კონფერენს ლიგაზე ბათუმის "დინამოს" მარცხის (პოლონურ "ლეხთან" 0:5) შემდეგ "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

"ბათუმის" წაგებით გაიხარეს ვაიგულშემატკივრებმა, ჩასაფრებული რომ ელოდებოდნენ, როდის წაფორხილდებოდა გუნდი, რომ მერე დაცინვით ეთქვათ, ხომ გეუბნებოდით, ტყუილად იშლით ნერვებს, ქართული გუნდის გულშემატკივრობა არ ღირსო. ნუ, მათთან ჩვენ რას მოვალთ, ისინი ხომ "ბარსელონას“, "რეალის“ და "იუვენტუსის“ გულშემატკივრები არიან. ბევრი მათგანი ხვიჩას იტალიაში გადასვლასაც სკეპტიკურად უყურებდა და ახლა დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვთ, ვერ გაამართლოს, რომ ისევ ნიშნისმოგებით თქვან, ხომ ვამბობდითო.

ასეთ ხალხს რაზე უნდა ელაპარაკო? ნამდვილ ქომაგებს კი ვეტყვი, რომ გუშინ პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა. ვიღაცებს გაგიკვირდებათ, როგორ არ მომხდარა, გუნდმა 5:0 წააგო? მინდა გითხრათ, რომ ანგარიში ბევრს არაფერს ნიშნავს, უფრო სწორად, ეს არ ნიშნავს, რომ "ბათუმსა" და "ლეხს“ შორის ასეთი სხვაობაა. "ლეხმაც“ წააგო ერთი კვირის წინ 5:1 აზერბაიჯანულ გუნდთან, მაგრამ ვინმეს გჯერათ, რომ მათსა და "ყარაბახს“ შორის ასეთი სხვაობაა? ის კი არა, ხვალ თავიდან რომ ითამაშონ, "ლეხი“ მოუგებს ალბათ.

მაშ, რა მოხდა პოზნანში? მოხდა იგივე, რაც ალბათ "ლეხს“ დაემართა აზერბაიჯანში. გუნდმა სტუმრად მეორე ნომრად, ანუ დაცვითი ტაქტიკით თამაში იუკადრისა. ეს ყოველთვის "ჯიგრული" გადაწყვეტილებაა, მაგრამ ყოველთვის სარისკო. რისკი კი იმას ნიშნავს, რომ თუ არ გაამართლა, შეიძლება თავი წააგო. სწორედ ამიტომ ირჩევს ხოლმე ბევრი მწვრთნელი სტუმრად თამაშისას დაცვაში ჩაჯდომას, როცა საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებული არაა. ეს ყოველთვის "უჯიგრო" ფეხბურთს ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ, მეტი შანსი გაქვს, მეორე თამაშს აზრი შეუნარჩუნო. დაცვით ტაქტიკას ვერც მე ვიტან და საერთოდ ასეთი ფეხბურთი ბოროტება მგონია, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი ბოროტებაა. განსაკუთრებით, ორრაუნდიან დაპირისპირებაში (სხვა შემთხვევებში აზრს ვერ ვხედავ).

"ბათუმმა“ კი, რადგან ამ გუნდის ხელწერად შემტევი ფეხბურთი ჩამოყალიბდა, იმიჯს არ უღალატა. თან შემტევმა შემადგენლობამ და ტაქტიკამ ერთხელ გაამართლა სლოვაკეთში, სადაც სტუმრად, "ლეხზე“ უკეთეს თუ არა, არანაკლებ გუნდთან კინაღამ თამაში მოვიგეთ, მაგრამ არ გაამართლა პოლონეთში, ისევე, როგორც ალბათ "ლეხის“ შემთხვევაში არ გაამართლა აზერბაიჯანში. შედეგად, ვერც შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვეღარც დაცვითი.

არა უშავს. ეს თამაში ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. ცოტა მიწაზე დაეშვებიან ფეხბურთელებიან-მწვრთნლებიანად, გუნდის პრეზიდენტიან-ქომაგიანად. ამას ჰქვია გამოცდილება. წარმომიდგენია, თუნდაც პირველი გაშვებული გოლის მერე "ბათუმი“ რომ დაცვაში ჩამჯდარიყო და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაეწყო ჩალიჩი, ქომაგები რა დღეს დააყრიდნენ, გუნდი აგებს და დაცვაში დგებაო. არადა, 1:0 წაგება უზარმაზარ შანსს დაგვიტოვებდა მეორე თამაშში. 2:0-იც კი გვაწყობდა.

მოკლედ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს... თუ იქიდან გაკვეთილს ისწავლი.

P.S. შეამჩნევდით, ალბათ, რომ გუნდს „ბათუმს“ ვეძახი და არა „დინამოს“. იმედი მაქვს, ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდს, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ, ამ უაზრო სახელს გადაარქმევენ და ისევ ბათუმის "ბათუმი“ ერქმევა. წარმატებები კი მოვა, თუ ყურებს არ ჩამოვყრით და წინსვლაზე ვიმუშავებთ. მთავარია, საქმისადმი სწორი მიდგომა, რაც "ბათუმს" სხვა კლუბებისგან გამოარჩევს.'

შეგახსენებთ, განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში, ბათუმში გაიმართება.

Gocha
Tu fexburti ici da tan kargad egeti kvela guns mosvlia amis gamo aravin unda vlangot xalxno araushavs bichebo xdeba eseti xolme
nika
და საკუთარ თავზე რატომ იღებთ, წაგება გაგიხარდათ? ჩასაფრებული იყავით? დაცინვით ამბობთ, რომ გულშემატკივრობა არ შეიძლებოდა? ამათ ეხებოდა ეგ მიმართვა და არა ნებისმიერს, ვინც ოპტიმისტურად არ იყო განწყობილი
ika
გადაუხადეს ალბათ მეწრთამე მეტრეველს ეს რომ დაეწერა…
თემური
100%
ვიტიუკი
ხო აპაა შენსავით და შენისთანებივით ხბოს აღტაცებით რომ არ აღვიქვადით ბათუმის დინამოს მიერ საქართველოს ჩემპიონატში სიონის,დაშლილი ტორპედოსა ლოკომოტივის და ა.შ. გაბითურებას,არ ვბაქი-ვბუქობდით,გეგუჩაძე არ მიგვაჩნდა დიდ ტრენერად,კუპატაძე-ბუფონად,ჯოვინო-ნეიმარად,აზაროვი და დავითაშვილი კიდევ მეგა ვასკვლავებად ამიტომ ვართ ვაიგულშემატკივრები და გაგვიხარდა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის პოზნანში განადგურება? საიდან დაასკვენი, მართლა მაინტერესებს?ან რატომ გგონია შენ უფრო მაგარი პატრიოტი ხარ ამ ქვეყნის ვიდრე მე-ვინც შენსავით არ ვფიქრობ და მიმაჩნდა დინამოს გაძლიერება ჭირდებოდა, მით უფრო კვარას წასვლის შემდეგ. რა თქმა უნდა მომხდარით არფერი მთავრდება, მაგრამ ამ წაგების ფონზე კრიტიკული კითხვის დასმაც არ შეიძლებაა? ისე, არც მიკვირს შენგან.............
გუჯი
სკ ბათუმი - ამით ქალაქის სახელის რეკლამირებაც ხდება! 4-5-ჯერ მაქვს უკვე კომენტარებში აღნიშნული, რა ჯანდაბაა ამდენი დინამო?!
პლეხანოვზე გაზრდილი
პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა - მხოლოდ 5:0 წავაგეთ. ბათუმში მოვიგებთ 6:0; არ გჯერათ? - კითხეთ ახალგამომცხვარ ფეხბურთის მცოდნეებს!
lsd
გეთანხმები ნამდვილად . ხო და სახელის ამბავშიც.. მადლობა ბათუმს ამ სეზონისთვის.
ვანჩოპე
პრასი არ გვინდა გვაქვსთქო(შერეკილები)
ლევანი
ეს ბათუმის გუნდი, მწვთნელიანად, კარგი გუნდია, ოღონდ საქართველოს მასშტაბით. გარეთ ვრაფერს მიაღწევ ნორმალური ლეგიონერების გარეშე, გამორიცხულია. ამათმა საქ. ჩემპიონატი მოიგეს და ცაში ფრენა დაიწყეს. სანამ საქმის სწორად კეთებას არ ისწავლიან, სანამ სულ გაძლიერებაზე არ იფიქრებ, სანამ ფულს არ დახარჯავ, რამდენიც საჭიროა, მანამ სულ ასე იქნება, სამწუხაროდ.
კახა ქ.
ბათუმს უნდა ერქვას-ბათუმი,ზუგდიდს-ოდიში,თბილისს--აუფ(ეს რა დამარათნიათ პონტში)
კახა ქ.
ისე დინამო რომ ერქვა,შსს დაქვემდებარებაში იყვნენ და ეხლა როგორც ვიცი არანაირი შეხება არა აქვთ შსს-თან და იქნებ მართლა ბათუმი დაარქვათ.ისე ყველა დინამოს ეხება,თბილისის გარდა,თბილისის დინამო მაინც ასე თუ ისე დიდი ტრადიციების გუნდია და..ეხლანდელს კი მარლა არ უნდა ერქვას წესით და რიგით
ილია
რა ზუსტი შეფასებაა. 100% იანი. აი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო სტიაუამ როგორც ითამაშა გასვლაზე.. 1-0 რომ გახადა საბურთალომ, ტიპები მაინც დაცვაში ისხდნენ და ცდილობდნენ კიდევ არ გაეშვათ გოლი. კი, მე არ მომწონს ეგეთი ბინძური თამაში, მაგრამ... როცა კვარაცხელია წავიდა გუნდიდან, როცა გაფრინდაშვილი, ლობჟანიძე და ამის მერეც შეტევაზე ფიქრობ გასვლაზე.. მერე აღარ უნდა გიკვირდეს ის ფატალური შედეგი რაც ვნახეთ.
Gura
არ მახსოვს, რა თამაში იყო, რომელ ქვეხანაში ტარდებოდა თამაში, ვინ ვის ხვდებოდა. მასპინძელმა გუნდმა წააგო. წაგების მიუხედავად, ქომაგებმა აპლოდისმენტებით გააცილეს თავისი გუნდი. ამას ჰქვია მხარდაჭერა, ისინი იყვნენ ნამდვილი ქომაგები. ჩვენთან კი ...?
სოსო
აბსოლიტურად გეთანხმები. საწყენად არ ვამბობ, მაგრამ კობახიძე სირბილის მაგივრად ფაქტიურად დადის და ლეხის ასეთ სწრაფ თავდასხმასთან ასეთი დაცვით არაფერი გამოუვიდოდა წინასწარვე იკვეთებოდა. მითუმეტეს, არც აზაცკია ბევრად სწრაფი მასზე,ამიტომ, ალბათ ჯობდა დაცვის გაძლიერება მეტი დამზღვევებით, რომ როგორმე განეიტრალებულიყო მოწინააღმდეგის სისწრაფე, თუნდაც რეხვიაშვილიც დაემატებინა ერთდროულად და უკვე კარგი ბრონი იქნებოდა მართლაც.
ამატაკი
მართლა მასე აღიქვამთ ,,ნაღდი გულშემატკივრები" თანამედროვე ფეხბურთს -"შემტევი ჯიგრული ტაქტიკა" და ,,დაცვითი ტაქტიკა"?. რეალის ხშირი 5-3-2 თქვენი აზრით რომელი "ტაქტიკაა"? გეგუჩაძე "კოპივაისს" წარმოადგენს. იგივე სქემა, იდენტური ფილოსოფია-4-2-3-1 აქცენტი ბურთის ფლობაზე,შეტევის მიმართულებების ხშირი ცვლილებებით ზონების გამოთავისუფლება, უკიდურესი სიფრთხილე, კონსერვატიზმი, მინიმალური რისკი. ამას ვუყურეთ ნაკრებში თითქმის 5 წელი. ამ ფეხბურთმა სუსტ გუნდებთან და ანალოგიური სქემით მოთამაშე საშუალო საშუალო ძალის გუნდებთანაც კი (მაგ." სლოვანი") შედეგები მოგვიტანა, როგორც ნაკრებში ისე დინამოში. მაგრამ ნებისმიერ გუნდთან, რომელიც შეტევით ფაზაზე სწრაფად გადმოდის და მაღალ პრესინგს მიმართავს, უშანსოდ ვიყავით და ვართ (იგივე "სამგურალი" 4 გოლით). გემოვნებით გულშემატკივრები ვირჩევთ, მწვრთნელი არსებულ კონტიგენტს უნდა დაეყრდნოს სათამაშო ძირითადი სქემების ფორმირებისას. რომ არა ვაისისამებრი სწორხაზოვნება და გაუბედავობა, თვალნათლივ აჩვენა სანიოლმა აზაროვი-მამუჩაშვილის ეფექტურობა 3 მცველიან სქემაში. "ვაიგულშემატკივრებს" როგორც მოგვნათლეთ გული დაგვწყდა სწორედ იმაზე რომ გვყავს კარგი აზაროვი-ჩაბრაძე-მამუჩაშვილი-ალთუნიშვილი-დავითაშვილი (ლეხს ამათზე უკეთესები არ ყავდა) და წარმოდგენა არ ქონდათ რა უნდა ეკეთებინათ. ხოლო ბრაზი გამოიწვია გასაძლიერებლად შემოსული ფეხბურთელების მოედანზე სიარულმა და უხეირო სატრანსფერო პოლიტიკამ.
შოთა მაქაცარია - Tottenham Hotspur, AS Roma, Borussia Dortmund - ის კლუბების წევრი.
როდესაც გუნდი 5:0 აგებს, ეს ყოველთვის კატასტროფაა. სიტყვები სწორად შევარჩიოთ. სხვა საკითხია, რომ ამ წაგებიდან დასკვენი გავაკეთოთ და ვიმუშაოთ უფრო დაძაბულად და ეფექტიანად. გ.გეგუჩაძე ურიგო მწვრთნელი არ არის, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა ამ და სლოვანთან წაგებაში გადამწყვეტია. სლოვანთან მეორე გოლი ისე გავიდა, რომ კუთხურის დროს ახლო ძელთან მცველი არ იდგა. ეს კი ფეხბურთში დაუწერავი კაკონია. ამას ყველა იცავს. ეტყობა, გეგუჩაძემ ეს უბრალო წესი ვერ დანერგა გუნდში.
ზურა
პროფესორები? და შენ ნორმალურად მიგაჩნია თუნდაც ასე იყოს, იმ შეცდომას ასე უნდა ნოეშალა ყველაფერი? ეს კიდევ უარესი, გასაგებია რა ფსიქიკისა და ნებისყოფის ფეხბურთელები გვყავს. ესეთები წარმატებას ვერც ვერასდროს მიაღწევენ
დათო
კარგით მერაბ რა კარგით. სად ნახეთ ჭკუის სწავლა მიღებული გამოცდილებიდან ქართულ ფეხბურთში? იგივე ბათუმი, რომ ავიღოთ, შარშან თურქულ კლუბთან მარცხს არ უნდა მოეცა გამოცდილება? მეორეცაა, ერთია გამოცდილება და მეორე ჩვენი რეალური შესაძლებლობა. სულ იგივე მეორდება და მერე კიდევ გიკვირთ გულშემატკივარი რატომ. პ.ს. ამდენი თამაში იყო გუშინ და 5 ბურთით ანდორის გუნდები აღარ აგებენ უკვე
ლადო
გადაარქვით ამ გუნდს ეს კრეტინული სახელი!!!
რრრ
მე პროფესიონალი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, სამოყვარულო დონეზე რაღაცას ვცოდვილობდი და რამდენს წავაგებდი(მით უმეტეს თუ უსამართლოდ მოხდებოდა) ერთი სული მქონდა კიდე როდის ვითამაშებდი, რომ მომეგო და პროფესიონალებს მეტი მოტივაცია და ჯილკა არ უნდა ჰქონდეთ? თუ რომ წააგებენ ბოლომდე უნდა ჩ---ჯ----ნ.
imereli
ნუ გამოდიხართ ყველა პროფესორები. ბათუმის იმედი ნაღდად მქონდა მაგრამ მაინც წინა თამაშს კუთხურიდან გატანილ გოლს ვაბრალებ, ბიჭებზე მაგრად იმოქმედა. ფსიქოლოგების მუშაობაა ამათთან საჭირო.
გიორგი IV
ამ კაცის ანალიზს რო ვკითხულობ ხოლმე იმენა 100 იანში ურტყავს ყოველთვის.ისე მემგონი გეგუჩაძე მარტო საქართველოს ჩემპიონატში ქაჩავს.ეგ თამაში წააგო მწვრთნელმა!
გაბო
ნათქვამია "ურემი რომ გადაბრუნდება, გზას მერე ეძებენო", ქართულ ფეხბურთში ურები ბევრჯერ გადაბრუნდა მაგრამ გზა დღემდე არ მოიძებნა. ამ გადაბრუნებით კი ურემი ისე დაზიანდა, მალე დაიშლება. თუმცა რაა გასაკვირი, წლებია ფედერაცია პრეზიდენტის გარეშეა.
ZIZ
ბათუმი!!!
ჰერცოგა
რეხვიაშვილი დაბერდაო და და წინა ორ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი იყო ტიპმა არ გაახარა სლოვანი იმ რეკოშეტს თუ არ ჩავთვლით გოლი რო გავიდა,კობახიძე ახლოსაც ვერ მივა მაგასთან გინდა ბრძოლით გინდა კლასით და რა ვიცი რითიც გინდათ,მაგარამ მაინც კობახიძე ყავს სულ.

ერთადერთში გეთანხმები - დინამო არ უნდა ერქვას (იგივე ეხება ზუგდიდსაც).
Aba hee
მართალია ცოტას დავეშვებით მიწაზე,დაცვას რო გაძლიერება სჭირდება ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს,ჩემი აზრია გუნდმა ზრდა და განვითარება უნდა განაგრძოს,ეს წაგება არაფერს ნიშნავს,ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით,ცოტა გადატვირთვა მოხდება ეხლა ამ გუნდის და უფრო ძლიერი გუნდიც ჩამოყალიბდება,რაც შეეხება სახელის გადარქმევას მარტო ბათუმით,ძალიან მაგარი იქნება,დარწმუნებული ვარ უფრო ძლიერები დავბრუნდებით მომავალ წელს,ესეთი წაგებაც რაღაც ახალის დასაწყისია დარწმუნებული ვარ,წინ ბათუმი....
ჯონი
ვერ ვხედავ მაგაში რამე პრობლემას პირიქით დინამო ბათუმი ხოდა რა მაგაშია პრობლემა?პრობლემა უნდა ვეძებოთ კადრებში და არა სახელში,ვაწაძე რა მოსაწვევი იყო გუნდში კარში დამრტყმელი რომ არ გვყავს ერთი,ზურიკოც წავა დარჩება ისევ ჩამოწერილი ფეხბურთელები
ვენეციის კომისია
ვაწაძის გამოყენება შეიძლებოდა შტურმისას და ჩაწოდებებისას, მაგრამ ამ გეგუჩაძეს მაშინ გამოჰყავდა როცა კონტრშეტევებზე ვთამაშობდით, უკუღმა იყენებდა...
რრრ
ქართულ რეალობაში კი, მარა აღარ ყოფნის ქართული რეალობა უცხოელი კარგი მწვრთნელი უნდა გუნდს, ეს ყველაფერი გეგუჩაძის მაქსიმუმია, იგივე შედეგი ქონდა ზესტაფონშიც, როგორც ჩანს უფრო მაღალ დონეს ვეღარ ქაჩავს, არა დამიწყოთ ახლა დინამო, რომ უეფას ჯგუფში გაიყვანაო, ის შუშაკის დამსახურება იყო და არა ,ისი.
zurab
ვაწაძე მაინც რაში სჭირდებოდათ?
ოთო
ბათუმს "დინამოს"გადაარქმევენ ეგ კაი აზრია...არ არის საჭირო თბილისის დინამოს ასლი ფერებით და სახელით ...ქონდეს ინდივიდუალურობა და ბათუმი ერქვას ...მშვენიერი სახელია "ბათუმი"
თემური
წარმატებები ბათუმს. მე ვფიქრობ კარგი გუნდია, ოღონდ გამოცდილება სჭირდება, რაც დროს მოაქვს. რაც შეეხება ერთ კომენტარში წერია, რომ კარგი მწვრთნელი გვინდა. ვერ დაგეთანხმები მეგობარო. გია გეგუჩაძე ერთ-ერთი ძლიერი მწვრთნელია ქართულ რეალობაში. რაც მის მიერ შექმნილმა გუნდმაც გვაჩვენა. კიდევ ერთხელ წარმატებები ქართულ ფეხბურთს.
beqa
უნდა გაძლიერდეს ბათუმი 5-6 ძლიერი ლეგიონერია საჭირო, დაცვაში, შეტევაში,ნახევარ დაცვაში, ყველგან ეს გამოჩდა და კიდე ფიზიკურ კონდიციებს სისწრააფეებზეა თამაში საჭიროო !! დანარჩენი აქ ბათუმს
1.2.3.4.5.
არ მოხდაო ამბობთ და სინამდვილეში მოხდა ვერ დაინახეს მოწინააღმდეგის ბევრად მაღალი კლასი, უფრო მაღალ სისწრაფეზე თამაში და გვიან დაღლის გამო ნაკლებად დაშვებული შეცდომები და თუ მწვრთნელი ახლაც ვერ ხედავს ამ პრობლემებს მეორე თამაში აზრს კავს, რადგან გამოსწორებას ვერ შეძლებს
stumari
isev tu shexvdeba Lexi Karabaxs isev caagebda. Karabaxi aris sul sxva donis gundi . Kartvelebs mag donemde rom miaxcion daschirdebat clebi . Karabaxi 8 celicadia gadis jgupur etapze .
გიუᲨა
1000%გეთანხმები!ჩვენთვის ბათუმი არაა ერთი მარცხი,ის გუნდზეა მეტია ჩვენთვის,პირველ ლიგაში რომ გასვლაზე ქომაგი დაყვებოდა გუნდს იმდენი არც ერთ დედაქალაქის გუნდს საშინაო არენაზე არ დაესიზმრებოდა!ასე რომ გულს ნუ გავიტეხთ ბათუმლებო,ერთი კაი მწვრთნელი და თავდამსხმელი გვინდა)ნახეთ მერე)
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
"რამდენ ხანს "გავქაჩავთ" ცუდი თამაშით?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა