ზაფხულის ტესტ-სერიებზე "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი სამი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდება.

დაცვის მწვრთნელი ჯო ვურზლი, ფორვარდების მწვრთნელი პოლ ტიტო და სპორტის მეცნიერი, ფიზმომზადების კონსულტანტი ბენ პოლარდი, ჯერჯერობით გუნდში საცდელი ვადით იმუშავებენ. არაა გამორიცხული, რომ სამივე მათგანი სამწვრთნელო შტაბში 2023 წლის მსოფლიო თასისთვისაც დარჩეს.

ჯო ვურზლი

ჯო ვურზლი 1977 წელს ლონდონში დაიბადა და სასკოლო რაგბის შემდეგ, 16 წლისა "უოსპს" შეუერთდა. 1995 წელს ის ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც ამ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ვურზლი განსაკუთრებით ძლიერი დაცვაში თამაშისას იყო, მესამე ხაზში სამივე პოზიციას ფარავდა და ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წლის მსოფლიო თასზე ტონგას ნაკრებთან ჰქონდა, მომავალ წელს კი, ექვს ერზე, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.

ჯო ნაკრებს გაუშინაურდა და ინგლისთან ერთად 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან 2007 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა, 2011 წელს კი კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ჯერ ნაკრებს დააკლდა, ნოემბერში კი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. მანამდე, 2009 წელს, მან ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშა.

სულ 1999-2011 წლებში ვურზლიმ ინგლისის ნაკრების კვართით 78 მატჩი ჩაატარა და 10 ლელო გაიტანა. საკლუბო დონეზე ის "უოსპსის" ერთგული დარჩა და 275 შეხვედრაში გუნდს 195 ქულა შესძინა.

სპორტსმენის კარიერის იძულებით დასრულების შემდეგ მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ჯერ ტოპ 14-ის "ბორდოს" დაცვის მწვრთნელი იყო, ამ სეზონში კი ასევე ტოპ 14-ის "კასტრს" ავარჯიშებდა და მასთან ერთად ფინალში გავიდა.

2019 წლის მსოფლიო თასისთვის ვურზლი "ბორჯღალოსნებს" დაცვაში, ლევან მაისაშვილთან ერთად ავარჯიშებდა.

ბენ პოლარდი

ფიზმომზადების კონსულტანტი, სპორტის მეცნიერი ბენ პოლარდი, "ბორჯღალოსნებთან" 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე იმუშავებს. მას მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს.

ის ტოპ 14-ის "სტად ფრანსეს" ფიზმომზადების მთავარი მწვრთნელია, პარალელურად კი ურუგვაის, ჩილეს, ნიდერლანდების მორაგბეთა ნაკრებისა და ბრიტანეთის ჩოგბურთის ასოციაციის კონსულტანტია.

2016-19 წლებში პოლარდი ინგლისის პრემიერშიფის "სარასენსში" მუშაობდა და ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ კი ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. მთლიანობაში, მან "სარასენსის" აკადემიაში 8 წელი იმუშავა, 4 წელი კი ინგლისის ნაკრებს ავარჯიშებდა. ინგლისში ასევე მუშაობდა "ბათის" და "კორნიშის" ფიზმომზადების მწვრთნელის ასისტენტად, ახალ ზელანდიაში კი - "ოკლენდის" მწვრთნელად.

პოლ ტიტო

ახალზელანდიელი პოლ ტიტო 1997-2012 წლებში მეორე ხაზის პოზიციაზე თამაშობდა "ჩიფსში", "ტარანაკში", "ჰარიკეინსა" და "კარდიფში", ასევე - 19 და 21 წლამდე "ოლ ბლექსსა" და "მაორი ოლ ბლექსში".

2012 წლიდან მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და სხვადასხვა დროს "ნიუ პლიმუთში", "სანიქსში" (იაპონია), "ჩიფსის" 18 და 20-წლამდელთა გუნდებში და "ტარანაკის" კაცთა გუნდში იმუშავა, 2018 წელს საფრანგეთს მიაშურა და ჯერ "პოს" შერკინების მწვრთნელი იყო, მერე მთავარი მწვრთნელი. 2021 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ "ველინგტონის", მერე კი ავსტრალიური "ვესტერნ ფორსის" შერკინების მწვრთნელი იყო.

გუნდის გასაძლიერებლად

რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, ბაჩო ხურციძის განცხადებით, მოლაპარაკებები რამდენიმე სპეციალისტთან მიმდინარეობდა და არჩევანი ამ სამ კანდიდატზე შეჩერდა:

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბს სამი მაღალი დონის სპეციალისტი შეემატა. მოლაპარაკებები რამდენიმე სპეციალისტთან გვქონდა და საბოლოოდ არჩევანი ვურზლიზე, პოლარდსა და ტიტოზე შევაჩერეთ. გვქონდა მსჯელობა, რა კომპონენტებში გვჭირდებოდა გაძლიერება და კანდიდატებიც ამის მიხედვით შეირჩა. მაქვს იმედი, რომ სამივე მათგანი გუნდს კარგად მოერგება და ასეთ შემთხვევაში ისინი 2023 წლის მსოფლიო თასზეც დაგვეხმარებიან“.

ახალ მწვრთნელებთან დაკავშირებით "ბორჯღალოსნების" თავკაცი ლევან მაისაშვილი ამბობს:

"სამიდან ორ სპეციალისტს კარგად ვიცნობ, რადგან მათთან ადრეც გვიმუშავია. ჯო ვურზლისთან ერთად დაცვის მწვრთნელად 2019 წლის მსოფლიო თასზე ვმუშაობდი და მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ბოლო პერიოდში ის "კასტრში" მუშაობდა, რომელიც ტოპ 14-ის ფინალში გავიდა. მსოფლიო თასის მოახლოებასთან ერთად, მთავარი მწვრთნელის დატვირთვა იზრდება და საჭირო იყო ამ მიმართულების სპეციალისტის მოწვევა. ვურზლი ბიჭებს კარგად იცნობს, დაცვაში ერთი ფილოსოფიის მატარებლები ვართ და იმედს ვიტოვებ, ჩვენს გუნდს გააძლიერებს.

ბენ პოლარდი ფიზმომზადების კონსულტანტად რაგბი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ერთი კვირით გვყავდა. ის თავის საქმეში მაღალი დონის სპეციალისტია, რაზეც მისი სამუშაო გამოცდილებაც მეტყველებს.

შერკინების მწვრთნელია პოლ ტიტო და მისი ძლიერი მხარე დერეფანია. ბოლო პერიოდში ის ისეთ გუნდებში მუშაობდა, როგორებიც "პო" და "ვესტერნ ფორსია". ის შერკინებაში ფუნქციებს ილო მაისურაძესთან გაინაწილებს".

rugby.ge

გიორგი
ალბათ სარკაზმია, ხომ?
თერჯოლელი
ნაკრები შერკინებაში ჩვეულებრივი სუსტი ნაკრებების შერკინების მსაგავსია და ძალიან უსუსურად გამოიყურებიან.
რაგბის ფანი
ძალიან კარგადაა განაწილებული ტესტები, პირველი თამაში რეიტინგში არ აისახება, რადგან ,,ა" ნაკრებია არგენტინის და თან მაინც პირველი თამაშია და შეთამაშდებიან იტალიამდე,ეს კი მაკარონებთან ძალიან წაგვადგება....
ზურა
მაისაშვილის ნაკრები ივლისში გამოჩნდება.ბურთის ხელში დაჭერა ვერ ასწავლა ბიჭებს და აუტის ჩაწოდება,ქართული შერკინება კი აღარ არსებობს!
პაატა
სულ გენიოსები რომ დანიშნონ მაინც მთავარმა მწვრთნელმა უნდა შეკრას ყველა კომპონენტი და ეფექტურად ათამაშოს გუნდი, ანუ ამ სამ გენიოსზე მაგარი უნდა იყოს მთავარი მწვრთნელი! გჯერათ რომ მაისაშვილი ეგეთი მაგარი გვყავს???
კახა
პარალერულად ბავშვთა გუნდების მწვრთნელებს ჩაუტარონ სემინარები აუცილებლად!
ლევან
მთავარი მწრთვნელის მოწვევა არა ხო?
სოსო
რაც შერკინებაში უცხოელების მოწვევა დავიწყეთ,სხვებზე უპირატესობა დავკარეთ.შესაძლოა ეს იმის ბრალიცაა,რომ უფრო მობილურ მორკინალებზე აკეთებენ აქცენტს,მაგრამ მაინც უსიამოვნოა.დერეფანი კი,აქილევსის ქუსლად გვექცა და თუ ეგ გამოვასწორეთ,შეტევის ეფექტურობა ძალიან გაიზრდება.რაკი უკვე ნამუშევრები არიან,ესე იგი ენდობიან და ჩვენც ვენდოთ.სხვა რა გზა გვაქვს.უკვე ამ ტესტებზე ბერი რამე გამოჩნდება.წარმატებას ვუსურვებ მათაც და ჩვენს ნაკრებსაც.შავი ლომი,საქართველოში მოთამაშე ბიჭებს ძალიან დაეხმარება და მათი შეთამაშება,ნაკრებსაც დაეხმარება.პირველ თამაშში ძალიან გვეტყობა ხოლმე, შეუთამაშებლობა.
ლომი
არაფერი არ ეშველება ნაკრებს სანამ მაღალი დონის მწვრთნელს არ მოიყვანენ!
რატი
ესენი კარგები ჩანან, მაგრამ მაისაშვილი მოაშორეთ ნაკრებს გაგებაში არ არის რას დაამსგავსა ნაკრები რეგრესში ვართ ხალხო და ეს მალე გამოჩნდება ტოპ თამაშებზე. აგვიშენებია გვიწვალია და ვფიქრობ უკვე დაგვიანებულია, მაგრამ მაინც მოსახსნელია ეგ მწვრთნელი!!!!
დავითი...
მაისაშვილის მაგივრად რომ კარგი კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი მოიყვანონ ისე არ გამოვა?... აბა ამ ისე რა მწვრთნელების მისვლა მოსვლა წყლის ნაყვაა მეტი არაფერი.... დააბრუნეთ ნაკრებში ჩილაჩავა..... გაუშვით მაისაშვილი....
თაზო
აბა რა,მაისაშვილის გარეშე ვინ გაფრენილა!
ნიკ
კარგია,იმედიანად ვარ
ზურა
ვინც გინდათ მოიყვანეთ მთავარია მაისაშვილი იყოს მთავარი მწვრთნელი :):):):)
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ჯო ვურზლი - "ბორჯღალოსანთა" ძველი-ახალი დაცვის მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"სამი თამაშის შემდეგ დაინახავთ ჩვენს გავლენას სათამაშო ხარისხზე" - "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი მწვრთნელი
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია