ჩვენმა მშვილდოსნებმა ტურინის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი და ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს
ქრისტინე ესებუა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. ჩვენმა მშვილდოსანმა ამ წარმატებას ტურინში გუშინ, 10 ივლისს დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწია და ახალ ისტორიასაც დაუდო სათავე - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ამ რანგის შეჯიბრების პირველი მედალია ქართული მშვილდოსნობისთვის, თუმცა ჯილდო პირად პირველობაში არც მანამდე, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას გვქონია.

მაშინ ჩვენი სახელოვანი ჩუბინი, ევროპიდან ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გუნდურში ორჯერ კი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ პირადში მედალი არ ჰქონია.

გუნდური შეჯიბრების პირველსავე წრეში მომხდარი უსამართლობის მიუხედავად, ეს პირველობა მაინც წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის - გუნდმა მოიპოვა ვერცხლის მედალი და ლონდონის ოლიმპიადის საგზური. აშკარაა, რომ ნაკრებს კორეელი მწვრთნელის - ან ჰიუნ სანის ხელიც მაგრად დაეტყო.

მართლმადიდებლურად მონათლული და ქართველთაგან "არჩიდ" წოდებული კორეელი მართლაც მაღალი კლასის სპეციალისტია და სავარაუდოდ, ლონდონის ოლიმპიადამდეც გაუგრძელებენ კონტრაქტს. მასთან ხელშეკრულება ამ შეჯიბრების ჩათვლით იყო დადებული და, ალბათ, არავინ დაადანაშაულებს, რომ შეთანხმებული გუნდური ლიცენზია ვერ მოგვიტანა - ყველამ კარგად ვიცით, ეს მისი ბრალი არაა და დამნაშავე სულ სხვაგანაა საძებნი. კორეელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს და ეჭვიც ნუ შეგვეპარება, მისი ხელმძღვანელობით კვლავაც მოვიპოვებთ დიდ წარმატებებს. მათ შორის - დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებში და თვით ოლიმპიადაზეც.

26 წლის ესებუა ახალგაზრდებში უკვე ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ახლა კი იმავეს გამეორებამდე უფროსებშიც ცოტა დააკლდა. ოღონდ მაშინ ის უკრაინაში ცხოვრობდა და იმათ ნაკრებში მოიგო გუნდური პირველობა, ახლა კი სამშობლოს ღირსებას იცავდა. ესებუა დევნილია - მისი ოჯახი ომის ქარცეცხლს გალის რაიონიდან უკრაინაში გაექცა. იმხანად მსოფლიოს მომავალი ვიცე-ჩემპიონი 8 წლისა იყო და დაკარგული ოჯახიდან ბევრიც არაფერი ახსოვს. გონებას მხოლოდ ტყვიების განუწყვეტელი ზუზუნი და თავის გადასარჩენად გაქცეული ხალხი შემორჩა, რომელთა შორის ის და მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ. იმ საშინელებიდან კიდევ ერთი სურათი დაამახსოვრდა სხვებზე მკაფიოდ - მოსკოვის რკინიგზის სადგურის ცივი შენობა, სადაც პატარა ბავშვს გაყინულ სკამზე მიყრილ ბარგზე ეძინა თბილი კერის მოლოდინში და სიცივით კანკალებდა...

ნახევარფინალი და ფინალი

გუშინ ესებუამ ნახევარფინალი დამაჯერებლად მოუგო საკვალიფიკაციოში მესამეზე გასულ ჩინელ იუტინ ფანს - 3:1 სეტებში. პირველი ორი პერიოდი ჩვენებურმა 23:22; 28:27 დაასრულა თავის სასარგებლოდ. პირველ სეტში ნაჩვენებ დაბალ შედეგს საერთაშორისო ფედერაციის საიტი სასროლეთზე ამოვარდნილი ქარით ხსნის, თუმცა ესებუა უფრო მობილიზებული გამოდგა. ჩინელმა მესამე პერიოდში იმარჯვა - 28:24 და რაღაც იმედიც მიეცა, მაგრამ ესებუამ მოიგო მეოთხე და მთელი შეხვედრაც - 26:25.

ვიდრე ჩვენებური ფანს ამარცხებდა, მეორე ნახევარფინალში ჩილელი დენისე ასტრიდ ვან ლამოენი ფრანგ ევროპის ჩემპიონ ბერენჟერე შუს უგებდა ასევე ოთხ სეტში - 3:1. მსოფლიოს ჩემპიონატს ცოტა უცნაური ფინალი გამოუვიდა - ერთმანეთს საკვალიფიკაციოში 39-ზე გასული ესებუა და 36-ე ადგილოსანი ჩილელი ხვდებონენ, მთავარი ფავორიტებიდან კი მედლისთვის მხოლოდ ჩინელმა იბრძოლა - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შუს აჯობა.

ესებუასა და ვან ლამოენის ბრძოლა მეტოქის უპირატესობით დაიწყო - პირველი სეტი 27:26 მოიგო. შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა - პირველ გასროლაზე ორივემ 9-იანში მოახვედრა, მეორეზე - 8-იანში, აი მესამეში კი ჩილელმა 10-იანში მოარტყა, ჩვენებურმა კი ქულით ნაკლები აჩვენა. სამაგიეროდ, ესებუამ მოიგო მეორე პერიოდი - 27:24 და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი მესამე სეტი აღმოჩნდა, სადაც ჩილელმა მეორე ისარი სამიზნის ზუსტად შუაგულში მოათავსა, პირველი და მესამე - 9-იანებში, ესებუამ კი 9, 8 და 8 მიითვალა.

მდგომარეობის გამოსწორება მეოთხე სეტში ჯერ კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ის ვან ლამოენმა უკეთ დაიწყო - 9-იანში დასვა ისარი, ესებუამ კი მხოლოდ 8-იანი იკმარა. მეორე ცდა ორივემ წარმატებით გამოიყენა - 10-იანები. ამდენად, მესამე ცდის წინ ჩილელი 19:18 იგებდა და ისეთი ვითარება იყო, ჩვენებური მხოლოდ საკუთარ თავზეც აღარ იყო დამოკიდებული - მეტოქეც თუ არ გააფუჭებდა ცდას, ამას მარცხისგან ვეღარაფერი იხსნიდა. ჩვენდა სამწუხაროდ, მეტოქემ კვლავაც 10-იანში გაარტყა და ბრძოლასაც აზრი დაეკარგა. ესებუამ 9-იანი კი მოიპოვა, მაგრამ პერიოდი 27:29 დათმო და ვერცხლს დასჯერდა.

ვან ლამოენი ტურინში მართლაც ფრიად მობილიზებული ჩავიდა. პლეი ოფში სხვებთან ერთად განთესილი ტაივანელი ჩიევ-იუნ ლე გააგდო, მერე ჯერ ამერიკის სახელით მოასპარეზე ხათუნა ლორიგს (ქვრივიშვილი) მოუგო, მერე - ხათუნა ნარიმანიძესაც, ნახევარფინალში კი ევროპის ჩემპიონს დააყრევინა ფარ-ხმალი. ჩვენი არ იყოს, ეს მედალი ჩილელებისთვისაცზლდნენ - მსოფლიოს წინა პირველობაზე, კორეულ ულსანში კოლუმბიელი ნატალია სანჩესი მესამე იყო.

აზიელთა მარცხი

ტურინული ტურნირი სერიოზული მარცხი გამოდგა აზიელების, კონკრეტულად კი ჩინელებისთვის. პირად პირველობაში მათ ერთი მედალიც ვერ მოიპოვეს. არადა, 1989 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ორჯერ დაკარგეს ჩემპიონობა (ორივეჯერ მოლდოვადან იტალიაში გადაბარგებულმა ნატალია ვალეევამ წაართვათ), თორემ სხვა ყველა მათ მოიგეს. იქაურმა ქალებმა გუნდურში კი მოიპოვეს ბრინჯაო - ჩინელებს მოუგეს, მაგრამ არა გვგონია, ეს დიდ წარმატებად მიიჩნიონ. იმავე 1989 წლის შემდეგ მათ გუნდურშიც მხოლოდ ორჯერ წააგეს ეს პრესტიჟული შეჯიბრება, თორემ სხვა დროს პირველობას არავის უთმობენ.

სამაგიეროდ, იამაყებენ იტალიელი ქალები - ფინალში ინდოელებს 210:207 მოუგეს და ისტორიაში მეორედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები (პირველი ასეთი წარმატება 1995 წელს მოიპოვეს, ორი წლის შემდეგ კი კვლავ ფინალში იასპარეზეს, მაგრამ ვერცხლს დასჯერდნენ). ახლა კიდევ უფრო დასანანია გუნდური პირველობის პლეი ოფში მომხდარი უსამართლობა, როცა თითიდან გამოწოვილი მიზეზით სააპელაციო კომიტეტმა ჩვენებს იტალიელებთან მოგება არ ჩაუთვალა და გადასროლა დანიშნა, სადაც დამატებითი მაჩვენებლებით ფრეზე დავმარცხდით - მეტოქეს 10-იანი ჰქონდა.

ქართული მხარე კი აგრძელებს ბრძოლას სიმართლის დასადგენად და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ჩივილსაც აპირებს, მაგრამ იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. თუმცა იმედი ბოლოს კვდება დამოვლენათა განვითარებას დაველოდოთ .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს