ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

ასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

"შესაძლოა, ორი მატჩის ჯამში დამარცხდე, მაგრამ ეს გულისწყვეტას უნდა იმსახურებდეს და არა ბრაზს" - ესაა ამონარიდი ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩის შემდგომი წერილიდან. ქართული კლუბის შესრულებით დასამახსოვრებელი ეპიზოდები, ემოცია და შეტევა ვნახეთ, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, თითქოს იშვიათად რომ ხდება, არადა, დეჟა-ვუს (უკვე ნანახი) განცდას ტოვებს. ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ასეთ გადამწყვეტ მომენტებში მიუტევებელი შეცდომები და მისგან გამოწვეული მარცხი გვინახავს. მხოლოდ ფეხბურთელები? მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწერა, ბათუმელებმა "გენო პეტრიაშვილი" გაიმეორესო. მოჭიდავე ხომ ოლიმპიადის ფინალის უკანასკნელ წამებზე, დრამატულად დამარცხდა.

მარტივი და რთული

ძალიან მარტივია, წაგება და კონკრეტული ეპიზოდი რომელიმე მოთამაშეს დააბრალო და მარცხი ასე ახსნა, მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება, პრობლემა ყოველთვის უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს. მაგალითად, მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ თქვა, რაც მეტ კუთხურს მოვაწვდიდით, ვიცოდით, ერთხელაც გავიტანდითო. ჩვენი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვაისმა და ქართველმა ფეხბურთელებმა კი არა, ყველამ იცის, რომ სტანდარტული მდგომარეობები ჩვენი სუსტი წერტილია. ამ დროს კი თამაშის დამთავრებას ბევრი არაფერი რომ არ აკლდა, ბურთი კარის ხაზზე უმიზეზოდ გადავაგდეთ, რადგან ამის საჭიროება არ იდგა, შემდეგ კი რაღაც საოცარი განლაგება გვქონდა, რაც უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მაშინვე იგრძნო. და მაინც, ზემოაღწერილი ეპიზოდის ყველა დეტალში მთავარი პასუხისმგებლობა მეკარეზე მოდის. შეცდომა ბევრ კიპერს დაუშვია. მთავარია, ლაზარე კუპატაძეს მასზე როგორი რეაგირება ექნება. ახლა ის რთული მდგომარეობაშია, თუმცა საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს და სტაბილურობას მიაღწიოს.

რატომ არ გვეყო რესურსი?

გია გეგუჩაძემ მარცხის მიზეზად ძალებისა და რესურსების გამოცლა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს, ბოლო პერიოდში გუნდის სათადარიგოთა სკამი მხოლოდ მცირდებოდა. დაცვის ხაზზე მივუთითებდით და აღმოჩნდა, რომ შეტევაში ზურიკო დავითაშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელი არ აღმოგვაჩნდა, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ გუნდი სათანადოდ ვერ გაძლიერდა.

მატჩის წინა დღეს ბათუმელთა თავკაცმა გაფრინდაშვილის წასვლის მაგალითზე თქვა, უფრო ძლიერი ჩემპიონატისთვის ფეხბურთელების მიმწოდებლები ვართო. ეს კიდევ ერთი დილემა და რეალობაა, რომელიც ქართულ კლუბებს უდგათ. ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე გამოსვლას აგრძელებს, მაგრამ ყველამ ვიცით, იგივე დავითაშვილისა თუ აზაროვის მიმართ სატრანსფერო ინტერესები რომ არსებობს და გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების წასვლას ისევ ვნახავთ. რესურსი უფრო დიდი გვექნებოდა, ქართულ კლუბებში კაშიასა თუ კანკავას დონის ფეხბურთელების სტაბილურად დაინტერესებას რომ ვახერხებდეთ, რომელთაც ბათუმში მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს.

მწვრთნელთა დუელი

ვლადიმირ ვაისს (რომელიც მართლაც კარგი ადამიანია, რაც პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა) გარკვეული ცოდნა საქართველოს ნაკრებშიც გაუღრმავებია, მათ შორის, სწორი ცვლილებები და თამაშის სცენარის შეცვლა. ყველანაირი ლოგიკით, სომეხ ბარსეგიანს სასტარტოში უნდა ეთამაშა, სლოვაკმა სპეციალისტმა კი მის კარგ ფიზიკურ მომზადებასა და ენერგიაზე აქცენტი იმ დროისთვის შემოინახა, როცა ქართველი ფეხბურთელები უკვე დაღლილები იქნებოდნენ, სასტარტოში თამაშის შანსი კი ჩაკვეტაძეს მისცა. ამან შედეგი გამოიღო. მაინც აუხსნელია ირაკლი აზაროვის მოედნიდან გაყვანა. რა თქმა უნდა, ის დაღლილი იყო, თუმცა ზემოხსენებულ ბარსეგიანს ამოსუნთქვის საშუალებას მაინც არ აძლევდა. ამას სანდრო ალთუნაშვილის ცვლილებაც დაერთო, ბათუმელებმა კი ბურთი დაკარგეს და მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს. გუნდს დაღლილობა ძალიან დაეტყო და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩვენს სუსტ წერტილებსა და ძლიერ მხარეებს კარგად აკონტროლებდა. ვაისმა ტაიმების დასაწყისში აქტიური პრესინგი შემოგვთავაზა. ზემოთ კაშიას კუთხურზე ნათქვამი დავწერეთ. ისიც, რომ ბათუმელებს მეტოქის კართან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლება არ მოუპოვებიათ, რისი შესრულებაც მამუჩაშვილს მშვენივრად გამოდის, ესეც სლოვაკთა ერთგვარი ტაქტიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა იყო ერთი ეპიზოდი - სტადიონიდან ნაკლებად, ვიდეოგამეორებაზე კი კარგად გამოჩნდა, შეხვედრის პორტუგალიელ არბიტრს სლოვაკთა კარში პენალტის დანიშვნა რომ შეეძლო.

რა თქმა უნდა, გამართლებაზეც ვისაუბრებთ, მსაჯის შეცდომებზეც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს გარკვეულ ლოგიკურ წერტილამდე მივყავართ.

შემდეგი ნაბიჯი

ფაქტია, ახლა მთელი ყურადღება კონფერენს ლიგაზე უნდა გადავიტანოთ, სადაც სერიოზული მეტოქე, პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი" გველის. იქ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან. ბათუმელებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ. შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად, საკადრო რესურსი უნდა გაიზარდოს. გუნდი განაცხადის სრულფასოვნად შევსებას ვერ ახერხებს, პრობლემური ადგილები კი არის, რაზეც მანამდეც აქტიურად მივუთითებდით. პირველ მატჩს 21 ივლისს, სტუმრად გავმართავთ, განმეორებითს კი - 28 ივლისს, ბათუმში.

• kaka

საქარტველოს ფეხბურტის დონე აიწიაო ისეტი ხალხი იზახის გაგიკვირდებატ ვაი და უი ტქვენ ფეხბურტის დამგუპელებო ტქვე..............

• Soso

მე ვფიქრობ სლოვანი საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი გუნდი იყო მარტო ჯაბა კაშია და ვაისი რა მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან ფენერცვაროშთან ვნახავთ ამ გუნდის სიძლიერეს უბრალოდ ბათუმმა ისე მაგრად ითამაშა სლოვანი სუსტი გამოჩნდა არ არი ესე მაგარი გუნდი გვყავს ბათუმის დინამო

• nedved

არაუშავს, ბათუმი როგორც გუნდი და პროექტი უკვე წარმატებულია და მეტი და მეტი წარმატება მოვა დროსთან ერთად. სიტის დაუქამბექეს 3 წუთში ბოლობოლო, ბარსას გაუტანეს ანალოგიური ბავშური გოლი ბოლო წუთზე, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მთავარია გაგრძელდეს პროგრესი, დაიმატონ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შემოვლენ და კარგად ჩაანაცვლებენ. სამწუხაროდ სკამიდან გაძლიერების საშუალება საერთოდ არააქვს გეგუჩაძეს, ნავალოვსკის ღრიალის გარდა სხვა მოვალეობა აქვს რამე?

• Gio

Qartuli vachrebis saklubo pexburti gaparchakebuliiiiiiiiiiiiiiiiiii

აბა, დსცხეთ ბიჭებო, ჩემი კომენტარები დიზლაიკებით აავსეთ – ტოტალიზატორების მუშაკებო, პროფესიით ფეხბურთში და სპორტულ ჟურნალისტიკაში (არა ყველა) დასაქმებულო პირებო, დაუკვირვებელო ფეხბურთის ქომაგებო! :))

• ლევანი

რა წარმატებები მოდის გამოცდილების მიღების შემდეგ? ჩამოდიან პირდაპირ ბრაზილიიდან ვიღაც ტიპები და ყარაბაღის მსგავს გუნდებში პირდაპირ შედეგს დებენ. კლასი უნდა ამას კლასი და რაც გინდა ბევრი მწარე გამოცდილება მიიღო - არ გამოდის არაფერი თუ ეს ოხერი კლასი არ გაქვს. შარშან თურქულ კლუბთანაც მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გამოგვადგა? ესეც, რომ არ იყოს, მიდიან ეს უკვე ,,გამოცდილება მიღებული'' ფეხბურთელები და იღე ყოველ წელს ახალ-ახალი ,,გამოცდილება'' რამდენიც გინდა... მოკლედ რაცა ვართ ესა ვართ

• ნოდო

ჩვენ ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ, შარშან იყო თურქული კლუბის გამოცდილება და ვისწავლეთ რამე?

• მ.მ

რატომ არავინ არწერთ გასულ წელს ბოლო წუთებზე გაშვებულ ორ გოლს ბატესთან და თურქულ კლუბთან ბათუმში, არც ის თამაშები იყო წასაგები მაგრამ ეგრე გავუშვით.

• ვანჩოპე

ყველა კლუბი აგებს და შეცდო.ებზე სწავლობს. არა უშავს ბიჭებო. მთაცარია ამ მარცხისგან გაკვეთილი ისწავლოთ და გაგაძლიერონ

რა შენგნებული ბიჭო, ცრემლები ვერ შეაშრეს ფეხბურთელებს და პრეზიდენტს. ასეთ უვიცობას და სისულელეს როგორ წერ.

• მე-14 სკოლა

როცა კუთხურს აწვდის მოწინააღმდეგე გუნდი ძელთან კაცი არუნდა იდგეს??? რომ მოაშიშვლეთ კარები იმიტომაც ჩაგიხვიეს ბურთი კუთხურიდან,

• რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი

ასეთი შეგნებული წაგებების გამოა მაყურებელიც რომ აღარ დადის სტადიონზე

• ზურა

პენსიონერები,რომ გიზით სათადარიგოთა სკამზე და გამორეკეთ გუშინ ბოლო წუთებზე აი მიზეზიც ეგაა! წინა ძელთან კუთხურის დროს ვინმე რომ უნდა იდგეს ეგ ფეხბურთზე ახალი მისულები როცა იყავით მაშინ გასწავლეს! რამდენჯერ დაგენანათ პასის გაცემა უკეთეს პოიციაზე მყოფი თანაგუნდელისთვის?

ყოველ წელს ერთიდაიგივე მეორდება! გაიხსენეთ საბურთალო – არარატ–არმენიას მატჩი! ცივი გონებთ მიდგომაა საჭირო და ყველაფერს მიხვდებით! დღეს არ გვაქვს სამართლიანი ფეხბურთი, ეს უნდა გავიგოთ ყველა ჩვენთაგანმა!

• დავითი

თუ ნატრულობ,ნორმალური მოდელი ინატრე. ერთი პესეჟემ დადო შედეგი ევროსარბიელზე და მეორე ბათუმი დებს. რომ არ ყავს დღეს ბათუმს კონკურენტი ეროვნულ ლიგაში,ზუსტად მაგიტომ აძლევს თავს უფლებას ეგეთი სათადარიგო სკამის ყოლის

• გია

სომხეთის და აზერბაიჯანის ჩემპიონები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, კიდევ ისეთი ქვეყნის ჩემპიონები გავიდნენ ნამდვილად მრცხვენია მათი ჩამოთვლა. არ მოგბეზრდათ ასეთი უსუსური შედეგების ჩვენება (ბათუმს ეს კიდევ ნაკლებად ეხება). მე მგონი ჯობია აზერბაიჯანის ჩემპიონატთან გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ დონე, თორემ ასეთი ფიზიკური მომზადებით ჩვენ ევროპაში არაფერი გამოგვივა.

სივასპორთან რაც მოხდა შარშან ბათუმში, ახლაც ზუსტად იგივე მოხდა! რატომ გავიწყდებათ??? როგორც სჩანს, საფეხბურთო მაფიის მიერ ბინძური ფულის შოვნის აპრობირებული მეთოდია!

• Giorgi

ესეთი მძიმე თამაშის ესე წაგებას ბათუმი არ იმსახურებდა, მაგრამ რას ვიზავთ, მოკლე სკამი აქვს ბათუმს და ამანაც განაპირობა ინიციატივის დათმობა გოლის შემდეგ, მაინც ყველაფერს ფინანსებთან მივყავართ. დღევანდელ თამაშებზე რა ხდება? აჩვენებენ რამე თამაშს?

• ika

დინამო ბათუმი გუნდია სხვა ქართული ტოპ გუნდუშკებისაგან განსხვავებით. იმედია ბათუმი საქართველოში ისე იქნება ფინანსურად და ისეც, როგორც პსჟ_ეა საფრანგეტში. შედეგსაც აუცილებლად დავდებთ ევროსარბიელზეც.

• გუსანი

მეორე მხრივ კაშიამ გაამახვილა ყურადღება ჩვენს ჩაბეტონებულ მინუსზე, ძირითადის ბოლო წუთზე რეალურად გადავრჩით, 2 მომენტი გვქონდა ჩვენს მაგრამ რად გინდა კარში დარტყმა არ ვიცით, ერთი მიქაუტაძეს აქვს ეგ უნარი რომ ყველა პოზიციიდან ცდილობს დარტყმას,

• გუსანი

სრულად ვეთანხმები.... მინდა ავღნიშნო;1. ბათუმი ნახტომია ქართულ ფეხბურთში, იმედია დიდ სხვაობა ევროპასთან შემცირდება, 2.ასევე რამდენიმე ბათუმელის კარგი თამაში,( მინუს ფლამარიონი, ორი მინუსი ვაწაძე-ბუტაფორია მინდორზე) რეხვიაშვილი? პირველდ ვნახე, ჩვენში იმ უიშვიათეს უნარს ფლობს- სწორედ საზღვრავს ბურთის ტრაექტორიას და დასწრებაზე ახერხებს თამაშს, აბა დამისახელეთ სხვები, გაგიჭირდებად...

• გელა

საინტერესო ფაქტებს დავწერ და იქნებ გამოაქვეყნოთ: 1. ვაისი პირველ თამაშამდე სულ წუწუნებდა კარგი მეკარის დამატება გვინდოდა და ვერ მოვასწარითო. რეალურად, მათმა მეკარემ მაღალ დონეზე ჩაატარა ორივე თამაში. 2. პირველი თამაშის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაისი კუპატაძის დამატებას აპირებდა. რეალურად, სლოვანი შემდეგ ეტაპზე კუპატაძემ გაიყვანა. არ დაიწყოთ ახლა, პირველი თამაშის სეივებზე საუბარი. ისეთი ბურთები აიღო, რომელიც ისედაც უნდა აეღო. 3. სავარაუდოდ კარგად ყავდათ შესწავლილი კუპატაძე და კუთხურიდან გოლის გატანა ვაისს წამებში არ მოუფიქრებია. სანახავია სხვა თამაშები. ვფიქრობ, კუპატაძეს კარი ასე დაუცველად პირველად არ დაუტოვებია. 4. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხსნა გეგუჩაძემ ფლანგის მცველები: ჩაბრაძე და აზაროვი, რომლებიც შესანიშნავად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩაბრაძე რომ ყოფილიყო, იქნებ დაეფარა ძელი კუთხურის დროს და ეს კატასტროფა აღარ მომხდარიყო. 5. ორივე თამაშში ვაწაძის შემოყვანით გუნდს სარგებელი არ მიუღია, ვერც აპრესინგებდა, ვერც ბურთს ფარავდა და ვერც თავით მოუგო მეტოქეებს. ალბათ უფრო მოძრავი ფეხბურთელის შემოყვანა ჯობდა. 6. გაუგებარია რატომ შეცვალა ალთუნაშვილი ბოლო წუთებზე, პირიქით შუა ხაზი უნდა გაეძლიერებინა იმ ზეწოლის ფონზე, რაც ბოლო წუთებში იყო. მითუმეტეს ტეიდიც გაყვანილი ყავდა. მესმის, რომ შეიძლება დაიღალა, მაგრამ თუ 36 წლის ვაისმა 120 წუთი ითამაშა, ალბათ 20-23 წლის აზაროვი და ალთუნაშვილიც შეძლებდნენ. 7. მსაჯი ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა. აშკარა 11 მეტრიანი არ დანიშნა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც კი ყოფილიყო, აღარ ვამბობ არ მიცემულ ყვითელ/წითელ ბარათებზე. მაგალითად, აზატსკის, რომ განზრახ იდაყვი ჩაარტყეს სახეში ბოლო წუთებზე, გასაგდები იყო მათი თავდამსხმელი. 3 წუთის დამატებაზე ხომ საუბარიც არ ღირს. პ.ს. დიდი ხანია ასე გული არ დამწყვეტია ქართული გუნდის წაგებაზე. გუნდზე, რომელიც უფრო იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. იმედია, ლეხთან ყურებს არ ჩამოყრიან და დაამტკიცებენ, რომ არავისზე ნაკლები გუნდი არაა. წარმატებები დინამო ბათუმს!

• მენტალისტი

ამ თამაშმა საბურთალოს წაგეგება გამახსენა სომხრბთან, საშინელი მარცხი იყო, არ ვიცი მეტი რა უნდა ვქნათ წარმატებისთვის. მთელი თამაში ვდომინირებდით და ორი შეცდომა და ამდენივე გოლი 5წუთში, მსგავსი რამ სულ ჩვენ როგორ გვემართება, ბოლო წითზე გაშვებული გოლის კონკურსი რომ ტარდებოდეს ჩვენი გუნდები და ნაკრები პირველზე გავა. ლაზარზე კარგი მეკარეა, დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავი უნდა ასწიოს და განვითარება განაგრძოს. კაშიას კომენტარი ამაზრზენი იყო, გასაგებია საკუთარი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვის, მაგრამ კომენტარი არ გაეკეთებინა საერთოდ და მორჩა, შეიძლება ცხელ გილზე ვამბობ, მაგრამ ასეთი საქციელი კაპიტნობის ღირსი არ არის.

• Iberia

tu shemdeg etapze gavedit ratkmaunda polonelebis mere viniqneba savaraudo metoqe district madlopt

• G.LA

გულდასაწყვეტი წაგება იყო ძალიან. ლელოში სათაურად წერია; 5 წუთში ქართუად წაგება, ზუსტად შეესაბამება. მთელი თამაში აჯობო და ასე გაანიავო ყველაფერი მარტო ჩვენ შეგვიძლია. კუთხურიდან ბურთს რომ გაგიტანენ აქ ყველაფერი ნათქვამია. დამცველი კართან (ძელთან) არ იდგა, მეკარ კართან არ იდგა....რაღა უნდა თქვა.

• სიმართლე

გეგუჩაძე არ აღმოჩნდა მზად ასეთი დონის მატჩისთვის, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაუძლო და არასწორ ცვლილებებს მიმართა. გოლამდე ჩქარობდა ბათუმის დინამო თამაშში ბურთის შეყვანას და დაგეშილი იყო მეტოქის კარზე იერიშების მისატანად. როგორც კი გოლი გავუტანეთ, გეგუჩაძემ მოკლა მუხტი თავისი ცვლილებებით, მთელი თამაში მიჰყავდა ბათუმს და მეორე ნომრად ვერ გადაეწყო, ნავალოვსკიმ და ჯიღაურმა პანიკა შემოიტანეს მოედანზე და შედეგიც დადგა..!

• Givi

Ise gulaxdilad rom vtqvat kenchiskraze magrad ar gagvimartla, slovani,ferencvaroshi,lexi,karabaxs bewvze avcdit...am etapze magatze dzlieri gundebi ar gamodiodnen...

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია - დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენმა" "გრენობლს" ვერ მოუგო

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება" - ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა