"გაგრასა" და სტუ-ს დამარცხების შემდეგ ცხინვალის "სპარტაკმა" მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩიც "ჩიხურასთან" მოიგო
სპარტაკი-ჩიხურა 2:0

გოლები: 1:0 იჩქითი (81. მაისურაძის პასით), 2:0 იჩქითი (86. ლობჯანიძის პასით)

სპარტაკი: ლ. ძაგანია, ციმაკურიძე, ტეტუნაშვილი, გ. კვარაცხელია, ბოიომო, შონია, თ. მეტრეველი, კილასონია, შალამბერიძე, რ. ჯიქია, ზ. მეტრეველი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ნ. დაუშვილი, კაკაშვილი, ბერძენაძე, კირვალიძე, სვანიძე, ნ. მაისურაძე, ლობჯანიძე, მამუჩიშვილი, ლ. კობახიძე, გ. იჩქითი.

ჩიხურა: მწყერაშვილი, ზივზივაძე (35. ლ. ჭაფოძე), ლ. ჭელიძე, ბერიანიძე, ჩიკვაიძე, ძამსაშვილი, ლ. ნოზაძე, ივანიშვილი, სილაგავა, სალარიძე, ქანთარია.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: დოღაძე, ზაბახიძე, ნ. კვასხვაძე, ბაკურაძე, ლეჟავა, ფირცხალავა, გეთიაშვილი.

"გაგრასა" და სტუ-ს დამარცხების შემდეგ ცხინვალის "სპარტაკმა" მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩიც მოიგო. ბადრი კვარაცხელიას გუნდმა პლეი ოფის შემდეგ "ჩიხურა" კიდევ ერთხელ დაამარცხა. კვარაცხელიამ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა - თორნიკე ზარქუა, გიორგი ალავიძე, გიორგი სეფიაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, დავით ზერეკიძე, ერეკლე ხაჭვანი, ბესიკ დეკანოიძე, თორნიკე თუხარელი და ილია ბუზალაძე.

მათ ნაცვლად თავის გამოჩენის შესაძლებლობა ტესტირებაზე მყოფ ფეხბურთელებს მიეცათ - კირვალიძეს, სვანიძეს, მაისურაძეს, ლობჯანიძეს, კობახიძესა და იჩქითს. ამ უკანასკნელმა, რომელიც ადრე თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, დუბლი მიითვალა. სინჯებზე მყოფი ფეხბურთელების საკითხს "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბი ამ დღეებში გადაწყვეტს.

"სპარტაკი"-"ჩიხურას" შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ცხინვალელებმა მაინც იძალეს. "სპარტაკი" მოსამზადებელ შეკრებაზე ურეკში გაემგზავრა და ზღვისპირეთში 23 ივლისამდე ივარჯიშებენ.

ურეკში წასვლამდე "სპარტაკმა" კიდევ ერთი სპარინგი ჩაატარა - ხაჭვანის, მაისურაძისა და მეტრეველის გოლებით სტუ-ს 3:1 სძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო