მასიმილიანო ალეგრი შვებულებიდან "მილანელოს" დაუბრუნდა და უმალ ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა
მასიმილიანო ალეგრი შვებულებიდან "მილანელოს" დაუბრუნდა და უმალ ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა.

მედიის წარმომადგენლები დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპით, სამომავლო მიზნებით და სხვა ბანალური, მაგრამ საინტერესო საკითხებით დაინტერესდნენ. მოვუსმინოთ "როსონერის" მთავარ მწვრთნელს:

"მოსამზადებელი ეტაპი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმობა, მეორე კი გუნდის შეთამაშებას და ბურთთან ურთიერთობას. ეს ძველი და ნაცადი სტრატეგიაა, რომელსაც ვერ გადავუხვევთ. ბუნებრივია, გვექნება ამხანაგური მატჩებიც, რომელთა დაგეგმის პროცესიც უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება მიზნებს, ჩვენი ამოცანა ყველა ფრონტზე გამარჯვება იქნება. გასულ სეზონში, სკუდეტო მოვიპოვეთ და ეს ტროფეი უნდა შევინარჩუნოთ - აი რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ ტურნირს ძალიან ადრე გამოვეთიშეთ, რისი დაშვების უფლებაც აღარ გვაქვს".

ალეგრიმ კონკურენტებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "გასულ სეზონში, სკუდეტო სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ, რაც პირველ რიგში ჩემი შეგირდების დამსახურებაა. თუ ძლიერი შემადგენლობა არ გყავს, რაც არ უნდა კარგი მწვრთნელი იყო, ბევრს ვერაფერს გახდები. ამიტომ, კონკურენტებსაც ფეხბურთელთა კლონტიგენტის მიხედვით ვარჩევ და ნათელია, რომ მომდევნო სეზონშიც ყველაზე მეტ წინააღმდეგობას "ინტერისგან" უნდა ველოდოთ. ჯანპიერო გასპერინის საკმარისი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ "ნერაძურიმ" სკუდეტოს დაბრუნება დაისახოს მიზნად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა