ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და 6 ივლისს მას ბრატისლავის "სლოვანისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა დაასრულებს.

თუკი ქართული გუნდისთვის უეფას მთავარი საკლუბო ტურნირი უცხოა, "სლოვანი"

იქ მონაწილეობს, თუმცა წარმატებას ნაკლებად აღწევს - ბოლო 10 მატჩიდან 9-ში ვერ გაიმარჯვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.

ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში, 13 ივლისს ბათუმში გადაწყდება, თუმცა პირველივე შეხვედრაში სოლიდური უპირატესობის მოპოვებაზე უარს არავინ იტყვის. ერთმანეთს ორი საინტერესო და ერთმანეთის კარგად მცოდნე სპეციალისტები, ვლადიმირ ვაისი და გია გეგუჩაძე უპირისპირდებიან. ასეთ დროს მოულოდნელ ჩანაფიქრსა და გადაწყვეტილებებს დიდი ფასი აქვს, რაც მხოლოდ მწვრთნელებზე დამოკიდებული ვერ იქნება...

ბათუმელთა უპირატესობა მიმდინარე სეზონია, სადაც ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან და 4 თვეა მარცხი არ უგემიათ, ბრატისლაველები კი საერთაშორისო გამოცდილებით მეტოქეზე წინ დგანან.

გიორგი ჩაკვეტაძე მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში გამოჩნდა, თუმცა უეფას ოფიციალურ გვერდზე "სლოვანის" განაცხადში არაა, ისევე, როგორც გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, ვენესუელელი ფორვარდი რამირესი.

გეგუჩაძის გუნდის შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საინტერესოა, გასვლითი მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელი რა არჩევანს გააკეთებს. შედარებით ნაკლებად გვგონია, სასტარტოში ფალავანდიშვილმა და გაფრინდაშვილმა ითამაშონ. გამოცდილ ჯაბა ჯიღაურს, რომელიც საქართველოს ნაკრებში ვაისის ნდობით სარგებლობდა, ძირითადში მოვიაზრებთ. სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის ამბიცია რადინსა და ბიძინაშვილსაც აქვთ. ახლაწვეულ ფორვარდ მათე ვაწაძეს მეორე ტაიმში აუცილებლად ველით.

შეხვედრა "ტეჰელნე პოლეზე", თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება(პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ) და მას ინგლისის პრემიერლიგის არბიტრი დევიდ ქუტი განსჯის. შეგახსენებთ, ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე უნგრულ "ფერენცვაროშს" ან ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება. მათი პირველი მატჩიც 6 ივლისს (18:00 სთ) შედგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

"სლოვანი"(4-2-3-1): ჩოვანი - პაუშჩეკი, ვუტი, კაშია, დე მარკო - კუცკა, აგბო(ან კანკავა) - ჟმრალი, ბარსეგიანი, ვაისი - საპონიჩი;

"დინამო"(4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური - ჯოვინო

შავი კაცი
ჩემპიონოოო!!! დღეს დინამო დადებს ბეჭებზე სლოვანს თუ ვერა არ ვიცი მაგრამ, 13ში უკეთესი იქნება სლოვანისთვის რომ არ ჩამოვიდეს!!!
გიორგი
მე იმედიანათ ვარ განწყობილი.განსაკუთრებით მეიმედება ნახევარდაცვის.ტეიდი მეორე სულაქველიძეა თავდაუზოგავათ იბრძვის მოედნის ყველა მონაკვეთზე საჭიროების შემთხვევაში დაცვის ცენტრშიც წარმატებით შეუძლია ბრძოლა.მოკლეთ ტეიდ დავითაშვილის მეიმედება. წარმატებები ბათუმს.
თორნიკე
ბიჭებო გასაგებია რომ პრობლემები გვაქვს დაცვაში, მაგრამ ნუ გადაუვლით იმათ ვინც ბათუმი აქამდე მოიყვანა. იგივე კობახიძე სხვა თუ არაფერი კაპიტანია გუნდის, ყოველთვის მაქსიმალურად იბრძვის, მოტივატორია, სიჩაქრეების უჭირთ აზაცკისაც და მასაც, თუმცა მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობენ. კაშია ცენტრში მაგარია, პოზიციურადაც, მაღალ ბურთებზეც და შეტევაში თავითაც, მაგრამ სიჩქარეები არც მას აქვს სათანადო, და კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდმა (დღეს ალბათ ეს იქნება ბათუმის ტაქტიკა) ეს ასევე უნდა გამოიყენოს. სლოვანი ჩვენზე 2 თავით მაღლა ნამდვილად არ დგას. არც მისი ლეგიონერები წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს და ჩვენგან განსხვავებით ოფიციალური თამაში ჯერ არც ქონიათ სეზონის სტარტზე. არის არაერთი უპირატესობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დავითაშვილის სიჩქარეების დიდი იმედი მაქვს და ფლამარიონის ოსტატობის. ფლანგებზე ჩაბრაძის და აზაროვის, ლაზარეს უშეცდომო თამაშის, მამუჩაშვილის და ცენტრის შეთანხმებული მოქმედების და მთელი გუნდის გუნდური ერთსულოვნების. წინ ბათუმის დინამო!!!
ბალეშიკ
ბათუმის დინამოს ყველაზე სუსტი წერტილი არის ცენტრალური მცველები ეს იყო აქამდე გასაძლიერებელი
Gio
ეს რა იციან ვერ გავიგე სიმართლეს თუ ვინმე იტყვის ის მტერია კაცი იძახის დაცვა არ გვივარგაო და იმის ნაცვლათ რომ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ გაგვატარეთ ვისაც გვჯერავსო რის გჯერა რომ დაცვა ცუდია და მაინც მოგება გინდა დაიჯერე და გჯეროდეს ბოლომდე.
კაპიტან გარდენბურგი
საზ მაუწყ. აჭარის ტელევიზია რაა?
კაპიტან გარდენბურგი
წარმატებები ბათუმს! კაშიას ინტერვიუ წავიკითხე და ძალიან არ მომეწონა (რბილად ვამბობ) დღეს ვისურვებდი ბათუმის დამაჯერებელ თამაშს, გამართულ გამარჯვებას და კლასში უპირატესობის გამოვლენას. ბათუმი სერიოზული გუნდია. ბევრად უფრო ვიდრე სლოვანი
tngh
წარმატებები ბათუმის "დინამოს"!!!
Zura
მეგობრებო, ვაიგულშემატკივარი რატომ ვარ??? რადგან უპირობო გამარჯვების არ მჯერა? ღმერთმა ქნას ამ ჩემს პროგნოზსა და ფეხბურთელების დახასიათებაში აბსოლუტურად არაფერი არ გამართლდეს და მოვიგოთ!!! უბრალოდ, დაცვის ხაზი არის საშინელება და ამას გავუსვი ხაზი!!! შეტევა და ნახევარდაცვა ამ დონეზე სათამაშოდ მზადაა რათქმაუნდა. აი, დაცვა კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მეეჭვება ევროპელების დაყენებულ და სწრაფ კომბინაციებს რაიმე მოუხერხონ! პ.ს. ისე, დინამომ მოიგოს და კი ბატონო ,,ჩემს ჯინაზე'' მოიგოს!!!
zaza
წერია სტატიაში...............
გომორძგუა მარგალეფც
0-3 მაწყობს დღეს
ანზორ ჯაფარიძე
ტელერეპორტაჟი იქნება?
რაბუ
ბათუმი არ წააგებს დღეს მოგებასაც არ გამოვრიცხავ. მეორე ნომრად ვითამაშებთ და სწრაფი კონტრიერიშებით სადღაც უნდა შევაგდოთ.
თემო
რატომღაც მგონია, ბათუმის დინამო მოიგებს 3-1.
ამატაკი
მეც მგონია ნაკრების სქემა ბათუმისთვისაც კარგი იქნებოდა. როცა გვყავს აზაროვი და მამუჩაშვილი, რატომ არ უნდა გამოიყენო ისინი ფლანგებზე. საჭიროებისამებრ შეიძლება უპრობლემოდ გადაეწყო 5 მცველზე. 3-4-2-1 კუპატაძე ჩაბრაძე კობახიძე აზაცკი მამუჩ. ალთუნ. ტეიდი აზაროვი ჯიღაური დავითაშვილი ფლამარიონი წარმატებები ბათუმს!
kaka
მტავარია დიდი ანგარისიტ არ წავაგოტ აქ რო გავიდეტ
მერაბი
ბათუმს წარმატება ვუსურვოთ! ყურადღებით დაცვაში, იციან, უკანა ხაზი არ არის საუკეთესო, მაგრამ ნახევარდაცვა და შეტევა კარგი გვყავს. ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ და აუცილებლად შემდეგ ეტაპსაც გავივლით!
ვანგა
ამ ეტაპის მორალი ესეთი უნდა იყოს: ფრე იქ, ფრე ბათუმში, დამატებითი დრო ფრე, პენალტები გადაწყვეტს გამარჯვებულს!!!
bejo
ე ბიჭო ზურაბა გვაცადე თუ ვერ მოიგებს მერეც ხო გეყოფა კომენტარევის წერა დააცადე ჯერ ნუ უსწრებ მოვლენებს წინ ...
Მახვში
წარმატებები ყველა ქართულ კლუბს, ივნისში გახარებული ქართველი გულშემატკივარი, ივლისში კიდევ უფრო გაგეხარებინოთ... ბათუმი ყველაზე კარგი ქართული კლუბია დღევანდელ დღეს, ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი მოლოდინები ბათუმს... გეგუჩაძე დროა კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ჯგუფურ ეტაპზე! არჩევანი თქვენთვის მომონდვია... ;)
ილია
ზურიკო და გაფრინდაშვილი გაიტანს
Givi
Chemi azrit Rogorc nakrebi tamashobs am bolos 3 centraluri mcvelit mase unda itamasho gasvlaze,frtebze azarovi da chabradze kargad chaertvebian shetevebshi,magram batums sami ki ara ertic ar kavs normaluri mcveli(:gundi sul unda utevdes torem ukana xazis imedad chemi mteri ikoos...
ᲑაᲗუმი
Zura-ს მორჩი გენიოსობას და თან პესიმისტურს. გვაცადე ვისაც გვეიმედება
aron
ლამაზ ფეხბურტს გაუმარჯოს დზლიერმა გაიმარჯოს
ბათუმიდან
სადღაც სართლეს ამბობ მაგრამ შენნაირი ვაი გულშემატკივრების ჯინაზე მოიგებს ბათუმი....
ზურა
წარმატებები საქართველოს ჩემპიონ - ბათუმის "დინამოს"!!!
Zura
ბიჭებს წარმატებეს ვუსურვებთ, მაგრამ ძალიან გაჭირდება რაიმე ღირებულის გაკეთება. ბათუმის დინამოს დაცვის ხაზი ფაქტიურად არა ჰყავს!!! აზაცკი პოზიციურად სუსტია. კობახიძეს ნებისმიერი სწრაფი ბიჭი აბურთავებს უთავმოყვარეოდ! აზაროვი შეტევისას კარგია და დაცვაში ჩვეულებრივი დუდუკია. ეეეჰ, დღეს საშინლად შევრცხვებით. პ.ს. სამგურალი რომ საკუთარ მოედანზე 4 გოლს გაგიტანს და ლიგაზე თამაში გინდა... :( :( :(
ნონა.
წარმატება, ბათუმის დინამოს! გამარჯვებულები დაგვიბრუნდით!!!!!!!!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია