საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც 3 საკონტროლო მატჩი გამართა. სანამ მათ შედეგებს გამცნობდეთ, შეგახსენებთ, რომ დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება, რომელსაც 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქი პლოეშტი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასა და კოსოვოსთან ერთად. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის და ბრძოლას 3 საპრიზო ადგილისთვის აგრძელებს, რომლის მფლობელებიც 2023 წლისთვის "ა" დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

ლატვიაში გამგზავრებამდე, დავით როგავას გაწვრთნილმა ნაკრებმა თბილისში "ა" დივიზიონის წარმომადგენელ თურქეთთან გამართა და მოგებ-წაგება გაცვალა. ლატვიაში ქართველებმა 4-11 ივლისს შეკრება ჩაატარეს, ხოლო დასკვნით 3 დღეში 3 სპარინგ-მატჩი გამართეს უკრაინისა და ორჯერ ლატვიის ნაკრებებთან.

უკრაინელებთან მატჩი დაძაბული გამოდგა და სლავების გამარჯვებით – 73:68 დასრულდა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა, 9 პასი, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 17 ქულა და 4 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მიითვალა, 10-10 ქულა თენგო გოგიშვილმა და ლუკა კუჭუხიძემ მოაგროვეს.

მომდევნო დღეს, 13 ივლისს ქართველი 18-წლამდელები ლატვიას დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 64:62 სძლიეს. ჩვენს გუნდში 13 ქულით ბომბარდირი ოჩხიკიძე გახდა, რომელმაც ასევე მატჩში უმეტესი – პასი მიითვალა. 12 ქულა ანდრია მუჯირმა მიითვალა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – ლუკა ალავიძემ, გუგა ნაცვლიშვილმა და გიორგი სულაბერიძემ 7-7 ქულა მოაგროვეს.

ბოლო შეხვედრაში, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 53:66 დამარცხდა. ჩვენს გუნდში10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ სულაბერიძემ დაძლია, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. როგავასა და ტომარაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

GBF

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა