"სევასტოპოლის" გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი კლუბის საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში საუკეთესო მცველად დაასახელეს
უკრაინული "სევასტოპოლის" საიტზე გუნდის ქართველ მცველთან მათე ღვინიანიძესთან მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა. ქართველ ფეხბურთელს გუნდის უმაღლესიდან გავარდნა აქამდე ვერ მოუნელებია და მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებმა კლუბის საიტზე საუკეთესო მცველად აღიარეს, მაინც ნირწმახდარია.

- მათე, "სევასტოპოლის" გულშემატკივრებმა საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში საკეთეშო მცველად გაღიარეს. თავად როგორ შეაფასებდი განვლილ სეზონს?

- გეტყვით, რომ თავად ვარ საკუთარი თავით უკმაყოფილო. ძალიან მინდოდა უმაღლეს ლიგაში დარჩენა. ეს ჩვენი მიზანი იყო და გუნდთან ერთად მეც, ეს დავალება ვერ შევასრულეთ. სწორედ ამიტომ ვარ უკმაყოფილო.

ის, რომ საუკეთესო მცველად მაღიარეს, ჩემთვის სიახლეა და პირველად თქვენგან შევიტყვე. ამ აღიარებისთვის გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი და ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, რათა ისევ პრემიერლიგაში დავბრუნდეთ.

- გამოდის, რომ "სევასტოპოლთან" ერთად გააგრძელებ პირველ ლიგაში თამაშს?

- ეს ჩემთვის პრობლემა არაა. უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ მიყვარს "სევასტოპოლი". ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და იმედი მაქვს, გულშემატკივრები ისევე გვიქომაგებენ პირველ ლიგაში, როგორც ეს პრემიერ-ლიგაში იყო. მე მიყვარს სევასტოპოლი.

- "სევასტოპოლის" მიზანი პრემიერ-ლიგაში დაბრუნება იქნება და თითქმის ყველა წამყვანმა მოთამაშემ კარიერის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა. თქვენთვის რა იყო მთავარი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას?

- იმის გამო, რომ პირველ ლიგაში ლეგიონერებზე შეზღუდვაა, მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მომცა გუნდში დარჩენისა და სეზონში დასახული ამოცანის შესრულებაში დახმარების შესაძლებლობა. მე, გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რათა "სევასტოპოლი" პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

მომზადებულია fcsevastopol.com-ის მიხედვით

Burton
ჩამოიყვანეთ ეს კაცი დინამოში. დინამოს დაცვის ცენტრს ნამდვილად გააძლიერებდა.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა