კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ლეხთან" 0:5 დამარცხების შემდეგ ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი გია გეგუჩაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, შესაფასებელი არაფერია.

"მეტოქეს გამარჯვებას და კარგ თამაშს ვულოცავ. დღეს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს "ლეხი" იყო. ჩვენმა გუნდმა ვერაფერი ვერ აჩვენა. ბოდიშს ვიხდი და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. გმადლობთ", - ციტირებს გეგუჩაძეს kkslech-ი.

Mazzola
საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელები რომ ჰყავდეს, ჩემო ძამია, შესაბამისი ევროპული ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს გუნდს! რა ფინანსებიც გააჩნია ბათუმს, ამითაც ახერხებს მაღალი დონის შენარჩუნებას საქართველოს მასშტაბით!... მაგრამ, თუ გვინდა საშუალო ევროპულ დონეზე ავიდეთ, სტაბილურად უნდა გვქონდეს 35-40 მილიონი ევროს წლიური ბიუჯეტი! არჩილი ამაზე საუბრობდა უკვე, გადაცემა საფეხბურთო ტაიმ-აუტში. ამ მიზნისკენ მიდის სწორედ კლუბი. ამას კი შრომა, დრო და მოთმინება სჭირდება! რა თქმა უნდა, ამ გზაზე იქნება მსგავსი იმედგაცრუებები, დაცემები... მაგრამ უნდა დავივიწყოთ ეს იმედგაცრუება მეორე დღეს, მოვრჩეთ ტირილს და წუწუნს, ერთმანეთზე დაბრალება-გადაბრალებას, და გაორმაგებული ძალით უნდა გავაგრძელოთ სვლა მიზნისაკენ!!! ბათუმის დინამო ჩემი მშობლიური გუნდია, ვგულშემატკივრობ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საბჭოთა პირველ ლიგაში ასპარეზობდა... 200 პროცენტით მჯერა, როგორც ყველა ბათუმელს, რომ გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ბათუმი მყარად დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ საკლუბო ოჯახში! რა თქმა უნდა იქნება მსგავსი ჩავარდნებიც, მაგრამ ამის გარეშე ვერ მოვა ევროპული ტიტულები! ზურგის ქარი ბათუმის დინამოს!!! მის ყოველ გულშემატკივარს კი - რწმენა და მოთმინება!!! ეს სიმღერა ემახსოვრება სტაჟიან გულშემატკივრებს: https://youtu.be/nwGWQqt0Kuk
კახა ქ.
ისე ჩემო საყვარელო ბათუმელი გულშემატკივრებო,გულშემატკივრები, კითხვა მაქვს თქვენთან--ერთი ფეხბურთელი დამისახელეთ გუნდში,რომელიც ითვლება კარგი ევროპული დონის ფეხბურთელად.მე მგონი არაა და ძნელია ასეთი გუნდით ევროპაში კონკურენცია გაუწიო გუნდებს.აი რაც შეეხება გუკშემატკივარს-კი ბატონო,ბევრი ევროპული მაგარი დონის გუნდის გულშემატკივარს ჩაიცვას ჯიბეში.აქედან დასკვნა--ეს გულშემატკივარი ღირსია ყავდეს კარგი,ევროპული დონის გუნდი.წარმატებები!!!
კახა ქ.
ნუ მიწყენს სამგურალი(თუ ასე გააგრძელეს ყველაზე უფრო მეტი შანსი აქვს ბათუმს გაუწიოს კონკურენცია შიდა ჩემპიონატში.თან ეტყობა ძიან კარგი მწვრთნელი რომ ყავთ.) და სახში 4 ბურთს რომ უშვებ,ეს არ გეუბნება არაფერს.ხომ უნდა მიხვდე რომ დაცვა დაცვას არ გავს,ამას მიიმატე სხვა თამაშები,არც თუ ისე იერ ჩემპიონატში ძირითადად გოლებს უშვებ თითქმის ყველასგან.რატო არ გააძლიერეთ დაცვა ჩემამდე არ დადის.და ვინც მაგრა ითამაშა ის სკამზე დატოვეთ.მიუბრუნდები ისევ სამგურალთან თამაშს,მათი მწვრთნელის სიტყვებს თამაშის მერე--რაა მოსალოცი ვერ ვხვდები,უნდა მოგვეგოო ეგ თამაშიო....აი ამიტომ მჯერა მე ამ მწვრთნელის და გუნდის.
o o n
იდი დამოი არმენ
გია-გივი
შენ,რომ ჩემპიონის მწვრთნელი იქნები...ამით ყველაფერია ნათქვამი.
aron
წადი არმენია წადი
ავაზა
კარგი რა გია, ვინ გყავს ისეთი რომ რამე ეჩვენებინა. კარგებს კი ბლომად ფული უნდა. ბლომად ფული კი, არ აქვთ ქართველებს, ფეხბურთში ჩასადები და ცნობილი სახეების შესასყიდად. აბა მარტო კვარა გყოლოდა, საბოდიშოდ თუ გექნებოდა საქმე?!..
ნოდო
პასუხისმგებლობის აღება გადადგომაა თორე ისე ცარიელი სიტყვებია მგონი დაუმალეს რო კვარა წავიდა და ზურიკო ისეთი ვეღარ იქნებოდა ამიტო არ იყო სწორი კვარას აქ თამაში რადგან გადასაწყობად სლოვანთან მატჩამდე დრო ფიზიკურად არ იყო და კვარას წასვლა როგორ არ დაგეტყობა ასე იცის თელავთან და სიონთან მოგებების ტოპ კლუბად თავის გამოცხადევამ ბათუმელებს ერთ აუგს ვერ დააცდენინებ არადა 5-0ზე მეტი სირცხვილი რა უნდა მოეფიქრებინათ ბოდიშით და საქარტველოს ჩემპიონობა არსად დაგეკარგოთ :) ამოვიდა რა ყელში ამდენი სირცხვილის მერე არის ხალხის კატეგორია ვინც კაი არაუშავს შემდეგში მოვიგებთ და მსგავსი ტექსტები როცა 2 რაუნდს ვერ ვცდებით
გურგენი
ბათუმის "დინამო" სამწუხაროდ, სხვა ქართული კლუბების დარად, ევრო თასების წინ დასუსტდა გაძლიერების ნაცვლად. გუნდიდან გაუშვეს გაფრინდაშვილი, რომელიც მუდმივად აძლიერებდა შემტევ პოტენციალსაც და დაცვასაც ეხმარებოდა ენერგიულად, გაუშვეს ლობჯანიძე, რომელიც მაღალი ცენტრ ფორვარდი იყო და რთულ ვითარებებში მასზე აქცენტით გარკვეული უპირატესობის მიღება შესაძლებელი იყო. (კვარაზე არ ვიტყვი არაფერს) - მოსულებიდან არც ფალავანდიშვილი, არც ვაწაძე არ და ვერ გახდა ერთიანი მექანიზმის ნაწილი. და რაც ყველაზე მთავარია დაცვის რგოლი, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებდა გაძლიერებას, რაც შარშანდელ ევროთასებზე ნათლად ჩანდა, ამჯერად გადამწყვეტი როლი ითამაშა ბათუმის საშინელ გამოსვლაში, როგორც სლოვანთან ასე ლეხთან! გეგუჩაძეს კი 30 ათასი ლარიანი ხელფასი მეტს ავალდებულებს, როგორც სელექციის მხრივ ასევე თამაშის მიმდინარეობისას უკეთესად მართვისთვის! ასევე სლოვანთან საშინელი ფინალის შემდეგ ბიჭების შოკიდან გამოსასვლელად! პ.ს. იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება და ფიფიას მართველობას არ დაემსგავსება ბატონი ბერიძის მოღვაწეობა!
aburjga
ასეთი ჩავარდნები უძლიერესი რომ იყო იმდროს თბილისის დინამოსაც ჰქონია! ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება ადაპტაცია ვერ გაიარეს, ატმოსფერული მოვლენები იყო რაღაცა, ან საჭმელი არ ვარგოდა, შეიძლება ღამით ნაშები მიუგზავნეს... რა იცი, რას გაიგებ?!
მახო.
არ არის გუნდი. და ფეხბურთი საქართველოში.ერთი და ორი ტალანტი ეს ფეხბურთის გუნდი არ არის გაიგოთ უნა...
Ბაბუაწვერა
დარწმუნებული ვიყავი რომ ასე დაემართებოდა ბათუმს.თავი ბაიერნი ეგონა.ბათუმელს რომ რამეს სხვას ეტყვი ის გპასუხობს:ნახე რა გუნდი გვყავს,რა სტადიონი,რა გულშემატკივრობაო.ცაში დაფრინავდნენ,ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად.ასე არ შეიძლება ბათუმელებო,დაეშვით მიწაზე და შეეგუეთ რეალობას.ერთი ბათუმელი არ გაწყენდათ გუნდში.ყინულზე დაწერილი,როგორც კი მზე ამოვა ეგრევე გაქრება ყოველთვის.
ჟორა გაბრიჭიძე
სამაგიეროდ ბათუმში მოვიგებთ 1:0-ს და თავაწეული დავტოვებთ კონფერენცლიგას.
dato
კაცური კაცი და მწვრტნელი გადადგებოდა
ტყეშელაანთ გიჟი
ბოდიში კი არა, რო დაგიღია ღლავივით პირი, დაცვა ევროტურნირებამდე რატომ არ გააძლიერე?! ხვიჩას გაყიდვიდან მიღებული ფულით (კლუბის წილს ვგულისხმობ) რატომ არ დაიმატე თუნდაც 1-2 კარგი ლეგიონერი? ამდენი ქომაგი ვღნაოდით ამ საიტით (და სხვებიდანაც) და თავი ყველაზე ჭკვიანი გეგონა?! იმიტომაც მიიღე ის რაც მიიღე. ახლა გამოდიხარ და პროფესორობ, თანაც განტევების ვაცად გამოგყავს შენი თავი. თუ მართალ ეგრე ფიქრობ, შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადადგა!
მალხაზ ჯობავას
პასუხისმგებლობის აღების მერე იქვე რჩებიან ან სხვა გუნდში გადასვლა არის მაქსიმუმი და ტრიალებენ ასე კარუსელზე იმის ნაცვლად რო ეთქვა სისწრაფით ისინი ჯობდენ, დაღლით ესენი უფრო მალე დაიღალენ, ისინი თამაშობდენ, ესენი წვალობდენ და არსებობს წიგნი თუ გინდათ, რომ შეუძლებელი შეძლოთ მარა ესენი ასეთ წიგნებს არ კითხულობენ და შემდეგ თამაშზე არაფრის იმედს არ გვიტოვებენ
აკა
ხოო და აგერ არაა ცეცაძე))
xuta
bejo დიახ, დიახ. რეხვიაშვილი, რეხვიაშვილი, რეხვიაშვილი! ვწერე, ვწერე და ვიღაცას, მგონი, ჩემი ბიძაშვილი ეგონა.
მალხაზ ჯობავა
ბოლო 10 წელია ვერ გავიგე, ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რაში გამოიხატება, არც გადადგომა, არც ჩამოლაბორანტება, აბა რა არის პასუხისმგებლობა იქნებ გამაგებიოთ ვინმემ.
ზვიადი
კუპატაძე დასასვენებელია ცოტა ხნით, მიშა დააყენეთ კარებში, ლაზარეს ნერვიულიბა ეტყობა ეს ბოლო თამაშები
Vasili
არაუშავს, განაგრძეთ!!!! ბათუმს კიდევ ბევრი აქ სამუშაო და გამოჩნდა კიდეც! დაცვა ფაქტიურად არ ყავს , ეგ დაცვის ხაზი მხოლოდ საქართველოს თასზე და ჩემპიონატში თუ წაადგება./. ამ ფრაზას ვერ ვხვდები, “საკუთარ თავზე ვიღებ” ანუ ამ წინადადებას რო იტყვი უკვე ის წაგება ავტომატურად იქვითებაა??? თუ აი ვერ ვხვდები რაში უნდა გამოიხატოს, ქართველი მწვრთნელებისგან მესმის ეს მარტო, აი საკუთარ თავზე ვიღებ და რა მერე? არაფერი ხდება! საზღვარგარეთ ნიშნავს იმას რო ან თვითონ გადადგება და ან კიდე გუნდიდან ვინც გასაშვებია უშვებს და მოყავს ძლიერი. ესაა საკუთარ თავზე აღება, და ჩვენთან ჯადოსნურ სიტყვის ძალა აქ, მაგას რო იტყვიან ესეიგი ვსიო, უნდა შეეშვა

ძალიან ძალიან საინტერესოა რა ლოგიკით იწვევენ ნაკრებში კუპატაძეს და არა მაკარიძეს?
ჰაჰა
გითხარი დაცვას მიხედე, თქო.
დათო
"შეუცვლელები არ არსებობენ", ყურადღებით გადახედე დაცვის ხაზს, შენ არ გყავს, სხვას ყავს, ფინანსებში შეზღუდვა არ გაქვთ და იმოქმედე, არაა აუცილებელი დინ თბ ან ძვირადღირებულ ლეგიონერს ეცე, ე-ლიგაშიც არიან ბიჭები 1000 ლ.ზე ხნავენ მოედანს.
ტარიელი
მართალია, რეხვიაშვილი უნდა ყოფილიყო, და საერთოდ არაერთხელ დავწერე, არც კობახიძე და არც ტეიდი არ უნდა დააყენოს, მაგათ კისერზეა 90 პროცენტი ეს მარცხი. პირველ 4 გოლში მაგათი დანაშაულია, მეხუთე ხომ საერთოდ....შეტევაში როცა გუნდი მოდის ოთხი ერთზე, აქ ლაპარაკი ზედმეტია.
aron
წადი ბაბა წადი ბოდისი ბოდისი წადი წადი წადი
maqsimum
ბოდისი კი არა წადი კარგი მწვრტნელი წავიდოდა
მოსეხონელი
მეც ეგ დავწერე 3 ცენრით ეთამაშა რადგან ჩაბრაძე აზრაოვი შეტევებში კარგებია არიან და მეტი თავისუფლება ექნებოდათ თანაც ნაკრების ტაკტიკას შესაბამება.სადც ორივეს პრაკტიკააქ ამ სქემის ასევ ზურიკოს.იგივე მამუჩაშვილს და კობახიძეს თეორიულად დამუშავებული აქ ეს სქემა.დებილები კიირარიან ესპანელები ნაკრები და ბარსა თითქმის ერთანერად თამაშობენ რადგან ნაკრებშიც ბევრი ბარსელონელი ყავდათ.ერთი გუნდი უნდა გყვადეს სადაც ნაკრების სათამაშო ფილოსოფია და მისი უნდა გავდეს ერთამნეთს.
გიორგი
ბათუმო გააგრძელეთ მუშაობა გინდი გააძლიერეთ!
bejo
ეხ გეგუჩაძე მართლა შენზეა ეს თამაში თამაშის დაწყებამდე დავწერე რომ ამ შემთხვევაში 3 ცენტრით ჯობდა თამაში რადგან აზაცკი გიყვარს მცველი არაა (და აუცილებლად უნდა ეთამაშა) მაშინ რეხვიაშვილი უნდა დაგემატებინა
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"ლეხი" კვეკვესკირს კონტრაქტს გაუწყვეტს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
"წიტაიშვილს ნდობა სჭირდება - ვიცით, ქართველები ემოციურები არიან" - კიევის "დინამოს" მწვრთნელმა გიოზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
წიტაიშვილი: თუ "დინამოს" ვჭირდები, დამიკავშირდებიან
"ლეხი" "ფიორენტინასთან" სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
კვეკვესკირი "სლოვანს" ვერ შეუთანხმდა - Geo Team-ის ცნობით, მან შეიძლება კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს
კვეკვესკირმა ცენტრფორვარდის სტილში გაიტანა - "ლეხმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა