თემურ ქეცბაია სანაკრებო მოღვაწეობას დაუბრუნდა. 54 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2009-14 წლებში წვრთნიდა და ამ მიმართულებით 8-წლიანი პაუზა გამოუვიდა.

ქეცბაია და "ჯვაროსნები"

საქართველოს ნაკრების გამორჩეულმა ფეხბურთელმა მშობლიური ნაკრები მაშინ ჩაიბარა, როცა სახელოვანი არგენტინელი მწვრთნელის, ექტორ რაულ კუპერის ხანაში "ჯვაროსნებს" ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა. ეს მაშინ მთავარი სულაც არ იყო, გუნდს თითქოს ერთიანობა, საკმარისი მობილიზება და წარმატებისკენ სწრაფვა აკლდა. თემურმა ამ მხრივ ყველაფერი მალევე მოაგვარა და ნაკრებში ჯანსაღ სიტუაციასა და წაუგებელ სერიას მიაღწია. იყო ბოლო წუთებში იღბლიანობის მომენტებიც, თუმცა, შემთხვევით არავის უმართლებს.

ხორვატიის ნაკრები თბილისში ლევან კობიაშვილის გოლით (1:0) რომ დავამარცხეთ, ამ დაპირისპირებაში ქეცბაიას მაღალი კლასი გამოჩნდა - მეორე ტაიმში სწორი ცვლილებებითა და თამაშის წარმართვით თემურმა ვიზავი სლავენ ბილიჩი სრულად დაჯაბნა.

სამწუხაროდ, ეს შეხვედრა აღმავლობის ერთგვარად ბოლო წერტილი აღმოჩნდა. ამის შემდეგ გუნდში კონფლიქტებმა და ცუდმა შედეგებმა იმატა. თუკი მანამდე სათამაშო სტილს ამხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებდით, უკვე ამბიცია გაჩნდა, რომ ნაკრებს მხოლოდ ყრუ დაცვიდან არ ეთამაშა. გარდა ამისა, როცა საქმე შეტევას ეხებოდა, მას თითქოს ისე გადავეჩვიეთ, ჩვენზე სუსტ მეტოქეებთანაც გვიჭირდა. საბოლოოდ, ყველაფერი გულისტკენით დასრულდა - პოლონეთთან თბილისში მწარე მარცხი (0:4) და ქეცბაიას სანაკრებო ამბებს წერტილი დაესვა.

პარალელები კვიპროსთან

თემურის ახალ გამოწვევას, კვიპროსის ნაკრებს, ბოლო წლებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგრესი აქვს. ამ ქვეყნის კლუბები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ეროვნული ნაკრები. შეგვიძლია ერთგვარი პარალელები გავავლოთ იმდროინდელ საქართველოს ნაკრებთან, რომელიც თემურმა ჩაიბარა, თუმცა მაშინ "ჯვაროსნებში" გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები გამოდიოდნენ.

მუნდიალის უკანასკნელ შესარჩევ ეტაპზე კვიპროსელებმა იმდენივე ქულა (5) დააგროვეს, რამდენიც უსუსტესმა მალტამ. ქართველი მწვრთნელის მომავალმა ნაკრებმა C ლიგაში ადგილის შენარჩუნება პლეი-აუტის გზით მოახერხა, თუმცა ივნისის შეხვედრები საშინლად ჩაატარა, გოლების გატანა მხოლოდ ჩრდ. ირლანდიასთან მოახერხა და 2 ქულა აქვს.

ახლა კვიპროსელ გულშემატკივარსაც იმის იმედი ექნება, ქეცბაია გუნდს ბრძოლისუნარიანს გახდის, რომელთანაც ქულებს იოლად ვერავინ დაგეგმავს.

საკადრო რესურსი

ქეცბაიას ნაკრებში "იუვენტუსის" ფეხბურთელი ეყოლება, რომელიც გასულ სეზონში "სალერნიტანაში" გამოდიოდა. გრიგონის კასტანოსი 24 წლისაა და ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა გოლი ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში, 9 იანვარს, "ვერონას" კარში გაიტანა, ერთხელ კი შედეგიანი პასი (ასევე კლუბში) ჰქონდა.

ქეცბაიას ყოფილ კლუბ "ანორთოსისიდან" ნაკრებში ვეტერან შემტევს, 33 წლის დიმიტრიოს ქრისტოფს იწვევდნენ, თუმცა ნაკრებში მას თავის გამოჩენა უჭირს. ამ გუნდიდან ნაკრების სტაჟიანი წევრია 29 წლის მცველი კოსტაკის არტიმატასიც.

ქართველ სპეციალისტს მოქმედ ჩემპიონ "აპოლონისა" და "ომონიას" რამდენიმე მოთამაშეზე დაყრდნობა შეუძლია. რაც შეეხება ლეგიონერებს - გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლიეჟის "სტანდარტის" უკანახაზელი, 29 წლის კონსტანტინოს ლაიფისია.

ქეცბაია აუცილებლად გაზრდის კონტინგენტს და ნდობას გამოუცხადებს ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში აქამდე ვერ ხვდებოდნენ. რისი მაგალითები საქართველოს ნაკრებშიც გვქონდა.

მნიშვნელობა საქართველოსთვისაც

ერთა ლიგის C დივიზიონის იმ ჯგუფში, სადაც კვირპოსის ნაკრები გამოდის, პირველადგილოსნის ბედი უკვე გარკვეულია - საბერძნეთის ნაკრებს ვერავინ აჯობებს. ახლა მთავარი ისაა, როგორ გადანაწილდება ქულები სხვა ჯგუფებში და ნახევარფინალური წყვილები შედგება. შეგახსენებთ, ამ დროის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრებს "ერთა ლიგის" პლეი-ოფში სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან სტუმრად დაპირისპირება ელის. ასე რომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ბერძნებმა ქულები დაკარგონ, თანაც იმ ფონზე, როცა ჯგუფიდან გასვლის საკითხი მოგვარებული აქვთ.

ამ ყველაფრისკენ პირველი გზა ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებზე გადის - ისინი 24 სექტემბერს ლარნაკაში დაუპირისპირდებიან. თემურისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს - პრინციპულ მეტოქესთან წარმატებით დაწყება უმნიშვნელოვანესი იქნება. თავის მხრივ, შესაძლოა, შანსი საქართველოს ნაკრებსაც მისცეს, ჯგუფიდან ბერძნებზე მეტი ქულით გავიდეს.

3 დღის შემდეგ ქეცბაიას ნაკრები "ერთა ლიგას" კოსოვოში დაასრულებს, ამის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრას დაელოდება.

pepe
სიტყვები არამაქ კედს ვიხდი ქეც დიდება უფალს მაგარო
kaka
ყოველტვის ქარტულ საქმეს აკეტებს და ჯვენ რა კარგი რა გაუკეტეტ ყველამ ტავის ტავსი ჯაიხედოს წარმატებები ქეც მაგარო კაცო წინ ვისაც არ უხარია...დდდდდდდდდდდდდ
დათა თუთაშხია
ერთა ლიგას არ აქვს პლეი ოფი, ის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფია. თურქეთს და საბერძნეთს თავისუფლად შეუძლიათ ევროპის შესარჩევიდან პირდაპირ გავიდნენ და მაგ შემთხვევაში პლეი ოფში აღარ მოუწევთ თამაში.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
თემო გამარჯვებები ჯიმა! მთელი საქართველო,მთელი სამეგრელო-აფხაზეთი შენთანაა, გურ დო შურით!
ქომაგი
მელოტი
ბრუციანი
ფოტოზე ვერ გავარჩიე, თემური რომელია?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...