ბერძენ-რომაელთა ნაკრების ძირითადი ბირთვი ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში მხოლოდ ერთ ბრინჯაოს დასჯერდა
ამ უქმეებზე ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ორ ტურნირში იჭიდავეს, მაგრამ ორივეგან წარუმატებლად - ნაკრების ძირითადი ბირთვი, 21 კაცი ბაქოში გამოვიდა "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში და მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რევაზ ლაშხი (60) და ვლადიმერ გეგეშიძე (84) კი ესპანეთში ჭიდაობდნენ, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.

ბაქოში გუნდის ერთადერთი მედალოსანი მძიმეწონოსანი რევაზ ჭელიძე გახდა. სამწუხაროდ, დანარჩენებმა არათუ ჯილდო ვერ მოიპოვეს, ბრინჯაოსთვისაც კი არავის უჭიდავია. როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, თითქმის ყველა ათეულში კი შესულა, მაგრამ მთავარი მედალია.

"თავისუფალთა" ნაკრების წარმატებული გამოსვლის ფონზე (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) ეს შედეგი განსაკუთრებით ცუდად ჩანს, თუმცა დიდად მოულოდნელი არც იყო - იქ გადახალისებული გუნდი ჭიდაობდა. ბაქოში გამოსვლის უფლება ძირითადად ახალგაზრდებმა მოიპოვეს, რომლებიც ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობენ და მათგან მედლები არც იყო მოსალოდნელი. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მსოფლიოს პირველობისთვის უკეთ მზადების მიზნით სტრატეგიული მოსაზრებებით ეს შეჯიბრება გამოატოვებინა ნაკრების ლიდერებს - ლაშხსა და მანუჩარ კვირკველიას (74).

ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ ნაკრებში ბევრი რამეა გამოსასწორებელი, ჯერ სექტემბერში მსოფლიოს პირველობაზე, მერე კი გაისად ოლიმპიადაზე წარმატებით რომ გამოვიდეთ. იმედია, ხელმძღვანელობა შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას, თორემ საქმე იქამდე მივიდა, რომ მძიმე წონაში "თავისუფლებისგან" "თხოულობენ" კადრს - ბაქოში გიორგი საკანდელიძემ აქაც იჭიდავა, თუმცა რაც ვიდეოჩანაწერში ვნახეთ, აშკარად გაუჭირდა ალღოს აღება ჭიდაიობის ამ სტილთან. იმედია, კონკურენციის თუნდაც ამ ფორმით ანუ გუნდიდან გუნდში გადაყვანით ზრდა (თუმცა ესეც საკითხავია - გადაიყვანენ კი საკანდელიძეს? მას მხოლოდ ცდიდნენ ამ შეჯიბრებაზე) ჭელიძესაც გამოაფხიზლებს. ის პირველ წრეში ძლიერ უნგრელთან, მიშალ დეაკ-ბარდოშთან დამარცხდა, მაგრამ მერე სანუგეშო წრეში იყოჩაღა და მედალი მოიპოვა.

ამდენად, ბაქოს ტურნირი ჩამთავრდა, წინ კი აგვისტოში პოლონეთში გასამართი პეტლიასინსკის მემორიალია. ორივე ნაკრების მწვრთნელები თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტენ, ვინ გაუშვან იქ საჭიდაოდ, მე კი შეგახსენებთ, რომ ეს სტამბოლოს სალიცენზიო მსოფლიოს პირველობის წინ ბოლო სტარტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dima chulukhadze
მოგესალმებით ბატონო ირაკლი , ხშირად ვკითხულობ თქვენ სტატიებს და დღეს როდესაც ქართული სპორტის გულშემატკივრებს , როდესაც უკვე ბოლო წლების განმავლობაში დავიწყებული გვაქვს დიდი გამარჯვებით გამოწვეული სიხარული. ალბათ უფრო უპრიანი იქნება როდესაც რაიმე შეხვედრების ანალიზს აკეთებთ გამოსვლების სრულ სტატისტიკას თუ არა მედლების სინჯს მაინც მიაქციეთ ყურადღება და შემდეგ გააცვნეთ ქართული სპორტის ქომაგებს
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა