ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები იმართება. ბათუმის "დინამო", ერთი შეხედვით, შეუძლებელი მისიის წინაშე სულაც არაა - ბრატისლავის "სლოვანის" დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია, თუმცა შეხვედრა ძალიან რთული, დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.

ამინდი და არენა

აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ცხელა, ბათუმური ამინდი კი ზაფხულისგან შორსაა. სლოვაკური გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისი მატჩის წინ გაკვირვებული იყო, ამ ქალაქში მაღალი ტემპერატურა მახსოვსო. ვისთვის გამოვა ეს უკეთესი და უარესი, საღამოს გამოჩნდება. სასიხარულო ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ, ისტორიული სარაგბო მატჩის ჩატარების მიუხედავად, ბათუმური არენის მინდვრის საფარი მშვენივრად გამოიყურება. გულშემატკივრობა რომ საოცარი იქნება, ამაზე საუბარიც ზედმეტია, ეს კი ქართულ კლუბს მნიშვნელოვან მუხტს მისცემს.

საკადრო საკითხები

გია გეგუჩაძის გუნდი კაპიტან მამუკა კობახიძეს რომ მოისაკლისებს, ეს კარგად მოგეხსენებათ, რომელიც ბრატისლავურ დაპირისპირებაში (0:0) გააძევეს. ცენტრალური მცველის პოზიციას გიორგი რეხვიაშვილი რომ დაიკავებს, ესეც ვიცით. პირველი მატჩისგან გასხვავებით, ბათუმელთა რიგებში კიდევ ერთ ცვლილებას ველით - ირაკლი ბიძინაშვილის ნაცვლად ტრავმამოშუშებული ჯაბა ჯიღაური უნდა ვიხილოთ. კარგია, რომ გუნდს გუგა ფალავანდიშვილი უბრუნდება. მას მინდვრის ცენტრში შემოქმედებითი ელემენტების შეტანა ნამდვილად შეუძლია.

რაც შეეხება ვაისის არჩევანს, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცისგან სასტარტოში ცვლილებებს ნაკლებად ველით. გიორგი ჩაკვეტაძის ძირითადში მოაზრება ჯერ ნაადრევი გვგონია. გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თუკი "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ასე გააგრძელებს, ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდება.

მკაცრი არბიტრი

ამ გუნდების პირველი მატჩის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ ბათუმელებს დისციპლინის მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მეტოქეზე სამჯერ მეტი (6) გაფრთხილება მიიღეს და ტაიმზე მეტი 10 ფეხბურთელით ითამაშეს. გვჯერა, ამ საკითხზე გია გეგუჩაძე ბევრს იმუშავებდა, თანაც "სლოვანთან" დაპირისპირების მთავარი მსაჯი, 33 წლის პორტუგალიელი ანტონიო ემანუელ კარვალიო ნობრი მკაცრ რეფერად მიიჩნევა. თავად განსაჯეთ, ცოტა ხნის წინ ის 19-წლამდელთა მატჩებს უძღვებოდა და ისრაელი-ინგლისის დაპირისპირებაში 10 ყვითელი ბარათი გამოიყენა, საფრანგეთ-იტალიის შეხვედრაში ეს რიცხვი 7 იყო.

ბათუმელთა რიგებში მომდევნო მატჩის გამოტოვების საფრთხის მეკარე კუპატაძეს, ჩაბრაძეს, რეხვიაშვილს და ტეიდს უდგათ. სტუმართა შორის ასეთები გასულ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული, სომეხი ბარსეგიანი და სერბი ფორვარდი საპონჯიჩი არიან.

მომდევნო მეტოქე

იმედია, ბათუმის "დინამო" ასპარეზობას ისევ ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობს, სადაც 19-27 ივლისს უნგრულ "ფერენცვაროშს" ან ყაზახურ "ტობოლს" შეხვდება. ამ წყვილის პირველი მატჩიც უგოლო ფრით დასრულდა. "დინამო" - "სლოვანს" შორის უარესი კი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს და პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდება. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის გუნდი აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" (1:5) განადგურდა და უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა.

ასე რომ, მთელი ყურადღება ბათუმისკენ, სადაც დღევანდელი დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ.

კარები ცარიელი დატოვეს მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთზე??? ნუთუ ვინმეს გჯერათ, რომ ეს მოხდა შემთხვევით?
ილია
აბა ბათუმი მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ.დღეს ყველა ბათუმელები ვართ.ღირსეულად,ბრძოლითა და ჟინით და რაც მთავარია სწორი ფეხბურთით დავამარცხოთ ასევე ჩვენს გულებთან ახლოს მყოფი,მაგრამ ამჯერად ოპონენტი სლოვანი და გავიდეთ შემდეგ ეტაბზე.წარმატებები,ღმერთი გფარავდეთ
roma
მანამდე მოვუგებთ სანამ 90 წუთი დამთავრდება. დამაჯერებელი გამარჯვება და შემდეგ სავარაუდოდ ფერენცვაროშს გადავიმტრევთ მუხლზე. დისლაიქი მაგიტომ დაგიწერე.
ბათუმელი
ამ ჟურნალისტს კომენტატორადაც ვისურვებდი. ადრეც დავწერე, შარვლიდან არ ხტება და კარგად აანალიზებს
გაიოზი
წარმატებაბი ბათუმის დინამოს და ბათუმელებს, დიდი სიხარული სრულიად საქართველოსთან ერთად!

მატჩი შედეგიანი იქნება, ფრედ დასრულდება. შესაძლებელია საქმე პენალტებამდეც მივიდეს.
თენგო
უნდა მოვიგოთ მარა ჩაკვემ ერთი ბურთი გაიტანოს მინდა
Bacho
რა მშვენივრად გამოიყურება გადახნეს რაგბისტებმა))
რაბუ
ბათუმი გავა შემდეგ ეტაპზე, არ ღირს ამდენ ნერვიულობად. დამაჯერებლად მოვიგებთ
D. drogba
პატივისცემა სტუმრებს, მაგრამ აუცილებლად გამაწყენებულები უნდა გავუშვათ უკან.
100%

ჩელე
გული მიგრძნობს, დღეს დიდი ანგარიშით მოვიგებთ. არავითარი დამატებითი დრო და პელნები, ისეთ გამარჯვევებების მაჟორზეა ქართული სპორტი რომ მეტოქეს შანსი არ აქვს. ევროკავშირში შესვლის კანდინანტის სტატუსი ჯერ-ჯერობით ვერ მივიღეთ, მაგრამ ჩ/ლიგაზე რომ შევჯლიგინდებით დარწმუნებული ვარ.
qomagi
რამხელა რაღაც დევს სასწორზე.ერთი მოგება და შემდეგ 2 გუნდთან დამარცხების შემთხვევაშიც კი კონფერენს ლიგის პლეიოფი გარანტირებულია და იქაც ჩემპიონის ხაზით წაგებული გუნდი შეხვდება.წაგება არაფრით შეიძლება,რადგან 3 ეტაპის გავლა გაუჭირდება შემდეგ.ყველაფერი დღეს წყდება ბათუმში.ან მიგება ან კიდევ 1 წელი ქართული კლუბების გარეშე დარჩება ევროტურნირები როგორც ყოველთვის.
ვანგა
დამიჯერეთ, როგორც ვიწინასწარმეტყველე: იქ ფრე, აქ ძირითადი ფრე, დამატებითი ფრე, პენალტები გადაწყვეტს გამარჯვებულს. 5:4 ქართველი ვერ გაიტანს პენალტს!!!
მერაბი
წარმატებები ბათუმს!
ნიკა
ერთი შეხედვით ეს ორივე გუნდი თანაბარი ძალებისაა და კარგი თამაში უნდა გამოვიდეს წესით ვინც უფრო დისციპლინირებულად უთამაშებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ისმოიგევსბ ვიმედოვნებ ეს ბათუმიიქნება. ამ რწყვილში დამარცხებულის და ლეხის თამაშიც ანალოგიურიიქნება ლეხიც თითქმის იგივე სიძლიერისგუნდია. ანგარიშს არსებითი მნიშვნელობა არაქვს მთავარია შედეგი შემდეგ ეტაპზეროგადავიდეს ბათუმი და დაწეროს ისტორია.
ჰაჰა
რა კარგად დაიწყე: "თუმცა შეხვედრა ძალიან რთული, დაძაბული" იქნებაო. ბოლოს მომავალ მეტოქეზე საუბარი მეხამუშა. საქმე იმაშია, რომ როცა შეხვედრას ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ვატარებთ, შედეგიც მისაღებია. საერთოდ, ზოგადად ქართველების თვისებაა ყველა სახეობაში. ამიტომ ეს სტატია უფრო დადებითია, საქმიანია. არ ქმნის უაზრო განწყობებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ