დღეს, 29 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მატჩის შესვენებისას ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივარს მიმართა:

"მოგესალმებით ყველას. ცოტა მიჭირს იმიტომ, რომ არ იყო დიდი დრო ერთად გატარებული, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ, მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ. ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა მივაღწიოთ.

წარმატებები ბათუმის "დინამოს" ევროთასებზე. უნდა ვუგულშემატკივროთ იმიტომ, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს, მიაღწიოს იმას, რასაც ჯერ საქართველოს არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. ამიტომ წარმატებები" - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება ხსენებულ მატჩს, პირველი ტაიმის შემდეგ ზღვისპირელები თბილისელებს 3:0-ს ამარცხებენ.

ბათუმელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანს" 6-სა (სლოვაკეთში) და 13 ივლისს (საქართველოში) შეხვდებიან.

მორიელი
ლიდერი რომ არის, იმიტომ არუნდა წასულიყო საზღვარგარეთ. დაჯექი და უყურე ეხლა ცარიელ ტრიბუნებს
Skeleton
რამდენი ჩუმად ჩაბუდებული დაბოღმილი ჰეითერი ჰყოლია ახლა ვხედავ. ვერ მალავენ თავიანთ თავებს. ფეისბუქი ხო ყველანაირი ნაგვის და ფეკალიების ამოფრვქვევის ადგილად აქციეს ქართველებმა. თურმე ზოგი გულზე სკდებოდა გუშინ იმდენი ადამიანი რომ უკრავდა ტაშს ხვიჩას, რა დროს 21 წლის ბიჭის ასე გამოსვლა და სიტყვის წარმოთქმა არისო, ლეგენდები არ გაუცილებიათ ასეო. ჯერ ეთი პუბლიკამ მოითხოვა, რომ ბოლოჯერ გამოსულიყო ხვიჩა და ენახათ, სანაკრებოების მერე რომ არ ჩანდა მასიურად წერდა ხალხი, ასე უნდა წავიდეს რომ არ დაგვემშვიდობოსო? ერთხელ მაინ არ გამოიყვანთო? მოვიდა და დაემშვიდობა ამ ხალხს, გაითვალისწინა მათი სურვილი. ვის რაში შეეშალა ხელი, ორი წამით რომ რაღაც თქვა მიკროფონში? ხუთი წუთიც არ დახარჯულა მაგ ცერემონიაზე. გამოჩნდა, მაყურებელს მადლობა გადაუხადა და წავიდა. პირატებმაც საჩუქარი გაუკეთეს და რაიყო ამაში ცუდი? რას ითხოვენ ამ ბიჭისგან და რატომ არიან ყველაფერში ასე ჩასაფრებული არმესმის. ეს დიდი სიყვარული ძალიან დიდ მეორე უკიდურესობად უჯდება და გვიჯდება ნორმალურ გულშემატკივარს. რომ არა გულშემატკივრის მოთხოვნა საერთოდ არც გამოვიდოდა, სამი თვეც არ გაუტარებია ბათუმში. ასაკზე მანიპულირებენ, რომ პატარაა და თავში აუვარდებაო, ძალიან პრომიტიული მიზეზია იმისთვის, რომ ვინმე ყველაფერში დააჰეითო და მერე თავი დაიმშვიდო, აბა ხო არ შევაქებ, არ აუვარდეს თავშიო, თუ თავში აუვარდება და შრომას მოუკლებს ისევ მას დააკლდება, ესენი რატო იკლავენ წინასწარ ბოღმით თავს? ეს ადამიანები ყოველთვის ზურგს უკან დარჩებიან თავიანთ ჩამპალ კლავიატურასთან, თავიანთი ჩამპალი აზრებით. გულსასაწყვეტი ისაა, რომ დაუმსახურებლად ხვდება ამდენი ჰეითი ხვიჩას და ყველა გონებრივად ჩამორჩენილის კომენტარს ასე თუ ისე აზრი აქვს მაინც და პუბლიკა კითხულობს.
გიგი
შენ გვახარებ ქინქლაძის მერე და მასზე ათასჯერ უფრო მაგარი ხარ მიყვარხარ და ნამდვილი ლიდერი ხარ
ნონა.
ხვიჩა! უდიდეს წარმატებას გისურვებთ!!!!!!!!!!
ჯონი
მთელი საქართველოს იმედი ხარ ხვიჩა!!! მთელ საქართველოს უყვარხარ და დიდი იმედი გვაქს ყველას!!!

იტალიაში მყოფ ყველა ქართველ ემიგრანტს მოგმართავთ, კვარაცხელიას ნაპოლში წარდგენის დღეს ვისაც შესაძლებლობა გექნებათ ყველანი ერთად მივიდეთ სტადიონზე. გვერდში დავუდგეთ, გავამხნევოთ და წარმატება ერთად ვუსურვოთ ჩვენს ოქროს ბიჭს, დავანახოთ ყველას ჩვენი ერთობა გენაცვალეთ ქართველებო, მიყვარხართ ყველანი
Joko
ჩვენი ოქროს ბიჭი !!! მარადონა არენა გიხმობს კვარა !!!

ძალიან გულწრფელი, სუფთა და ბავშვურია. ყველა ნიუანსში ეტყობა ეგ. ამიტომაც გვიყვარს ასე ძალიან. უდიდესი წარმატებები კვარა!
ხვიჩა, წარმატებები და ბევრი გოლები!!!!!!!!
კვარა! შენთვის ცხოვრების და საფეხბურთო თვალსაზრითაც ახალი ეტაპი იწყება! აბა შენ იცი, როგორ გაგვახარებ და ვიამაყებთ შენით!!!!!!!!!!
zura222
ჯიგარსონა ხარ ხვიჩა ! ნაპოლიშიც ლიდერი იქნები აუცილებლად !
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან