საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება ლატვიელთა ძლევით დაასრულა. მთლიანობაში, ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ლატვიაში 3 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც სამივე მოიგო. ქართველებმა თავდაპირველად ესტონეთს სძლიეს, შემდეგ კი – გუშინ და დღეს, ლატვიის მძლავრ გუნდს აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ ლატვია “ა”დივიზიონშია და თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. ჩვენი ნაკრები კი “ბ” დივიზიონშია და 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მოუწევს ასპარეზობა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ბელგია, ესტონეთი, კვიპროსი, უნგრეთი და ავსტრია ეყოლებათ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მისი ბედი ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში ქართველთა სასარგებლოდ გადაწყდა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა დასკვნით წუთებზე ქართველმა კალათბურთელებმა იძალეს და ელიტაში მყოფ გუნდს ბოლო 2 დღეში მეორე წაგება აგემეს – ამჯერად 66:63.

ჩვენს ნაკრებში 19 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით ნიკოლოზ აბულაძე გამოირჩა. 16 ქულა და 5 მოხსნა გოგიტა ბუკიას ანგარიშზეა, ლუკა მუჯირიშვილის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ლატვიიდან გამთენიისას ჩამოფრინდება და ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონისთვის მზადებას განაგრძობს.

GBF

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა