„ჩელსის“ მწვრთნელის ყოფილ ასისტენტს მიაჩნია, რომ „დეზებისთვის“ 25 წლის ხორვატის, ლუკა მოდრიჩის ლონდონში დაკავებაზე ძალ-ღონის შელევა ჭკვიანური საქციელი არ არის
რეი უილკინსმა თქვა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპური“ დროს ტყუილად ხარჯავს. „ჩელსის“ მწვრთნელის ყოფილ ასისტენტს მიაჩნია, რომ „დეზებისთვის“ 25 წლის ხორვატის, ლუკა მოდრიჩის ლონდონში დაკავებაზე ძალ-ღონის შელევა ჭკვიანური საქციელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი გასულ კვირაში „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლივის შეხვდა. ამ სეხვედრაზე ლივიმ ფეხბურთელს კატეგორიულად გამოუცხადა, რომ სხვაგან გადასვლაზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს. ხორვატს გონება უილკინსის ყოფილმა გუნდმა, „ჩელსიმ“ აურია, როდესაც კვირაში 150 ათას ფუნტს დაპირდა. ამასთან, „სფურზისგან“ განსხვავებით, „ლურჯები“ ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ. დასავლეთ ლონდონელები ჩრდილოელ თანაქალაქელებს მოდრიჩის სანაცვლოდ 22 მილიონ ფუნტს ჰპირდებიან, თუმცა ჩრდილოელები ჯიუტობენ.

უილკინსმა თქვა: „მართალია, აქამდე „ჩელსი“ სატრანსფერო ბაზარზე მაინცდამაინც არ აქტიურობდა, მაგრამ, ვფიქრობ, სულ ცოტა ხანში „ლურჯები“ ძალიან დიდი ხმაურით გამოჩნდებიან, და რამდენიმე სახელგანთქმულ ვარსკვლავს გადაიბირებენ. ძალიან მეეჭვება „ტოტენჰემმა“ მოდრიჩის „უაით ჰართ ლეინზე“ დატოვება მოახერხოს. ნახავთ, რამხელა თანხებზე დაიწყება ლაპარაკი“.

უილკინსი დარწმუნებულია, რომ ხორვატი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და მასში გადახდილ ოცდაორივე მილიონს აანაზღაურებს.

„მოდრიჩი საოცრად ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ფეხბურთი ჩვეულებრივი სამსახურია და როგორც ყველა სფეროში, აქაც, სადაც ადამიანს უკეთეს გასამრჯელოს ჰპირდებიან, იქით მიიწევს. მოდრიჩმა და გარეთ ბეილმა გასულ სეზონში პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა გაალამაზეს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა