ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სიმბოლური გამარჯვება

სიმბოლური გამარჯვება

ეს "ფერარის" პირველი ტრიუმფია მიმდინარე სეზონში, თანაც "სკუდერიამ" 60 წლის წინ თავისი პირველი გამარჯვება სწორედ "სილვერსტოუნზე" იზეიმა
ბრიტანეთის გრანპრი უცნაურად დაიწყო - ჩემპიონატის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") შაბათს კვალიფიკაციის მოგება ვერ შეძლო (მას თანაგუნდელმა მარკ უებერმა აჯობა). აქედან მოყოლებული გერმანელისთვის მთელი უქმეები უიღბლოდ წარიმართა. გუშინ მას ეტაპის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ "რედ ბულის" მექანიკოსების დაუდევრობისა და სხვა გარემოებათა გამო სეზონში მესამე გრანპრი წააგო.

სტარტზე, რომელიც ოდნავ სველ ტრასაზე შედგა, "რედ ბულმა" შეინარჩუნა ლიდერობა, თუმცა ფეტელმა უკან ჩამოიტოვა უებერი, ვინც ერთი ხელის მოსმით დაკარგა პოულის უპირატესობა. ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") შეინარჩუნა მესამე ადგილი, ფელიპე მასამ ("ფერარი") კი მეოთხე პოზიციაზე გაატარა ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი").

შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი"), რომელმაც პირველი წრის მსვლელობისას მეათედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ წრეზე კი ბატონსაც გაუსწრო და ხუთეულში შეაღწია.

რბოლის პირველი ნაწილის ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - ვინ გადავიდოდა პირველი "სლიკებზე"? სხვებს მაგალითი მისცა მიხაელ შუმახერმა ("მერსედესი"), ოღონდ ეს იძულებით გააკეთა: მე-10 წრეზე ის კამუი კობაიაშის ("ზაუბერი") შეეჯახა - იაპონელი მოსრიალდა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ბოლიდს კი წინა ანტიფრთა დაუზიანდა და გერმანელი დაუგეგმავ პიტსტოპზე შევიდა. მან "სლიკები" დააყენა და წრეზე საუკეთესო დროც დააფიქსირა, რითაც დაკარგული აინაზღაურა, თუმცა რბოლის სტიუარდებმა კობაიასისთან შეჯახებაში დამნაშავედ გამოაცხადეს და ბოქსებში შესვლით დასაჯეს.

მიზანმიმართულად პირველმა რბილი საბურავები ნიკ ჰაიდფელდმა ("ლოტუს-რენო") დააყენა, შემდეგ მას ბოქსებში მიჰყვნენ ბატონი და დანარჩენები. სახიფათო სიტუაცია შეიქმნა კობაიასის პიტსტოპთან დაკავშირებით: მექანიკოსებმა ის პირდაპირ პასტორ მალდონადოს ("უილიამსი") ბოლიდზე "მიუშვეს". საბედნიეროდ, შეჯახება არ მომხდარა, თორემ პიტ-ლეინზე მოძრაობა ჩაიხერგებოდა, თუმცა იაპონელმა "ფორს ინდიას" ტექნიკური მოწყობილობა დააზიანა. მოგვიანებით, კამუის შუმახერის მსგავსი ჯარიმა გამოუწერეს.

ამასობაში ჰემილტონი წინსვლას განაგრძობდა - უფრო ნაადრევი პიტსტოპის წყალობით მასას გაუსწრო, შემდეგ კი უშუალოდ ტრასაზე ჩამოიტოვა უკან ალონსო. რაც შეეხება მასას, ის რბოლის პირველი ნაწილის განმავლობაში მხოლოდ "მაკლარენებს" ებრძოდა: თავიდან ლუისი გაატარა, შემდეგ კი ბრაზილიელს ბრწყინვალე სტილში გაუსწრო ბატონმა. ოდნავ სველ ტრასაზე "მაკლარენი" აშკარად ჯაბნიდა "სკუდერიას" წევრებს.

მაგრამ როგორც კი ტრასა გაშრა, ინიციატივა "ფერარის" მხარეს გადავიდა, რითაც ალონსომ დაიბრუნა მეორე ადგილი - ჰემილტონს მართვადი უკანა ანტიფრთის დახმარებით გაუსწრო.

სილვერსტოუნის რბოლის ბედი მეორე პიტსტოპების სერიამ გადაწყვიტა: "რედ ბულმა" ჩააგდო ბოქსებში ორივე შესვლა (ტექნიკური პრობლემები წარმოიშვა) და საბოლოოდ ფეტელსა და უებერს ალონსომაც გაუსწრო და ჰემილტონმაც.

ჩემპიონატის ლიდერმა ტრასაზე ვერაფერი მოუხერხა ლუისს, მაგრამ მესამე პიტსტოპის შემდეგ გაუსწრო ჰემილტონს. თუმცა იმ მომენტისთვის ალონსო უკვე 10 წამით დაშორდა კონკურენტებს და ეს საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

მოგვიანებით, "მაკლარენის" მექანიკოსებმაც "იყოჩაღეს" - მათ უბრალოდ დაავიწყდათ ბატონის მანქანისთვის წინა საბურავის დამაგრება, რის გამოც ბრიტანელი პიტ-ლეინის გასასვლელთან გაჩერდა.

პიტ-სტოპების ბოლო სერიის შემდეგ ალონსომ შეინარჩუნა ლიდერობა - ის სუფთა ტრასაზე გავიდა და ფეტელთან თითქმის 20-წამიანი ჰანდიკაპი შექმნა. რთულია სათქმელია, "სკუდერიას" ტექნიკურმა სიახლეებმა იმუშავა თუ დიფუზორებზე შეზღუდვამ ითამაშა იტალიელთა უპირატესობაში გადამწყვეტი როლი. ამას ორი კვირის შემდეგ გერმანიაში შევამოწმებთ, სადაც გუნდების ერთიანი გადაწყვეტილებით შეზღუდვები მოიხსნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ალონსოს გამარჯვება სავსებით კანონზომიერი იყო. ეს "ფერარის" პირველი ტრიუმფია მიმდინარე სეზონში, თანაც სიმბოლური. "სკუდერიამ" 60 წლის წინ თავისი პირველი გამარჯვება სწორედ "სილვერსტოუნზე" იზეიმა. იტალიური გუნდის ისტორიაში პირველი გრანპრი ხოსე-ფროილან გონსალესმა მოიგო.

ბოლო წრეებზე საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი - "მაკლარენმა" ჰემილტონს სთხოვა დაეზოგა საწვავი - წინააღმდეგ შემთხვევაში ფინიშამდე ვერ მიაღწევდა. ამის გამო ბრიტანელს უებერმა გაუსწრო. ამის შემდეგ, ავსტრალიელმა ძალიან შეავიწროვა ფეტელი, მაგრამ მარკს უკანა ანტიფრთის ამოქმედებამაც ვერ უშველა და ვერ მოახერხა სეზონში პირველად გერმანელის მესამე ადგილამდე ჩამოქვეითება. საინტერესოა, რომ ბოლო წრეზე ავსტრალიელს ბოქსებიდან უბრძანეს შეენარჩუნებინა სხვაობა გერმანელთან. უებერის აქტიურობით თუ ვიმსჯელებთ, ის ბრძანებას არ დაემორჩილა, მაგრამ მაინც ვერ გაუსწრო თანაგუნდელს.

ფელიპე მასამ ბოლო მოსახვევებში სცადა ჰემილტონის გასწრება და საქმე კონტაქტამდეც კი მივიდა. ბრაზილიელი ტრასის მიღმა გადავიდა, თუმცა საბოლოოდ ჰემილტონი მაინც წინ დარჩა და შეინარჩუნა მეოთხე ადგილი. ფინიშზე ლუისსა და ფელიპეს შორის სხვაობა მხოლოდ 24 მეათასედი წამი იყო.

"ცხადია, ეს გამარჯვება კარგი სტიმული იქნება გუნდისთვის. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მოგება ბოლიდის მაღალმა სისწრაფემ განაპირობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთ სტილში გავაგრძელებთ მუშაობას, წარმატება აუცილებლად მოვა!", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ალონსომ.

ბრიტანეთის გრან-პრი. IX ეტაპი

სილვერსტოუნი (52 წრე, 306.227 კმ)

1(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 1:28.41,196

2(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +16,511

3(1). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +16,947

4(10). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +28,986

5(4). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +29,010

6(9). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.00,665

7(12). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.05,590

8(16). ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) +1.15,542

9(13). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1.17,912

10(18). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +1.19,108

11(11). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +1.19,712

12(14). ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) +1.20,681

13(15). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე

14(7). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე

15(6). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე

16(20). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე

17(22). ჟერომ დ'ამბროზიო (ვირჯინი, ბელგია) 2 წრე

18(23). ვიტანტონიო ლიუცი (HRT F1, იტალია) 2 წრე

19(24). დანიელ რიკარდო (HRT F1, ავსტრა) 3 წრე

20(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 12 წრე

21(19). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 27 წრე

22(8). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 29 წრე

23(21). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 42 წრე

24(17). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 49 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 204 (6 მოგება); 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 124; 3. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 112 (1); 4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 109 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 109 (1); 6. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 52; 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 40; 8. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო, გერმანია) - 34; 9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო, რუსეთი) - 31; 10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 28; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 25; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 10; 13. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) - 9; 14. სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) - 8; 14. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 8; 16. რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) - 4; 17. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 2.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 328 ქულა; 2. მაკლარენი - 218; 3. ფერარი - 164; 4. მერსედესი - 68; 5. ლოტუს-რენო - 65; 6. ზაუბერი - 33; 7. ტორო როსო - 17; 8. ფორს ინდია - 12; 9. უილიამსი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• avtuko

კარგია, ფერარი დაიქოქა....

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!