ევროპის ლიგაზე "მეტალურგი" 14 ივლისს თამაშობს და, წესით, ახალი ხელმძღვანელი გუნდში საქმიანობას მალევე უნდა შეუდგეს
ევროპის ლიგაზე "მეტალურგისა" და ერევნის "ბანანცის" შეხვედრის დასრულებისას გავრცელებული ცნობა, რომ "მეტალურგის" მეპატრონე ჯოზეფ კეი აღარ იქნებოდა, დადასტურდა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან 3-წლიანი დავა მორიგებით დაასრულა და, როგორც ჩანს, ამ გარიგებით ოჯახს რუსთავის მეტალურგიული კომბინატი დაუბრუნდა.

მეპატრონის შეცვლის თაობაზე "ლელოსთან" ინტერვიუში ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემაც განაცხადა. თუმცა მას ახალი მეპატრონის ვინაობა არ დაუსახელებია.

ცხადია, მომხდარი დომინოს პრინციპით იმოქმედებს ყველა იმ ობიექტზე, რომლებსაც კომბინატთან ჰქონდათ კავშირი. უკვე ცნობილია, რომ შეიცვალა საფეხბურთო კლუბ რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელობა, გუნდიდან გამოსული ხმების თანახმად, ამიერიდან "მეტალურგს" გიორგი (ბუბა) ტყავაძე უხელმძღვანელებს. ეს ამბავი კლუბში შაბათს, 9 ივლისს შეიტყვეს.

ბუბა ტყავაძე ბათუმიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ჯერ კომენტარს არ აკეთებს და არც კლუბის კრება მოუწვევია, რასაც ფეხბურთელები ელოდნენ. გუშინ, 10 ივლისს მთელი დღე ვცდილობდით ტყავაძის დანიშვნაზე ცნობების მოპოვებას. თავიდან გვითხრეს, დანიშნეს, მაგრამ ჯერ არ ამბობენო, შემდეგ - არც დანიშნულა, მხოლოდ საფეხბურთო საკითხებზე სთხოვეს კონსულტაციებიო. თუმცა ეს ხომ ტრამპლინზე შედგომის მდგომარეობაა - ვისაც კონსულტაციებს სთხოვენ, მას შემდეგ პოსტსაც აბარებენ ხოლმე.

ტყავაძემ კომბინატის ახალ მეპატრონესთან უნდა შეათანხმოს გუნდის გეგმები, მიზნები და, ცხადია, ბიუჯეტი. ძნელი წარმოსადგენია, რომ "დინამოს" ყოფილი თავკაცი ისეთ გუნდში მუშაობას დათანხმდეს, რომელსაც მწირი ბიუჯეტი ექნება. ვინაიდან ევროპის ლიგაზე "მეტალურგმა" 14 ივლისს უნდა ითამაშოს, დრო აღარ ითმენს და, წესით, გუნდში საქმიანობას მალევე უნდა შეუდგეს.

45 წლის გიორგი ტყავაძე წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო, უთამაშია ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "მრეტებში", ბოლნისის "სიონში", თურქმენეთის ნაკრებში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებში, არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში.

ტყავაძე თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2005 წლიდან 2010 წლის დეკემბრამდე. მას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ისე ენდობდა, 2010 წლის მიწურულს "დინამოს" გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმართვა დაავალა.

რა ცვლილებები მოჰყვება ტყავაძის დანიშვნას, ჯერ უცნობია. გვითხრეს, ევროთასზე გამოსვლისას გუნდში არაფერი შეიცვლებაო. თუმცა ცვლილებების ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან ახალი მეპატრონე ახალი მმართველების მიყვანის წინაპირობაც არის.

ამბობენ, რომ ახალი თავკაცები 14 და 21 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "მეტალურგის" ყაზახეთის "ირტიშთან" მატჩებს ელოდებიან, მწვრთნელთა შტაბს კი შემდეგი პირობა წაუყენეს - გუნდმა ყაზახებთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.

თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ტყავაძე კომენტარს არ აკეთებს.

მერაბ მამულაშვილი

გაზეთი "ლელო", სპეციალურად "სპორტალ.გე"-სთვის

temo
სამწუხაროდ მეტალურგი დამარცხდება ყაზახებთან...,მწვრთნელი, რბილად რომ ვთქვათ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!!
beka gurgenidze
კომენტარებს რატომ არ მიქვეყნებთ ?
beka gurgenidze
რა ხდება ვერ გავიგე აქ,ვწერ კომენტარს ერთი საათი და არ დებთ,არადა არაკორეკტული და ბილწსიტყვიანი კომენტარი არ იყო.ეხლა რაც შეეხება ამ ახალ ამბავს,მე მაგარი კმაყოფილი ვარ,იმიტორო ტყავაძე გამოცდილია და ეს საქმე იცის და იმ შემთხვევაში ვერ მოვიდოდა დირექტორად თუ პატარკაციშვილის ოჯახი არ გახდებოდა მეტალურგის მეპატრონე. და მეორე ის რომ ამ ჯოზეფას ვაბშე არ აინტერესებდა ფეხბურთი,უბრალოდ მთავრობამ დაავალა პატრონობა და იძულებული იყო.ჯერ მარტო ოლიმპს მეტალურგი გადაარქვა და მერე ირტიშს თუ თუ გადალახავენ დინამოზე მოუწევთ თამაში იმიტორო ამდენი მაყთი ქონდა და მოედანს ვერ მოუარადა განათება ვერ დააყენა.წარმოიდგინეთ დინამო დინამოზე ითამაშებს ოლიმპიც და თუ ზესტამ 2 ეტაპი გადალახა იმათაც იქ მოუწევთ თამაში.მე მჯერა რომ ახალი ხელმძღვანელობით ოლიმპი შორს წავა. ჯერ მარტო ის ყველაფერს ამბობს რომ უბრალოდ დაავალდებულეს რომ ირტიში გადალახონ.
beka
ეს უკვე მომწონს.მართლა არ მსიამოვნებდა ჯოზეფინა რომ ვითომდა პატრონობდა გუნდს.ეს იყო იძულებით პატრონობა იმიტორო მთსავრობამ დაავალა.ის კი უეჭველი ვიცირო მეტალურგის მეპატრონე პატარკაციშვილის ოჯახია.წინააღმდეგ შემთხვევაში ტყავაძეს არ დანიშნავდნენ დირექთორად.მომეწონა პირობაც,აუცილებლად უნდა გადავლახოთ ირტიში თუარადა უნდა ვივარაუდოთ რომ ფეხბურთისგან ძალიან შორს ვართ. და კიდევ ერთი,გუნდს მეტალურგი არ უხდება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა