ძმები, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები ფინეთში გადატანილი უსიამოვნებების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ
ძმები, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები ფინეთში გადატანილი უსიამოვნებების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ.

მარტის შუა რიცხვებში ფინურმა MTV 3-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა - 16 მარტს ფინეთის პოლიციამ მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა, რომელთაგან 6 ფინეთის ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) გადასული "როვანიემის" წევრი იყო - მათ შორის ქართველი ტყუპები, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები.

პოლიცია 10 შარშანდელ საეჭვო მატჩს იკვლევდა, ყველაზე მეტ ეჭვს კი "როვანიემისა" და "ტამპერეს" შეხვედრა იწვევდა, რომელიც 1:1 დასრულდა. შარშან იკონენლიგაში (პირველი დივიზიონი) "როვანიემი" პირველ ადგილზე 23 წლის პავლესა და ვალტერის კარგი თამაშის წყალობითაც გავიდა. პავლე ფლანგის შემტევი ნახევარმცველია და გასული სეზონის 24 მატჩში 10 გოლი მიითვალა, ვალტერი მარცხენა მცველია და 16 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. "როვანიემის" 61 გოლიდან 46 ხუთი დაკავებულის ანგარიშზეა, პავლე კი იკონენლიგის ბომბარდირებში მეხუთე ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა დაკითხვაზე დაიბარეს ვალტერ ხორგუაშვილიც, მაგრამ მალე გაათავისუფლეს, მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთაო, თუმცა საქმე ამით არ დახურულა და სასამართლო პროცესიც გაიმართა, სადაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ხორგუაშვილები მატჩების გარიგებაში არ მონაწილეობდნენ. პროკურატურა სასამართლოზე ცხრიდან ექვსი ფეხბურთელის დაპატიმრებას მოითხოვდა, დანარჩენებზე კი პირობითი მსჯავრისა და ფინანსური სანქციების დაკისრებას მოითხოვდა. უარეს შემთხვევაში, ხორგუაშვილებს პირობითი სასჯელი და ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდათ, მაგრამ ესეც არ მიუსაჯეს.

პავლე და ვალტერი ამჟამად საქართველოში არიან და გორის "დილაში" ვარჯიშობენ. გუშინ, 10 ივლისს ვალტერს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- საქართველოში როდის ჩამოხვედით?

- სულ რაღაც ხუთი დღეა.

- იყო ლაპარაკი, თითქოს ერთწლიან პირობითს მოგისჯიდნენ და 11-11 ათასი ევროთი დაგაჯარიმებდნენ.

- გამომიშვეს და მხოლოდ აფრიკელი მოთამაშე დაიტოვეს. ჩემთვის ფულადი ჯარიმაც არ დაუწესებიათ. ფინეთის პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ რაღაც ვიცოდი, გინდა თუ არა, გაგონილი გექნება და გვითხარი, რა იცი ჩაწყობილ შეხვედრებზეო, მაგრამ მე რა შუაში ვიყავი? ლაპარაკი იყო ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელშიც მე არც მითამაშია, პავლე კი მოედანზე მხოლოდ ათი წუთი შევიდა.

საბედნიეროდ, ფინეთის პოლიციამ ჩვენი უდანაშაულობა დაიჯერა. იცით, მთავარი რა არის? ბევრი რამ გამიგია, მაგრამ თავად რომელიმე მატჩის ჩაწყობაში ვმონაწილეობდი ან საამისოდ რამე გავაკეთე? გუნდი რაღაცას მაიმუნობდა და ფეხბურთელებზე მოინდომეს ხელების შეხოცვა. მაგრამ რა მეთქვა, რომ კლუბზე მქონდა ეჭვი და მათ ფეხბურთელებზე სცადეს ყველაფრის გადაბრალებაო?

- ამჟამად სად ვარჯიშობთ?

- გორის "დილაში" და აქ დარჩენას არ გამოვრიცხავთ. 14 ივლისს გუნდს შეკრებაზე მივყვებით. მერე ვნახოთ.

- ფინური ამბების შემდეგ ფსიქოლოგიურად როგორ ხართ?

- ამოვისუნთქეთ, რადგან ჩვენი უდანაშაულობა დამტკიცდა. ჩვენ პატიოსან ადამიანებად გაგვზარდეს და ბედნიერი ვარ, ხორგუაშვილების დანაშაულზე ლაპარაკს წერტილი რომ დაესვა.

- ფორმაში თუ ხართ?

- რა თქმა უნდა, არ ვართ, რადგან სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ "როვანიემში" არ გვივარჯიშია, ანუ დაახლოებით სამი თვე. მაგრამ ფორმის აღდგენა ძნელი არ არის.

აქვე მინდა ვთქვა - მადლობა სააგენტო "ლაოლას" ხელმძღვანელებს, რომლებიც ასეთ ვითარებაში გვერდში დაგვიდგნენ და თანადგომა გამოგვიცხადეს. ამ სააგენტოსთან ხელი მოვაწერეთ და იმედია, მათი დახმარებით კარიერას კვლავ ავიწყობთ.

- სააგენტო "ლაოლა" როდის დაგიკავშირდათ?

- როდესაც ეს ამბავი გაირკვა, დარწმუნდნენ ჩვენს უდანაშაულობაში და დახმარება შემოგვთავაზეს. ჩვენ არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელებს, არამედ როგორც პიროვნებებს გვენდნენ, რამაც ძალიან გაგვახარა.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "დილა" გორში ემზადება. გუნდმა უკვე დაიმატა მარტვილის "მერანიდან" თავდამსხმელი გია თოდუა, აზერბაიჯანული თავუზის "თურანიდან" ოლეგ გევლესიანი, ფინეთიდან დაბრუნებული ძმები ლევან და დავით ჩაგელიშვილები და ბოლნისის "სიონის" ყოფილი მეკარე მირზა მერლანი.

"გამოცდილი ხორგუაშვილები კარგი შენამატი იქნება. მეკარე მერლანი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ ამპლუაში კონკურენცია გაიზრდება - გვითხრა "დილას" მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

თბილისში "დილამ" საკონტროლო მატჩში პირველლიგელ სტუ-სთან თოდუას ჰეთ-თრიქით და ტეფნაშვილის ერთი გოლით 4:2 მოიგო. ცეცაძე ორ უცხოურ შეკრებას გეგმავდა - უკრაინასა და სლოვაკეთში, მაგრამ საბოლოოდ ორი კვირით თურქეთში მოემზადებიან.

რაც მთავარია, კლუბის ბიუჯეტის საკითხი გარკვეულია და, წესით ახალ სეზონში "დილას" არ უნდა გაუჭირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა