თურქეთის საკლუბო ჩემპიონატში ფანცულაიას ოქროს მედალი ერგო, ხოტენაშვილს - ვერცხლი, ძაგნიძეს კი - ბრინჯაო
თურქეთის საკლუბო ჩემპიონატში, როგორც გაუწყეთ, საქართველოს 11 დიდოსტატი მონაწილეობდა. ზოგიერთმა მათგანმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში და დაუფასდათ კიდეც - ლევან ფანცულაიას ჩემპიონატის ოქროს მედალი ერგო, ბელა ხოტენაშვილს - ვერცხლი, ნანა ძაგნიძეს კი - ბრინჯაო.

ახლა უფრო დაწვრილებით. ასპარეზობის ბოლო ტურში შეხვედრები ასე დამთავრდა: "ადანა"-"გაზი უნივერსიტესი" (ნანა ძაგნიძე-ნურ გუნეი 1:0), "ისტანბული"-"ვეშილკოვ სფორი" 7,5:2,5 (ერნესტო ინარკიევი-დავით არუთინიანი 1:0, ალექსანდრ იპატოვი-თორნიკე სანიკიძე 0,5:0,5), "ჩელიკოლი"-"ბურსა" 6:4 (სოფიკო გურამიშვილი-სოფიო გვეტაძე 0,5:0,5), "მანისა"-"ბეშიქთაში" (უქართველებოდ), "ისეკ აქუამარტჩი"-"თურქ ჰავა იოლარი" 7,5:2,5 (რუსტამ კასიმჟანოვი-მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5, ლევან ფანცულაია-სევინჯ გენჯი 1:0, ეკატერინა ატალიკი-სალომე მელია 0,5:0,5), "დენიზ გენჩლიკი"-"ტარსუს ზეკა სატრანჩი" 5:5 (ემილია-მირჩეა პარლიგრასი-მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, რასულ იბრაჰიმოვი-ლუკა პაიჭაძე 0,5:0,5), "იარი კრედი სფორი"-"მერსინ ეზგი სატრანჩი" 6:4 (ბელა ხოტენაშვილი-ადრიანა ნიკოლოვა 1:0).

ამდენად, 13 ტურის შემდეგ 26 შესაძლებლიდან 23 ქულით (საერთო მონაგარი 82 ქულა) ჩემპიონობა მოიპოვა "ისეკ აქუამატჩმა", რომლის შემადგენლობაშიც ლევან ფანცულაიასთან ერთად თამაშობდნენ უზბეკი ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონი რუსტამ კასიმჟანოვი, რუმინელი დიდოსტატი ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ, ევროპის ექსჩემპიონი ეკატერინა ატალიკი.

გამარჯვებულს ორი-ორი ქულით ჩამორჩნენ და, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები ბელა ხოტენაშვილის "იარი კრედი სფორმა" (79) და თურქეთის ორგზის ჩემპიონმა, ნანა ძაგნიძის "ადანამ" (74,5) გაინაწილეს.

თურქეთის ჩემპიონატში ქართველთა მონაგარი ასეთია: ლევან ფანცულაია-11,5 ქულა (13 პარტიიდან, რეიტინგი 6 პუნქტით გაიმდიდრა), ბელა ხოტენაშვილი-10,0 (13, +10), ნანა ძაგნიძე-9,5 (13, -5), სოფიკო გურამიშვილი-6,5 (13, +12), მიხეილ მჭედლიშვილი-6 (13, -7), ლუკა პაიჭაძე-7 (13, -3), სოფიო გვეტაძე-7 (13, +6), მერაბ გაგუნაშვილი-7 (13, +8), სალომე მელია-6,5 (13, -13), დავით არუთინიანი-5,5 (13, 0), თორნიკე სანიკიძე-8 (13, +5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა