ივლისის დადგომასთან ერთად, საქართველოში ზაფხულის ტემპერატურა შევიგრძენით და ევროტურნირების მოახლოებასთან ერთად ქართულ კლუბებშიც "დაცხა". სეზონს ბათუმის "დინამო" გახსნის, რომელიც ბრატისლავაში "სლოვანს" ეთამაშება. ვლადიმირ ვაისის გუნდს ჯერ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება არ გაუოფიციალურებია (შესაძლოა, ეს ახალი კვირის პირველივე დღეს მოხდეს), თუმცა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გუნდში არიან.

გასვლითი მატჩის ფაქტორი

თუკი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონს გადავხედავთ, გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ მოედანსა და სტუმრად მკვეთრად განსხვავებულად ასპარეზობს. ბათუმში გუნდი გაცილებით აქტიურად უტევს და მეტიც გააქვს, გასვლით შეხვედრებში კი ქულებიც დაკარგა და ისეთივე ეფექტური არ ყოფილა. ამ ფონზე და იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრად გატანილი წესის უპირატესობა გაუქმებულია, არავინ იცის, პირველი შეხვედრის გამართვა ბათუმის "დინამოსთვის" სად აჯობებდა...

ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ფაქტია, რომ გეგუჩაძის გუნდი ამ მასშტაბის მატჩს პირველად ჩაატარებს, თანაც მოწინააღმდეგის მოედანზე, თუმცა ბათუმელთა რიგებში საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრია, რომელთაც გამოცდილება არ დაეწუნებათ და ეს უმნიშვნელო ფაქტორი არ უნდა იყოს. ჩვენმა ჩემპიონმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, სლოვაკებს საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირების საშუალება არ მისცეს, ამავდროულად კი, თავისი ძალებისაც ირწმუნოს და შანსი შეტევაშიც ნახოს, ერთი კვირის შემდეგ კი ბათუმურ დაპირისპირებაში (13 ივლისს) ინიციატივა უფრო მეტად აიღონ.

ვაისის ძალა

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებს კარგად იცნობს და ეს მისთვის ერთგვარი ბონუსია, თუმცა ეს გადამწყვეტ მომენტად მაინც ვერ მიიჩნევა.

ვაისმა გუნდის გაძლიერება მოითხოვა და ამას, გარკვეულწილად, მიაღწია. თუმცა, საკითხავი ისაა, მოსამზადებელი შეხვედრები რამდენად საკმარისია, ფეხბურთელებმა სრული შეთამაშება რომ მოახერხონ. გარკვეულ ტაქტიკურ და საკადრო ელემენტებს სლოვაკთა გამოცდილი დამრიგებელი აშკარად შეხვედრის განმავლობაში გამოცდის და ეს მომენტი ჩვენგან აუცილებლად გამოსაყენებელია.

ვაისი მეტ-ნაკლებად პრაგმატული მწვრთნელია და "სლოვანისგან" მაღალ ტემპს არ უნდა ველოდოთ. ისინი წარმატების მიღწევას მაინც ეტაპობრივად ეცდებიან. "ჯვაროსნების" ყოფილმა თავკაცმა კარგად იცის, რომ ქართული კლუბები სტაბილურად მაღალ ტემპში თამაშს შეუჩვეველნი არიან. მართალია, ბათუმური კლუბის შემთხვევაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, თუმცა მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ლიგა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბარომეტრად ბოლომდე არ გამოდგება.

ვინ როგორ ფორმაშია...

გურამ კაშიასა (რომელიც 4 ივლისს 35 წლის გახდა) და ჯაბა კანკავას გამოცდილებასა და კლასზე საუბარი ნამდვილად უადგილოა. ისიც კარგად ვიცით, მთავარი მწვრთნელის ვაჟს, ვლადიმირ ვაის-უმცროსს, რამხელა შესაძლებლობები აქვს, თუმცა არც სხვა ფეხბურთელები უნდა დავივიწყოთ.

ბოლო საკონტროლო მატჩებში ჩეხი ნახევარმცველი იარომრ ჟმრალი გამოირჩეოდა, რომელმაც 2 გოლის გატანა შეძლო. 28 წლის ფეხბურთელს გასულ სეზონში 8 შედეგიანი დარტყმა და 4 საგოლე პასი ჰქონდა. სავარაუდოა, რომ ბათუმის "დინამოსთან" მასზე საკმაოდ დიდი ავანსები გაიცემა.

იგივე შეიძლება ითქვას ესპანური "ხიხონისა" და კიევის "დინამოს" ყოფილ ფორვარდ ერიკ რამირესზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ვენესუელელი მოთამაშის განეიტრალება გეგუჩაძის გუნდის დაცვის ხაზის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება.

ბათუმელები მშვენიერ ხასიათზე

ბათუმის "დინამო" ევროპულ ბატალიებს მშვენიერ ხასიათზე ხვდება, ჩემპიონატში მთავარი მეტოქე თბილისის "დინამო" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა და თავდაჯერების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტან კაშიას და მის პარტნიორებს ჯოვინო ფლამარიონმა, რომელსაც ეროვნულ ლიგაში უკვე 14 გოლი (4 საგოლე პასი) აქვს, ბევრი ხიფათი უნდა შეუქმნას, მაგრამ ბათუმელთა მხრიდან ახლა საუკეთესოდ მაინც ზურიკო დავითაშვილს მოვიაზრებთ.

ზურიკოს ივნისში ხომ მშვენიერი სანაკრებო მატჩები ჰქონდა და ეს შემდეგ ეროვნულ ლიგაში გააგრძელა. შეტევის, დრიბლინგის და კარგი დარტყმის გარდა, დავითაშვილი მოედანზე ბევრ სამუშაოს ასრულებს და ძალიან საჭირო ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობისას, ვაისმა ზურიკოს შანსი მისცა, თუმცა შემდეგ ნაკლებად ენდობოდა. ახლა მას ყოფილი დამრიგებლისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება კიდევ ერთხელ შეუძლია.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ფიზიკურ შესაძლებლობებს დიდი ფასი ექნება, ბათუმელებს კი როგორც ფლანგებზე, ასევე მოედნის ცენტრში სწრაფი და ენერგიული ფეხბურთელები ჰყავს. მთავარია, მათ შესაძლებლობები სრულფასოვნად გამოავლინონ.

ბრატისლავაში შეხვედრა ოთხშაბათს, 6 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მას ინგლისელი დევიდ ქუტი განსჯის.

გიორგი
ბათუმს ყავს უძლიერესი ნახევარდაცვა კარგი თავდასხმა საიმედო მეკარეები.რის გამოც დაცვა ეროვნულ ლიგაში დაწოლას უძლებს .ევრო ტურნირზე ასე არიქნება.გამოცდილ მწვთნელს ეს უნდა გაეთვალისწინებინა საინტერესოა რატომ არმოიწვია გუნდში თუნდაც კვირკველია.
ილია
ბათუმი : მოტივაცია, ქარიზმა, სისწრაფე, ტექნიკა. სლოვანი : გამოცდილება, კლასი, ფიზიკა. კონტრშეტევებზე ჩვენ გვექნება უპირატესობა, სტანდარტულებზე - იმათ უნდა ვუფრთხოდეთ.
შაკო
შენ ფეხბურთის არაფერი გაგეგება. სხვაგან პოსტე!
გულშემატკივარი
არც სლოვაკეთის ჩემპიონატი წყვეტს ციდან ვარსკვლავებს და არც ეს სლოვანი არის გადაულახავი ბარიერი.კი ბატონო, ჩვენი ჩემპიონატის დონეც უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის დინამოს ნამდვილად შესწევს იმის ძალა რომ ეს ბარიერი გადალახოს, მითუმეტეს რომ ჩვენი ჩემპიონატი მიმდინარეობს და სლოვაკეთის არა. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სანი
მადლობა ბატონო გურამსაც და საბასაც, მარა იქნებ მივცეთ ახალგქზრდა მცველებს შანსი, ყველაფერს თავისი დრო აქვს.ეხლა მაგათ ძველუ რაღაცეების გამო რო იძახებენ ნაკრებში ეგ აშკარაა და ფედერაციის უპირობო ლობით სარგწბლობენ.
Givi
Kobaxidze-azackis duetma tu araferi moigona shansebi 50/50 zea,vnaxot via gaumartlebs ufro...warmatebebi dinamos!!!

თამაშის მერე ლანძღვას მაინც ნუ დაუწყებთ,წინასწარ შევეგუოთ მოსალოდნელ მარცხს.ეს არ არის საქართველოს გასაცოდავებულიჩემპიონატი,სადაც სხვა გუნდების დასუსტების ფონზე ,სჩანს ბათუმის დინამო ძლიერი.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა