ქუთაისის "ტორპედო" კი სეზონისთვის მომზადებას აგრძელებს, 22 ივლისიდან კი სლოვენიაში 9-დღიან შეკრებას გამართავს
მოედნების თემა ბოლო დროს გააქტუალურდა და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. ფეხბურთის ფედერაცია ფოთში, გორსა და ქობულეთში საფრების დასაგებად ახალ ტენდერს ჩაატარებს ან სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ასე რომ, ამ სამ ქალაქს ხარისხიანი მოედნები ეღირსება.

ამასობაში კი, ახალი საფრის დაგება ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყო. "ტორპედოს" პრესსამსახურუის ცნობით, მოედანი 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურამდე მზად იქნება, სამუშაოებს კი ბერძნული კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგი" აწარმოებს, რომელმაც მინდორი ეროვნული ნაკრების ბაზაზეც მოაწყო, ახლა კი თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზეც იგივეს აკეთებს.

"ამ დროისთვის ახალი საფრით მოედნის მესამედია შევსებული, ამდენივეს ჩამოტანას ზეგისთვის ველით, ბოლო მესამედი ქუთაისში სამშაბათს იქნება და მოედანი მთლიანად "შეიმოსება".

ბალახის მოსავლელი ჰოლანდიური, ბერძნული და იტალიური ტექნიკური საშუალებები უკვე ადგილზეა და მათ უკეთ ასათვისებლად კლუბის კადრებსაც გადაამზადებენ. გარდა ამისა, სტადიონზე გარემონტდა სველი წერტილები" - იუწყება "ტორპედოს" ვებგვერდი.

ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები ორდღიანი შესვენების შემდეგ გუშინ შეიკრიბნენ და საღორიის ბაზაზე ვარჯიში განაახლეს. გუნდი 22 ივლისიდან სლოვენიაში 9-დღიან შეკრებას გამართავს. დაგეგმილია სამი საკონტროლო შეხვედრა, სპარინგპარტნიორები კი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

ქუთაისის "ტორპედო" კი სეზონისთვის მომზადებას აგრძელებს. გუშინ გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილებს სოსო ფილიას ფოთის "კოლხეთთან" საკონტროლო მატჩი უნდა გაემართათ.თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ფოთის სტადიონი იყო დათქმული, მაგრამ საბოლოოდ თამაში სენაკში ამჯობინეს და ალბათ, ინანეს. ქუთაისელთა პრეს-ატაშე რამაზ ჩხიკვაძის თქმით, სენაკში ისეთი საშინელი წვიმა იყო, თამაშის გამართვა შეუძლებელი იყო.

იმერლები ურეკში დაბრუნდნენ, სადაც მზადებას გააგრძელებენ და საკონტროლო მატჩებს გამართავენ: 15 ივლისს უმაღლესლიგელ მარტვილის "მერანთან", 19 ივლისს კი - პირველი ლიგის საჩხერის "ჩიხურასთან".

20 ივლისს `ტორპედო" ქუთაისში დაბრუნდება და ორ დღეში გუნდი სლოვენიაში გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა