23 წლის ლევან გორგაძე ნაგოიას ბაშოს პირველ დღეს დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს მეცხრედ დაუპირისპირდა და ვერც ამჯერად იმარჯვა
23 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ნაგოიას ბაშოს პირველ დღეს დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ხვდებოდა. ეს მისი მეცხრე ცდა იყო, როგორმე დაემარცხებინა იოკოძუნა, თუმცა ორთაბრძოლა ისევე დასრულდა, როგორც მისი წინამორბედი 8 - მონღოლს სამი წამიც არ დასჭირვებია ქართველის დოჰიოს რკალს მიღმა გასაყვანად.

დღის კიდევ ერთი ქართულ-მონღოლური დაპირისპირება დასრულდა აზიელის გამარჯვებით - მე-9 მაეგაშირა ტოკიტენკუმ ჩინებული მოგვერდით დააგდო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მოკლედ, ელიტის ორივე ჩვენებურმა ბაშო მარცხით გახსნა.

დღეს ტოჩინოშინი კიდევ ერთ მონღოლს შეხვდება - ის ჩემპიონი ჰარუმაფუჯია. ქართველი მეათედ შეხვდება მას, ჯერჯერობით უფრო ტიტულოვან მეტოქეს მცირე უპირატესობა აქვს - 5:4. გაგამარუს მეტოქე ოსი არანია, რომელსაც კარიერაში პირველად უპირისპირდება. ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე ლევან ცაგურიამ (კოკაი) ბაშო მოგებით დაიწყო - ხერხით აჯობა აოიამას. "შავი ზღვა", რომელიც ძურიოს მე-4 ნომერია და ელიტაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს, დღეს მაცუტანის შეხვდება.

ნაგოიას ბაშო ორმა ფავორიტმა დაიწყო ცუდად - წააგეს ჩემპიონმა კაიომ და სეკივაკე კოტოშოგიკუმ. სხვა მხრივ, ყველა შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა.

I დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ბარუტო-გოეიდო (ცურიდაში), ჰარუმაფუჯი-ტოსაიუტაკა (იორიკირი), იოშიკაძე-კაიო (ოკურიდაში), კოტოოშუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-ვაკაკოიუ (ოშიდაში), კაკურიუ-ამინიშიკი (იორიკირი), ოკინოუმი-ტაკეკაძე (სუკუინაგე), კაისეი-ვაკანოსატო (იორიკირი), არანი-ტამავაში (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-გაგამარუ (უვატენაგე), ტოჩიოძანი-მიაბიამა (ოშიდაში), ჰომაშო-ასასეკირიუ (იორიკირი), კიტატაიკი-ტაკარაფუჯი (უტჩარი), ტოჩინოვაკა-ტაკაიასუ (იორიტაოში), ტოიოჰიბიკი-დაიდო (იორიკირი), შოტენრო-საგაცუკასა (ტოტარი), ტაკამისაკარი-ტოჩინონადა (უვატედაშინაგე), ფუჯიაზუმა-კიმურაიამა (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-აოიამა (ჰატაკიკომი).

II დღე: ჰაკუჰო-ტოსაიუტაკა, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი, გოეიდო-კაიო, კოტოოშუ-კაკურიუ, ბარუტო-იოშიკაძე, კისენოსატო-კიოკუტენჰო, კოტოშოგიკუ-ვაკაკოიუ, ამინიშიკი-ტოიონოშიმა, ტაკეკაძე-ვაკანოსატო, კაისეი-ოკინოუმი, არანი-გაგამარუ, ტამავაში-ტოკიტენკუ, ასასეკირიუ-მიაბიამა, ტოჩიოძანი-ჰომაშო, ტოჩინოვაკა-ტაკარაფუჯი, კიტატაიკი-ტაკაიასუ, შოტენრო-ტოიოჰიბიკი, დაიდო-საგაცუკასა, ფუჯიაზუმა-ტოჩინონადა, ტაკამისაკარი-კიმურაიამა. ძურიო: კოკაი-მაცუტანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა