20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე ტურში, B ჯგუფში, ტრევიზოში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია რეკორდული სხვაობით, 55:17 დაამარცხა.

დებიუტში ბურთი, ძირითადად, მეტოქეს ჰქონდა და 12:0 დაწინაურდა. შუა ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი გამოიღო: ზაზაძის ლელოთი და ხუციშვილის გარდასახვით ანგარიშის შემცირება შეძლო. შემდეგ ჩვენმა გუნდმა თავისი მთავარი იარაღი, აგორებული მოლი გამოიყენა და ციხისთავმა ლელოთი ანგარიში გაათანაბრა (ხუციშვილმა ლელო გააცუდა). 34-ე წუთზე შოტლანდიას თავისი შერკინება მოვუგეთ, ქუნთელიამ ლელო დადო, ხუციშვილი გარდასახვისას ზუსტი იყო და წინ გავედით. 39-ე წუთზე მოწინააღმდეგეს უკვე მისსავე დერეფანში ვაჯობეთ, ლამაზი შეტევა ასევე ლამაზად აფციაურმა დააგვირგვინა, ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა. ბოლოს სკოტების იერიშიც მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 26:12 მოვიგეთ.

54-ე წუთზე ციხისთავის მესამე სალელოვე პასი ზაზაძემ დაასრულა, დუბლი შეასრულა, ხუციშვილმა გარდასახვაც მიაყოლა, ცოტა ხანში კი საჯარიმოც. 64-ე წუთზე ვიზავიმ ლელოთი ჩამორჩენის მცირედით შემცირება მოახერხა. ამას აფციაურის გაქცევა, ოფლოუდი და შვანგირაძის ლელო მოჰყვა. მერე ვიხილეთ გალდავასა და ბაბუნაშვილის ლელოები და ხუციშვილის ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრაში 8 ლელო, 6 გარდასახვა და 1 ჯარიმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას ასეთი სხვაობით არც უელსთან წაუგია და არც იტალიასთან.

იტალიასთან და უელსთან წაგებების შემდეგ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის მატჩში 12 ივლისს საფრანგეთს დაუპირისპირდება.

საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. გაგა ქევხიშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. პაატა გალდავა, 20. ბექა გელხვიძე; 21. კოტე იაშვილი, 22. გიორგი ჩიქოვანი, 23. ლუკა სახელაშვილი, 24. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

G.G.
ლელოს ნეპოტიზმი რო არა, იქნება უელსისთვისაც მოგვეგო
simartle
ვულოცავ ნაკრებს და ბიჭებს მოგებას. მაგრამ მოგებამ თვალებიარ უნდა დაუბნელოს არავის სწორი კრიტიკისათვის და სიმართლის დანახვისთვის. ისევ ვახსენებ ლელოს ნეპოტიზმს და უკანა ხაზის უსუსუსრობას. 10 ნომერმა შედარებით კარგად ითამაშა წინა თამაშებთან შედარებით მაგრამ ამ ბიჭს თუ მეორეს მე დიდ რაგბში ვერ ვხედავ. მეორე ათი ნომერი ძალიან პატარაა თანაც და არც ჯანი აქვს და არა მგონია გაიზარდოს. ამ 10 ნომერს კი სირბილი აქვს სასწავლი სწორად და იქედან დავიწყოთ. საერთოდ უკანა ხაზის უმეტესობა არასწორად დარბის ამირტომ არის წომ სიჩქარეს ვერ კრიბავენ და ისე ლაღად ვერ გარბინ. უმეტესობა მძიმედ დარბის. 9 ნომერს არა უშავდა. დანაღცენებზე ვერაფერს ვიტყვი გარდა იმის რომ ხაზშიც არასწორად დგანან და ბურთი 12 ნომრის იქეთ არც გასულა წესიერად. აფციარს ხაზში აქვს ყველაზე უკეთესი მონაცემები. დანარჩენს ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი, წირბილის სწავლიდან დაწყებული. შერკინება ყოჩაღ და მართლაც მაგარი ბიჭები არიან განსაკუთრებით პირველ ხაზს გამოვყოფდი. სამწვრთნელო შტაბს 10 ბალიანი სისტემით 1-ს დავუწერდი რადგან ჯერ ერთი ყველა ლელოდან არიან და შეტენეს თავისი მოთამაშეები და უკეთესები არიან დამიჯერეთ, განსაკუთრებით უკანა ხაზში. მერე კიდევ აზრზე არ არიან რადგან იტალიისთვისაც შეიძლებოდა მოგება და უელსისთვისაც და მათი არასწორი შერჩევისგან და უნიათობისგან გამომდინარე მარტო შოტლანდიას მოვუგეთ. არ უნდა ამას ისე გაშუქება თითქოს სასწაული მოახდინეს. სასწაული ამ ასაკში იქნებოდა 3 თამაშის მოგება და სამხრეთ აფრიკისთვის მოგებაც. მერე შეიძ;ლება ამაზე ლაპარაკი რომ აი რა გუნდი გვყავს. კახოიძე როლეზიც ლელოში ვარსკვლავ მოთამაშედ ითვლება საეღტოდ უსუსსური იყო და ერთი გაჭრაც ვერ შეძლო. ამ დროს მაისაშვილმა პირველ ნაკრებშიც ათამაშა. მაე ამ ბიჭს წარმატებას ვუსურვედი მაგრამ საშუალო დონის მონაცემები აქვს და მასაც სწორი სირბილი აქვს სასწავლი. რატომ არ აჰყავთ გუნდში მორბენლების მწვრთნელი ნუთუ ვერ ხედავენ ხარეზებს? მთავარი მწვრთნელი კილასონია - მამამისი კარგი მოთამაშეც იყო და არც ურიგო მწვრთნელი იყო, მაგრამ ამას მამამისის მარტო გვარი აქვს. არც მოთამაშედ ვარგოდა და ჰქონდა რამ ნიჭი და მწვრთნელადაც ძალიან მოიკოჭლებს და შერჩევეშიც გამოჩნდა და გუნდის თამაშითაც რომ აზრზე არ არის. ისევ მიდი მიაწექი და ჯანით დაჩაგრეს შოტლანდია, რაც უკანა კილასონიას როგორც წარსულში უკანა ხაზის მოთამაშეს დამსახურება არ არის. ასე რომ გილოცავთ გამარჯვებას მაგრამ სწორი ანალიზი გააკეთეთ და შეხედეთ თვალებში სიმართლეს სხვანაერად შორს ვერ გავფრინდებით...
tngh
შესანიშნავი გამარჯვებაა... ალბათ, მოვესწრები იმ დროსაც, როცა ეროვნული ნაკრებების დონეზეც გავიმარჯვებთ დიდი ექვსეულის გუნდებთან!!!.
:დ
მარტო ლელომ რატო, 4 ლელო დაიდო არალეოელისგან
პაატა
ფაქტიურად მარტო ლელომ მოუგო შოტლანდიის ნაკრებს ლამის 40 ქულით! წარმოიდგინეთ საქართველოს ნაკრები რომ წასილუყო უეჭველი ფინალში გავიდოდით... ბიჭებს ვულოცავ მაგარ გამარჯვებას, მაგრამ ოდესმე იქნებ პრაგმატული ანალიზი გახდეს უპირატესი ვინემ ეიფორიული განწოყობები!!! "ჩაანალიზოს" იქნებ რატომ გვიგებს შოტლანდიის ეროვნული იგივი ანგაროშით, ისევ ამ თაობას გამოადგება!!! წარმატევები ჩვენს რაგბს!!!!
სოსო
რა ვთქვა?უბრალოდ გილოცავთ!საშინელი დასაწყისის შემდეგ,ბიჭებმა თავი ხელში აიყვანეს და თამაშის შემოტრიალება კი არა,შოტლანდია მტრის მატარებელივით,ლიანდაგიდან გადავაგდეთ!უელსთან მოლოდ იმიტომ წავაგეთ,რომ საკუთარი თავის რწმენა დაგვაკლდა და ახლა რომ გვათამაშონ,მჯერა მათაც დავამარცხებდით.არასოდეს მომხდარა,ჩვენ ნაკრებს 6 ერის გუნდებთან სამ თამაშში სამივეჯერ სამი და მეტი ლელო დაედოს.ყოველთვის დაცვიდან ვეთამაშებოდით და როცა ვუგებდით,მაშინაც ჩაკეტილ თამაშში,ძალისმიერი თამაშის ფონზე.მართალია ამ ტურნირზეც შერკინების ხარჯზე ვიღებდით ქულებს,მაგრამ როცა წინ გავედით და საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ,შესანიშნავი სწრაფი გარღვევებიც მივაყოლეთ და 8 ლელო,6 ერის გუნდთან,ჩვენთვის ისტორიული მიღწევაა.ყოჩაღ ბიჭებს.შეცდომები ახლაც საკმაოდ მრავლად გვქონდა,მაგრამ თამაშის მიმდინარეობისასვე,საგრძნობლად გამოვასწორეთ და ესეც ძალიან დადებითი მომენტია.ეს მიგვანიშნებს,რომ ამ შეცდომებს,ხშირად ფსიქოლოგიური საფუძველი ჰქონდა.რაც უფრო აიმაღლებენ თვითრწმენას,მით ნაკლები ტექნიკური წუნი გვექნება.ახლა,მეხუთე ადგილისათვის საფრანგეთთან მოგვიწევს შებრძოლება.ძალიან ძლიერი ნაკრებია,სწრაფი და ტექნიკური,მძლავრი და ორგანიზებული,მაგრამ მათაც აქვთ სუსტი წერტილები და მათ გამოყენებას შევეცდებით.საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრები,ადრეც გვყავს დამარცხებული,ევროპის ჩემპიონატის ფინალში და რატომ არ შეიძლება იგივე გავიმეოროთ?ბიჭები შესანიშნავ განწყობაზე არიან,შედეგი უკვე წარმატებულად შეიძლება შევრაცხოთ,დასაკარგიც არაფერი გვაქვს,მგონი ფრანგებიც ცოტა შეფიქრიანდებოდნენ დღევანდელი შედეგის გამო,ბოლო თამაშია და ბოლომდე თუ მივაწვებით,არც ამ ტურნირზე ცუდი შედეგის გამო იმედგაცრუებული ფრანგების დამარცხება ჩანს შეუძლებლად.ასე რომ მიდით ბიჭებო,ვინც მიდიოდა ფქვავდა,ვინც არა,რიგს კითხულობდაო.არც შოტლანდიელებს სურდათ დამარცხება და არც ფრანგებს ენდომებათ,მაგრამ შოტლანდიელები დავამარცხეთ და სადაც შოტლანდია,იქაც საფრანგეთი.ნურც მათ ვკითხავთ რიგს და იქნებ აქაც დავფქვათ,საფქვავი.
ალექს
წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ანგარიში! +40 დაადეს ექსვი ერის გუნდს! უმაგრესი თაობაა!
კახა
შესანიშნავია.ყოჩაღ ბიჭებო.ასე გააგრძელეთ.შოტლანდიას უგებდე ასეთი ანგარიშით არაჩვეულებრივია.მაგრად ნასიამოვნები ვარ თამაშით.ალბათ 6 ერზე რომ ვთამაშობდეთ ,უფრო დავიხვეწებით და 3-4 წელიწადში ჩემპიონებიც გავხდებით
მაგრებო
ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, საქართველოს 20 წლამდელეთა ეროვნულმა ნაკრაბმა, დიდი ანგიშით 55:17 დაამარცხეს 6 ერის მონაწილე ქვეყნის, შოტლანდიის 20 წლამდელთა ეროვნული ნაკრები გუნდი!
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს