ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კიოპკეს რჩევა ადლერს: დარჩი!

კიოპკეს რჩევა ადლერს: დარჩი!

„ბაიერის“ ხელმძღვანელებმა რენეს მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და მზად არიან, წელიწადში სამი მილიონი გადაუხადონ
ლევერკუზენის „ბაიერის“ 26 წლის მეკარე რენე ადლერს „ფარმაცევტებთან“ კონტრაქტი მხოლოდ 2012 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გერმანიის ნაკრების მეორე მეკარე ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, გაისად „ლევერკუზენიდან“ წასვლა უფასოდ შეეძლება. შესაბამისად, კლუბის ბოსები ძალიან ნერვიულობენ და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ადლერი ახალ კონტრაქტზე დაითანხმონ, რადგან რენეს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს.

„ბილდის“ ინფორმაციით, „ბაიერის“ ხელმძღვანელებმა ადლერს მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და მზად არიან, წელიწადში სამი მილიონი ევრო გადაუხადონ, მაგრამ ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. „ფარმაცევტების“ ხელმძღვანელებს ნამდვილად გაახარებდა გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელ ანდრეას კიოპკეს განცხადება, რომელმაც ადლერს ბუნდესლიგაში დარჩენა ურჩია.

„რენეს ვურჩევ, გერმანიიდან არ წავიდეს. ბუნდესლიგის პროგრესი სახეზეა, გაისად გერმანიიდან ჩემპიონთა ლიგაში უკვე ოთხი გუნდი გავა და გერმანული კლუბები ევროტურნირებზე სულ უფრო და უფრო კარგად ასპარეზობენ. აქედან გამომდინარე, რენესთვის გერმანიაში დარჩენა იდეალური გადაწყვეტილება იქნება. აქ მას შეუძლია, იმაშიც დარწმუნებული იყოს, რომ დაპირებულ ხელფასს აუცილებლად მიიღებს. სხვა ქვეყნებში კი შედარებით არასტაბილური მდგომარეობაა,“ - აცხადებს 49 წლის კიოპკე.

რჩევა ბუნდესლიგაში დარჩენასთან დაკავშირებით, ადლერის შემთხვევაში ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ანდი კიოპკე მას „ლევერკუზენში“ დარჩენას ურჩევს, რადგან რენე ყველასათვის საოცნებო გერმანულ კლუბში, მიუნხენის „ბაიერნში“ უკვე ვეღარ გადავა, რადგან რეკორდმაისტერმა მანუელ ნოიერის სახით გერმანიის ნომერ პირველი კიპერი შეიძინა. შესაბამისად, „ბაიერნს“ ახალი მეკარე კიდევ დიდხანს აღარ დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა