მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავისა და სელებრითის, დევიდ ბექჰემის პოპ-ვარსკვლავმა მეუღლემ, ვიქტორია ადამს-ბექჰემმა მეოთხე შვილი გააჩინა
მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავისა და სელებრითის, დევიდ ბექჰემის პოპ-ვარსკვლავმა მეუღლემ, ვიქტორია ადამს-ბექჰემმა მეოთხე შვილი გააჩინა.

სამი ვაჟის შემდეგ ბექჰემების ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც ჰარპერ სევენი დაარქვეს. ჰარპერი ამერიკაში გავრცელებული სახელია, მას ძირითადად გოგონებს არქმევენ, თუმცა ბიჭი ჰარპერებიც არსებობენ. აი, სევენი კი, მოგეხსენებათ შვიდს ნიშნავს. შვიდი რა შუაშია? ახსნა ყველაფერს აქვს - ინგლისური გაზეთები, მაგალითად, ვარაუდობენ, რომ ახალშობილს შუა სახელად სევენი დევიდის სპორტული წარსულის გამო დაარქვეს: ის ხომ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში წლების განმავლობაში მეშვიდე ნომრით თამაშობდა. „ლოს ანჯელეს გელექსის“ 36 წლის ნახევარმცველმა „ფეისბუქზე“ დაწერა:

„ძალიან ბედნიერი ვარ და ვღელავ, რადგან გაუწყებთ, რომ ქალიშვილი, ჰარპერ სევენ ბექჰემი შემეძინა. მისი წონა 3 კილოგრამი და 450 გრამია. ვიქტორიამ უპრობლემოდ იმშობიარა, ბიჭები კი გახარებულები არიან და რომ შეეძინათ“.

გაზეთმა „სანმა“ ამბები ლოს ანჯელესში, ბექჰემების ოჯახის ახლობელსაც გამოკითხა. მან თქვა:

„დევიდსა და ვიქტორიას ყოველთვის ძალიან მოსწონდათ სახელი ჰარპერი. ამ სახელს ლამაზი ჟღერადობა აქვს, თუმცა სხვა დატვირთვა არ გააჩნია. რაც შეეხება სევენს, ის წყვილმა ახალშობილს შუა სახელად მიანიჭა. შვიდი ხომ იღბლიანი, ზეციური რიცხვია. თან, ბავშვი საღამოს შვიდ საათზე, ივლისში, მეშვიდე თვეში დაიბადა“.

ცნობა ჰარპერ სევენ ბექჰემის დაბადებასთან დაკავშირებით, გაზეთებმა სახალისო ამბებითაც გაალამაზეს. მაგალითად, ითქვა, ვიქტორია გლამურულ ამერიკულ ჟურნალ „ჰარპერ’ზ ბაზარში“ რამდენჯერმე მოხვედრილა და გამოთქვეს ეჭვი, რომ მოდის სამყაროში მოტრიალე დედას სახელი ჰარპერი შეიძლება ჟურნალის ეშხითაც მოეწონა. ჰარპერთა შორის ყველაზე ცნობილი მწერალი ჰარპერ ლი გახლავთ, ავტორი წიგნისა „მოჰკალით ჯაფარა“.

შეგახსენებთ ბექჰემების ოჯახის უფროსი შვილების სახელებსა და ასაკს: უფროსი, ბრუკლინი 12 წლის არის, რომეო რვის, ხოლო კრუზი ექვსის. ტაბლოიდებმა ისიც დაწერეს, რომ პატარა ჰარპერ სევენი, თურმე, დედას ჰგავს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც დევიდსა და ვიქტორიას შვილის დაბადება ტექსტ-მესიჯით მოულოცა სამეფო წყვილი, პრინცი უილიამი და კეტრინ მიდლტონი იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა