"უმცროსი ბორჯღალოსნების" 9 ნომერი კოტე იაშვილი დარწმუნებულია, რომ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების მომდევნო ორ მატჩში გუნდი წარმატებას მიაღწევს.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ნიკა სუთიძისა და პაატა გალდავას ლელოებით ორჯერ დაწინაურდნენ, შალვა აფციაურის ლელოთი კი თამაშის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, მაგრამ შეცდომას კონტრშეტევა მოჰყვა და მასპინძლებმა 36:19 მოიგეს.

"იტალიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მძიმე თამაში გამოვიდა. ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქემაც მძლავრი პასუხი გაგვცა. შეტევასა და კონტაქტის არეში მეტოქეს არაფერს ვუთმობდით. ვფიქრობდი, რომ დასკვნით წუთებში მოგება შეგვეძლო, მაგრამ მარტივი შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ისინი კარგად გამოიყენა. ძალიან გული დამწყდა, რადგან შეხვედრა ჩვენი შეცდომების გამო დავთმეთ.

ვფიქრობ, უელსთან გამარჯვება შეგვიძლია. ისიც კარგი გუნდია, თუმცა ვიმედოვნებ, უკეთ ვითამაშებთ. დიდი ხნის შემდეგ იტალიასთან პირველი საერთაშორისო თამაში გვქონდა, დიდი გამოცდილება შევიძინეთ და დარწმუნებული ვარ, პროგრესი გაგრძელდება", - თქვა იაშვილმა.

rugby.ge

უელსის ნაკრების 20 წლამდელების დამარცხება გაგვიჭირდება (დამეთანხმება, ვინც უყურა უელსი - შოტლანდიის თამაშს). მჯერა, რომ უკეთესად ითმაშებენ ჩვენი ბიჭები, ვიდრე იტალიასთან.
ჟორიკა
თუ არჩევთ თამაშებს ტურნირზეც თქვით რამე,8 გუნდი გამოდის, მარტო საქართველო და იტალია ხომ არ არის,ანგარიშები მაინც დაწერეთ.
ეეე
მოგების მეც არ მჯერა, მარა უელსის ეს ნაკრები, იტალიელ თანატოლებზე გაცილებით სუსტია.
დემე
ვინ გითხრა რომ გაცილებით ძლიერია უელსის ნაკრები. თან გაცილებით ძლიერიო, კარგი რა წარმოდგენა მაინც გქონდეს რამენაირი ამ ნაკრებების შესახებ, უელსიც დამარცხებული ყავს წელს იტალიის ოცწლამდელებს და ინგლისიც. სადღაც დაფრინავ
sasha putin
იაშვილი,ეგ-რომელია?!"იტალიას-ხო-მოუგეტ,ახლა-გაცილებით-ძლიერ-უელსსაც-დესერტად-დააყოლებტ"-არა?!,ნუ-დაფრინავტ-რა,-მიწაზე-ჩამოფრინდით-გეთაყვა...ტქვენი-საცოდაობიტ-ქვები-ატირდებიან-უელსთან-მატჩშის-დროს-და-შემდეგ...ამ-ტრაგედიისაკენ-კი-მაისურაძე-და-ხუციშვილი-გაგიძღვებიან...
სოსო
იტალიასთან,შეტევაში საკმაოდ კარგები ვიყავით და რომ არა ჩვენი ფეხით დამრტყმელების პირველი წარუმატებლობის შემდეგ აჭრა,გაცილებით მეტ ქულასაც ავიღებდით და მთლიანად გუნდიც გაცილებით თავდაჯერებული გააგრძელებდა თამაშს.ძალიან ცუდი იყო ჰაერიდან ბურთების მოხსნაც.დარწმუნებული ვარ,მომდევნო თამაშში უფრო უკთ გაირჯებიან,მაგრამ დაცვაში ვერ ვუძლებთ მეტოქეების სწრაფ თამაშს და ამას ორ დღეში ვერ გამოვასწორებთ.წინა წლებშიც მუდამ ეს იყო ჩვენი ასაკობრივების აქილევსის ქუსლი,რომლის გამოსწორებაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებით,ნაწილობრივ ხერხდებოდა,მაგრამ ნელ ნელა ექვსი ერის გუნდები გამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობიდან და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა.დღევანდელ ნაკრებსაც არავითარი გამოცდილება არა აქვთ და იმედი აქვთ,ადვილად დასძლევენ უელსელებს.ღმერთმა ქნას ასე მოხდეს,მაგრამ წარსულის გამოცდილება მკარნახობს,რომ ეს ნაკლები მოსალოდნელია.ეს წაგება,ცალკეული შეცდომების შედეგი კი არ იყო,არამედ იმისი,რომ ვერც აზროვნებით და ვერც თამაშით ვერ ასწრებდნენ თამაში კონტროლს.ამ ყველაფერს,ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება,გამოსასწორებლად.მთავარია აქ მიღებული გამოცდილება,კარგად გაიაზრონ და მსოფლიოს თასისათვის შეხვდნენ მომზადებული,ძლიერ ნაკრებებს.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა