საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ამხანაგური მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე გახლდათ ნიდერლანდები, რომელსაც ქართველებმა 9 ივლისს, სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 90:71 მოუგეს.

ამჯერად გამარჯვება ნიდერლანდს დარჩა. თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში საასპარეზოდ ნაადრევად ჩამოსულმა ბენილუქსელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და ქართველებს დამაჯერებლად – 77:60 სძლიეს. სტუმრებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რაშიც ლომის წვლილი 16 ქულისა და 10 მოხსნის მიმთვლელ კრააგს მიუძღვის.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 6 მოხსნით ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გამოირჩა. 9 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა ლუკა ლიკლიკაძემ მოაგროვა, 8 ქულა და 6 მოხსნა გიორგი სარალიძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის "ბ" დივიზიონი სტარტს 15 ივლისს აიღებს. საქართველოს ჯგუფში მეტოქეებად კოსოვო, ავსტრია, შვედეთი და ჩრდილოეთი მაკედონია ჰყავს. ნიდერლანდები კი პირველ ჯგუფშია ისლანდიასთან, ესტონეთთან, ლუქსემბურგთან და რუმინეთთან ერთად.

GBF

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა