უკრაინის 21-ე ჩემპიონატი 9 ქართველმა დაიწყო, ტურნირის პირველი გოლიც ქართულია - ის დებიუტანტ დავით თარგამაძეს ეკუთვნის
უკრაინის 21-ე ჩემპიონატი 9 ქართველმა დაიწყო, ტურნირის პირველი გოლიც ქართულია - ის დებიუტანტ დავით თარგამაძეს ეკუთვნის. რადგან ჩემპიონატი ახლა დაიწყო, პრემიერლიგის განაცხადებში მყოფ ყველა ქართველს ჩამოვთვლით: 34 წლის ვასილ გიგიაძე უხუცესი ლეგიონერია, ის კვლავ "ტავრიას" ღირსებას იცავს.

დანარჩენები კი ახალგაზრდები არიან: 25 წლის ჯაბა კანკავა "კრივბასშია", იქვეა ერთი წლით უმცროსი უჩა ლობჟანიძე, 25 წლის სანდრო გურული კვლავ "კარპატის" ღირსებას იცავს, 24 წლის სანდრო კობახიძე "არსენალშია, 23 წლის ჯაბა ლიპარტია "ზარიაში" თამაშობს, 22 წლის ბექა გოცირიძე ისევ ირიცხება "დნიპროში", დავით თარგამაძე (ოლექსანდრია) 21 წლისაა, უკრაინის ქართული ლეგიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი "ილიჩივეცში" თამაშობს - თორნიკე ოქრიაშვილი 19 წლისაა.

თარგამაძის ყოჩაღობის შესახებ შაბათსვე გამცნეთ: მან "ვორსკლასთან" თამაშით საყოველთაო აღიარება დაიმსახურა უკრაინაში, ის პოლტავაში მარჯვენა გარემარბის ადგილზე გაამწესეს. "კრივბასი" ერთი ჩვენებურით დაუხვდა "ვოლინს" - ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა (ლობჟანიძე ტრავმირებულია) 1:0 მოგებულ მატჩში. ჯაბა კუთხურებს ასრულებდა, ერთხელ მის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააფრთხილეს "ვოლინის" ფეხბურთელი.

ოქრიაშვილის "ილიჩივეცმა" შინ 1:0 მოუგო გურულის "კარპატის". ოქრიაშვილს ტრავმა აწუხებს, გურული კი მხოლოდ 63-ე წუთზე გამოჩნდა. არ შედგა ქართული დუელი არც მეორე მატჩში - გიგიაძე სათადარიგოთა სკამს არ გააცილეს "ტავრია"-"ზარიას" დაპირისპირებაში, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. სტუმარმა ჯაბა ლიპარტიამ 90 წუთი კი ითამაშა, მაგრამ თავი არაფრით გამოუჩენია. "არსენალი"-"დნიპრო" დღეს, 11 ივლისს გაიმართება.

ბალარუსის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში "ბრესტი" შინ 1:3 დამარცხდა "ნაფტანთან". ამ შეხვედრაში მასპინძელმა ზაზა ჭელიძემ 90 წუთი ითამაშა. "ბრესტი" 12 ქულით ბოლო ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის