ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ბორჯღალოსნები" - შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

"ბორჯღალოსნები" - შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

10 ივლისს "ბორჯღალოსნები" ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავენ - პირველად ითამაშებენ აჭარის რეგიონში, ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" და პირველად უმასპინძლებენ იტალიას.

შოტლანდიის შემდეგ, იტალია ექვსი ერის და ზოგადად ტიერ1-ის მეორე ნაკრებია, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა და ეს საკურორტო სეზონზე ბათუმის მაცხოვრებლებისა და მისი სტუმრებისთვის დიდი ზეიმია.

რაგბის კავშირი და ბათუმის მთავრობა განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად მატჩის დღეს ქალაქში არაერთ ღონისძიებას გეგმავს, თავად შეხვედრა კი 20:00 საათზე დაიწყება.

საბრძოლო რაზმი

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა. სასტარტო შემადგენლობა გამოცდილი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. მათი კეპების ჯამური რაოდენობა 648-ს შადგენს, საიდანაც 353 ხაზის, ხოლო 295 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

გასულ კვირას არგენტინა XV-თან ნათამაშებ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა და სამივე შერკინებაზე მოდის. პირველ ხაზში გამოჩნდა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელსაც სამხრეთამერიკელების წინააღმდეგ არ უთამაშია. მარქაფიდან დაწინაურდნენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა მარცხენა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა, მეორე ხაზში კი ლაშა ჯაიანმა. უცვლელია მესამე ხაზი - ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე.

უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილი; ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება; ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

დებიუტანტები მარქაფაში

მარქაფაში ორი დებიუტანტია - ბურჯი ნიკა აბულაძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. არგენტინასთან არ უთამაშიათ და ამჯერად გუნდს შეცვლიდან გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. მარქაფაში გადაინაცვლა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ.

თადარიგშია ტოპ 14-ის ჩემპიონი, 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელსაც გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ხაზში შეცვლაზე შევლენ ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

"ბექა გიგაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა, ახლა ჯანმრთელადაა და მზად არის თამაშისთვის. გუნდში სამი მაღალი გამოცდილი კვაჭი გვყავს, ხშირად მივმართავთ როტაციას და ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი ამ ორ მოთამაშეზე შევაჩერეთ. სამწუხაროდ, ვარჯიშზე დაშავდა კოტე მიქაუტაძე და მეორე ხაზში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ამავდროულად, ვთვლი, რომ დებიუტანტმა ლადო ჩაჩანიძემ კარგად ჩაატარა მოსამზადებელი პერიოდი და მზად არის თამაშისთვის.

ნიკა აბულაძეც დებიუტანტია, თუმცა დიდი ხანია სანაკრებო სივრცეშია და აქამდე მისი თამაშის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ნიკამ აფრიკის ტურნე კარგად ჩაატარა და ამ კვირაშიც ნაყოფიერად ივარჯიშა. გელა აფრასიძე ტოპ 14-ის ფინალის გამო გვიან შემოგვიერთდა, ახლა კი მზად არის სათამაშოდ. სანდრო მამამთავრიშვილს წელს კარგი სეზონი ქონდა და ვთვლით, რომ მან ეს ადგილი მოიპოვა. დიდი იმედი მაქვს, ეს მორაგბეები მარქაფადან გაგვაძლიერებენ", - განაცხადა შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

10 ივლისი. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. 20:00

საქართველო – იტალია

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 12 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 20 კეპი, 90 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 40 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 85 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 98 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 33 კეპი, 246 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 65 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 30 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი89 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 28 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 37 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 16 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 33 კეპი, 50 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 27 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 35 კეპი, 40 ქულა).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 21 კეპი, 20 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი, უკეპო), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 39 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

• Vakho

ძალიან სუსტი მწვრთელი ყავს ჩვენს გუნდს და დასანანია ამდენ დროს და ასეთ ძლიერ თაობას რო ვკარგავთ, რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი ნუთუ ვერ ხვდებით რომ სასწრაფოდ შესაცვლელია

• გიორგი

მარქაფაში უნფა გადავიდეს მაისაშვილი, თუ გვინდა რომ ოდესმე ტიერ-1 გუნდს თანაბრად ვეთამაშოთ. წადი-წადი!

• სოსო

დღევანდელი იტალია, სულ მცირე ბოლო 10 წელიწადში, საუკეთესო ფორმაციაა და ობიექტურად ჩვენთან ფავორიტები არიან,მაგრამ ჩვენ პირველად ვეთამაშებით სახლში და ეს ჩვენთვის საკმაოდ ფასეული უპირატესობაა.თანაც ბოლო ხანებში,საკმაოდ ბევრი თამაში გვქონდა დიდი ათეულის გუნდებთან.ასე რომ მუხლების კანკალი,წესით აღარ უნდა ჰქონდეთ ჩვენს ბიჭებს.ადრე, პირველივე წუთებში ვუშვებდით წინ მეტოქეებს და უკვე წაგებული რომ იყო,მაშინღა გვეხსნებოდა დაძაბულობა,ვფიქრობ ამ თამაშში ასე აღარ უნდა მოხდეს და მთელი თამაში დიდი დაძაბულობით ჩაივლის.არ ვიცი,რამდენად დროულია ასე წინასწარ დაძაბულ თამაშში,დებიუტანტების ჩართვა.საფრანგეთში თამაშობენ,მაგრამ სანაკრებო გამოცდილება მაინც სხვაა და მეშინია,სრულფასოვნად შეცვლიან ძირითადის ბიჭებს?ასეა თუ ისე,ძალიან მაგრად თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს.თავს რომ არავინ დაიზოგავს,დარწმუნებული ვარ და რამდენად გვეყოფა ძალა,ეს თამაში გამოაჩენს.თუ შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშეთ,მჯერა,გამარჯვებაც შეგვიძლია.მთავარია სათამაშო დისციპლინა დავიცვათ და ჯარიმები არ ავიკიდოთ ტყუილად.სტადიონი რომ გადაჭედილი იქნება,ეგეც ხომ ნაღდია და არც გულშემატკივრობა ეშლებათ ბათუმში.მიდით ბიჭებო!გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი და ვნახოთ,რა გამოვა.მგონი უნდა გამოგვივიდეს.

წარმატებები ჩვენს ნაკრებს. თქვენი დროა, რომ დიდი განაცხადი გააკეთოთ მსოფლიო რაგბში, შეგვწევს იმის ძალა, რომ მოვიგოთ. ნამდვილი ჯოჯოხეთი უნდა დავახვედროთ აძურის ბათუმში.

• დიმა

თუ ჩვენები მოიგებენ, ეს იქნება სასწაული, თუ ვერა, ეს იქნება ლოგიკური.

• პაატა

არც შემადგენლობებზე ვწერ არაფერს და ზოგადად არც წინასამატჩო ისტერიაზე, უბრალოდ საკმარისია გაეცნო იტალიის და ჩვენი ნაკრებების მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარებს და მიხვდები სად კირან ქროული და სად მაისაშვილიო... ბიჭებო ისევ თქვენით თუ ივაჟკაცებთ და სასწაულს მოახდენთ!!! წარმატება ჩვენს ნაკრებს!!!

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?

"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან

თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის

"ბორჯღალოსნები" | იტალიასთან გენუაში

რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ

რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია

სანდრო თოდუა: ორი წლის წინანდელი შედეგის გასამეორებლად თავს არ დავზოგავთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?