ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ კლუბში მშვენიერად დაიწყო, ყველას დაანახა, რომ დიდი რესურსი აქვს და საქმესაც თამამად შეუდგა. საწყისი ორი მატჩი კარგი იყო, თუმცა მეტოქეები უმაღლესი დონის მაინც არ იყვნენ, ახლა კი მცირე პაუზა იქნება და შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. სერია "ა"-ს სტარტამდე ლუჩანო სპალეტის გუნდი 4 შეხვედრას ჩაატარებს.

ბალოტელი და ესპანელები

მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებს ნეაპოლური კლუბი უკვე მესამე არენაზე გააგრძელებს - "ტეოფილო ფატინი." 27 ივლისს ქართველი გარემარბის გუნდის მეტოქე თურქული "ადანა დემისპორი" იქნება. მას შემდეგ, რაც სუპერლიგის უკანასკნელ ტურში, "გიოზთეფეს" 5 გოლი გაუტანა, მათ ლიდერ მარიო ბალოტელის დასვენების საშუალება მიეცა, თუმცა "ნაპოლისთან" მისი სასტარტოში თამაში მოსალოდნელია. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 წლის იტალიელი, რომელსაც "ინტერის", "სიტის", "მილანის" და სხვა გუნდების მაისურით უთამაშია, შვეიცარიულ "სიონში" გადაბარგდება...

ამ მატჩის შემდეგ, ნეაპოლურ კლუბს 3 ესპანური მეტოქე ეყოლება - "მალიორკა", "ჟირონა" და "ესპანიოლი". მატჩები შესაბამისად, 31 ივლისს, 3 და 6 აგვისტოს შედგება.

"ჟირონა" პრიმერა დივიზიონში აღზევდა და სერიოზული გეგმები აქვთ. მათი ლიდერი ისევ 35 წლის ურუგვაელი კრისტიან სტუანია. სხვათა შორის, უკვე მესამედ მოხდება, როცა "ნაპოლი" "ესპანიოლს" ზაფხულის მოსამზადებელი შეკრების დროს დაუპირისპირდება. 2017 წელს იტალიელებმა (2:0) გაიმარჯვეს, 2009-ში კი, ფრე (0:0) დაფიქსირდა.

ტრანსფერები

ხვიჩას ახალ კლუბს გაძლიერება ჯერ არ დაუსრულებია. ყველაზე აქტიურად ისევ "ბარსელონას" ექსშემტევ, 28 წლის ხერარდ დეულეფეუს ტრანსფერზე იწერება, რომელიც ახალი სეზონისთვის იტალიურ "უდინეზესთან" ერთად ემზადება და გოლიც გაიტანა.

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია "ფენერბაჰჩეს" 23 წლის სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველ მინ-ჯი კიმის შეძენა. "ფეიბუქგვერდი" napoli24-ი მომავალი სეზონის სავარაუდო თერთმეტეულს აქვეყნებს, სადაც კვარაცხელია შემტევ ოთხეულში თავის ადგილს (მარცხნივ) იკავებს. ამ ვერსიაში 4 ახალწვეული (ფოტოზე ყვითლად აღნიშნული) მოიაზრება.

ხვიჩას მნიშვნელობა

"პერუჯასთან" ჩატარებული ამხანაგური მატჩი იმითაც იყო საინტერესო, მომავალ სეზონში, ნეაპოლელთა შეტევების წარმართვის სავარაუდო გზები უკეთ გვენახა. შეიმჩნეოდა, რომ გუნდი უფრო მარჯვენა ფლანგიდან უტევს, სადაც კაპიტანი დი ლორენცო (ევროპის წინა ჩემპიონატიდან კარგად უნდა გვახსოვდეს) და მექსიკელი ირვინგ ლოსანოა. კვარაცხელიას ფლანგზე ბურთი ხშირად არ იყო და ხვიჩა მას მუდმივად "ეძებდა", სულ მოძრაობდა და ცენტრისკენ იწევდა. თუკი ამ გუნდს შეტევის შუა ნაწილში დეულეფეუც დაემატება, "ნაპოლის" იერიშებია მიმართულებები კიდევ უფრო გადანაწილდება. იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ინსინიეს წასვლის შემდეგ, ფორვარდ ოსინემისთვის სივრცეების გახსნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. აშკარად იკვეთება, რომ "კვარა" და 23 წლის ნიგერიელი ერთამენთს კარგად უგებენ, წინ კი საკმაოდ ბეევრი შესათამაშებელი მატჩია

15 აგვისტომდე, როცა სერია "ა"-ს ახალ სეზონს "ნაპოლი" "ვერონასთან" სტუმრობით გახსნის, სპალეტის გუნდს ეს გეგმები და სათანადო დრო აქვს, როგორც ტრანსფერების განხორციელების, ასევე გუნდის საბოლოო სახის მიცემის კუთხით, ამასობაში კი, კვარაცხელიას შესაძლებლობებს ყველა კიდევ უფრო კარგად გაიცნობს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან