"სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ბათუმის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვლიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირებაზე და ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" პერსპექტივაზე "ჩემპიონატთან" ინტერვიუში ისაუბრა.

- დაგვეთანხმებით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, შედეგი ძალიან მოულოდნელია?

- ხანდახან ხდება, რომ მოცემულ მომენტში საუკეთესო გუნდი ვერ იმარჯვებს. შესაძლოა, "დინამომ" 90 წუთის მიხედვით გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ფეხბურთი აღსავსეა სიურპრიზებით. ჩვენ მოსამზადებლად დრო არ გვეყო. მეტოქე კი პირიქით, ფორმაშია და ამიტომ უფრო სწრაფად დარბოდნენ და ზონებს კეტავდნენ. თუმცა, ორი გოლი გავიტანეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

- თქვენ "დინამოს" თითქმის ყველა ფეხბურთელს იცნობდით. ამან დიდი დახმარება გაგიწიათ?

- უდავოდ. ამ გუნდის ფეხბურთელთა ნახევარს ნაკრებში ვწვრთნიდი. საქართველოში ჩემი არყოფნისას "დინამოს" რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაემატა. ჩემმა კოლეგა გია გეგუჩაძემ მეორე დივიზიონიდან საჩემპიონო გზაზე უზარმაზარი სამუშაო გასწია. შესანიშნავი სტადიონი, სავსე ტრიბუნები, უამრავი ბავშვი - ბათუმში ჩინებული საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს.

- კვარაცხელიას რომ ეთამაშა, კიდევ უფრო გაგიჭირდებოდათ? თქვენი აზრით, რა ელის მას იტალიაში?

- თუ ხვიჩა სხვა დონის ფეხბურთისთვის ფიზიკურად მზად იქნება, თავისუფლად შეუძლია ამერიკაში წასული ინსინიეს ღირსეული შემცვლელი გახდეს. ერთი ერთზე და ორის წინააღმდეგაც კი, მას ბევრი თანასწორი არ ჰყავს.

- როგორ შეგხვდნენ საქართველოში? პრესკონფერენციაზე ცრემლიც კი მოგადგათ.

- ძალიან თბილად შემხვდნენ. დიახ, ტირილი მომინდა - იმდენი ემოცია იყო თამაშამდე, თამაშისას და თამაშის შემდეგ. როდესაც ბოლო წამზე გოლს შენს მეგობრებს გაუტან... მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ ერთ გუნდს შეეძლო.

- ამბობდით, რომ ბათუმელ ფეხბურთელებს თქვენთან შედარებით გაცილებით მცირე ხელფასები აქვთ? საკმაოდ მოკრძალებულ სლოვაკურ ფეხბურთში საიდანაა ფული?

- "სლოვანის" მფლობელები ჩემი უახლოესი მეგობარი ივან კმოტრიკი და მისი შვილია, რომელსაც სამი წლის ასაკიდან ვიცნობ. მათ მრავალი ბიზნეს-მიმართულება და ფეხბურთის ნამდვილი სიყვარული აქვთ. ივანი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ "არტმედიაში" ჩემი შეფი იყო, როდესაც "ინტერს" ვამარცხებდით და საერთოდ კარგ შედეგებს ვაღწევდით. როცა "სატურნში" წავედი, მან "სლოვანი" შეიძინა.

₾ადო
ძველებური (და უკეთესი) ჩაკვე დაგვიბრუნე ვაის. და ყველა ცოდვას გაპატიებთ!!! :დდ სიმართლე გიტხრათ, ამის დიდი იმედი მაქვს!!!
ბუძუნია
ვაის გამოდი გიცანით:დ:დ
G.LA-ს
ტვინის ბუკეტოოო...რა წვეტიანი აზრები მოგდის
ზურა
ძალიან მეწყინა როცა სლოანი და ბათუმი შეხვდნენ ერთმანეთს მაგრამ რაც იყო სამწუხაროდ როგორც ჩანს ქართული კლუბებისთვის დასრულდა ევროტურნირები მართალია საბურთალო და ბათუმი კონფერენც ლიგაზე აგრძელებენ თამაშს მაგრამ ისეთი გუნდები შეხვდათ რომელთა დამარცხების ძალიან მცირე შანსი აქვთ სტიაუა ერთ ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია რუმინეთში და ზოგადად ამ კონფერენც ლიგაზე და ლეხი პოლონეთის ჩემპიონია და ჩემი სუბიექტური აზრით სლოანზე ბევრად ძლიერი გუნდია და არამგონია რომ ბათუმმა შეძლოს ლეხის გავლა მე გამოუწსორებელი ოპტიმისტი ვარ მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ მიზერული შანსი გვაქვს რომ წელს რომელიმე ქართული გუნდი შევიდეს კონფერენც ლიგაზე. მადლობა ვაისს რომ ჩაკვე წაივანა სლოანში და ათამაშებს და იმედი მაქვს სლოანი სადმე მოხვდება რომელიმე ევროტურნირზე წარმატებებსვუსურვებ მათ ნამდვიალად აქვთ შანსი.
დავით
დაგვიბრუნეთ ვაისი! სანიოლი მაინც ვერ გავიგე რას აკეთებს? მაინც ხიზანა აკომპლექტებს ნაკრებს
ტორპედოელი
ფაქტია კაცს უყვარს საქართველო და ქართველი ერი.ღმერთმა გაუმარჯოს.
Givi
Ar gewkinot magram arc saniolia super mwvrtneli ubralot magari taoba modis da metad gaumartla vidre vaiss.
G.LA
რა ადამიანიც არის ისეთივე მწვრთნელი რომ ყოფულიყო აქედან აღარც გაუშვებდით. წარმატება ვაისს და სლოვანს.
შაკო
ვაისი კარგი ადამიანია და საშუალო დონის მწვრთნელი
aleksandre
კარგია და სასიამოვნოა, როცა ადამიანი უმადური არ იქნება და აქ გატარებულ წლებს და ქვეყანას თბილად მოიხსენიებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან