად ჩვენი რაგბის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანეს საეტაპო შეხვედრებს ვაგებთ, ეხლა კიდევ 20 წლამდელების ამბავიც დაემატა...
დემე
ერთი გასაგები ასპექტი არის ის, რომ შეუთამაშებელი გუნდია როცა ამ სხვა გუნდებმა ექვსი ერი ითამაშეს ერთმანეთში რამდენიმე თვის წინ. გაგებით ვეპყრობი ამის გამო, მაგრამ ფაქტია რა, ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო: შეიძლებოდა ამ მატჩის მოგება და ათი ნომერი იყო თავიდანვე შესაცვლელი! საწყენად არ ვამბობ, განა ცუდი მორაგბეა და მონაცემები არ აქბს, არა უბრალოდ ამ ასაკში განსაკუთრებით რთულია თუმდაც ერთი მორაჰბკს მენტალურად წნეხის ვერდაძლევისას სტაბილური ხარისხით გააგრძელო თამაში, ამ დროს მთელი გუნდი იშლება, მითუმეტეს 10 ნომერი როცა ხარ სხვა ვერ შეძლებს შენი შეცდომების გადაფარვას ისევ შენ თუ არ შეიცვალე. მთელი გუნდი რომ არ აჭრილიყო დარწმუნებული ვარ სხვა სურათი იქნებოდა, თუმცა მშვენიერი გუნდია იტალია და ძალიან ნიჭიერი მორაჰბეები ყავდათ, განსაკუთრებით დამრტყმელი. სამწუხაროთ რიგ პოზიციებში იკვეთება პრობლემა და ცოტა არ იყოს მიკვირს ბრივის ესპუარებში მოთამაშე ცენტრის და ამერიკის კოლეჯების ლიგის საუკეთესო მოთამაშის დაწუნება რას ემსახურებოდა. შერკინების ლეგიონერებზე არ ვიტყვი არაფერს, რაღაც მხრივ გასაგებია უკვე წარმარებული მორაგბეები არიან და სხვას ეძლევა შანსი რადგან სიღრმე დიდია.
გიორგი
ბოდიში ყველასთან, მაგრამ ძალიან სუსტი ნაკრებია. ვინც თამაში ნახა, დამეთანხმება. არ მეგონა და იმედგაცრუებული ვარ.
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
ლორია: ყოველთვის ჩემი ნაკრების გვერდით ვიქნები. მადლობა, საქართველოს!
სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
სკანდალურ არბიტრ დევიდ კუტს ახალი სამსახური აქვს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა